დექსამეტაზონი-დარნიცა
DEXAMETHASONE-DARNYTSIA
დექსამეტაზონი უნდა იქნას შეყვანილი ინტრავენურად ან ინტრამუსკულურად გადაუდებელ შემთხვევებში და როდესაც პერორალური მიღება შეუძლებელია. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- დექსამეტაზონი (dexamethasone)
- ფორმა და შეფუთვა
- 4მგ/მლ 1მლ ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარი მინის ამპულა №10 (2X5) კონტურულ-უჯრედოვან დამჭერში
- მწარმოებელი
- «Pharmaceutical Firm «Darnytsia» PJSC, უკრაინა
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა ურეცეპტოდ)
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- კორტიკოსტეროიდები სისტემური გამოყენებისთვის, გლუკოკორტიკოიდები
- ATC კოდი
- H02AB02
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-046182
- რეგისტრირებულია
- 20 აგვისტო 2026, მოქმედებს 20 აგვისტო 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- «Pharmaceutical Firm «Darnytsia» PJSC (უკრაინა)
- განმცხადებელი
- შპს ,,ავერსი-ფარმა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
დექსამეტაზონი-დარნიცა — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
დექსამეტაზონი უნდა იქნას შეყვანილი ინტრავენურად ან ინტრამუსკულურად გადაუდებელ შემთხვევებში და როდესაც პერორალური მიღება შეუძლებელია.
ენდოკრინული სისტემის დაავადებები:
პირველადი ან მეორადი (ჰიპოფიზური) თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის ჩანაცვლებითი თერაპია (გარდა მწვავე თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობისა, რომლის დროსაც ჰიდროკორტიზონი ან კორტიზონი უფრო შესაფერისია მათი უფრო გამოხატული ჰორმონალური ეფექტის გათვალისწინებით);
თირკმელზედა ჯირკვლის მწვავე უკმარისობა (ჰიდროკორტიზონი ან კორტიზონი არის არჩევანის სამკურნალო საშუალებები; შესაძლოა საჭირო გახდეს ერთდროული გამოყენება მინერალოკორტიკოიდებთან ერთად, განსაკუთრებით სინთეთიკური ანალოგების გამოყენებისას);
ოპერაციების წინ და სერიოზული ტრავმების ან დაავადებების შემთხვევაში პაციენტებში, რომელთაც აქვთ დადგენილი თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა ან დაუდგენელი ადრენოკორტიკალური რეზერვის დროს.
ტრადიციული თერაპიისადმი მდგრადი შოკი, თირკმელზედა ჯირკვლის არსებული უკმარისობის ან მისი არსებობის ეჭვის შემთხვევაში;
თირკმელზედა ჯირკვლის თანდაყოლილი ჰიპერპლაზია;
ფარისებრი ჯირკვლის არაჩირქოვანი ანთება და რადიაციული თირეოიდიტების მძიმე ფორმები.
რევმატოლოგიური დაავადებები (როგორც დამხმარე თერაპია იმ პერიოდში, როდესაც საბაზისო თერაპიამ არ იმოქმედა, ესე იგი იმ პაციენტებში, რომლებშიც არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება იყო არადამაკმაყოფილებელი)
რევმატოიდული ართრიტი, იუვენალური რევმატოიდული ართრიტისა და რევმატოიდული ართრიტის სახსარგარე გამოვლინებები (რევმატიული ფილტვები, გულის, თვალების ცვლილებები, კანის ვასკულიტი);
სინოვიტი ოსტეოართროზის დროს; პოსტტრავმული ოსტეოართროზი; ეპიკონდილიტი; მწვავე არასპეციფიკური ტენდოსინოვიტი; მწვავე პოდაგრული ართრიტი; ფსორიაზული ართრიტი, მაანკილოზებელი სპონდილიტი; შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაავადებები; ვასკულიტი. კანის დაავადებები:
პემფიგუსი; მძიმე მულტიფორმული ერითემა (სტივენს-ჯონსონის სინდრომი); ექსფოლიაციური დერმატიტი; ბულოზური ჰერპეტიფორმული დერმატიტი; ექსუდაციური ერითემის მძიმე ფორმები; კვანძოვანი ერითემა; სებორეული დერმატიტის მძიმე ფორმები; ფსორიაზის მძიმე ფორმები; ჭინჭრის ციება, რომელიც არ ექვემდებარება სტანდარტულ მკურნალობას; ფუნგოიდური მიკოზი; დერმატომიოზიტი.
ალერგიული დაავადებები (რომლებიც არ ექვემდებარებიან ტრადიციულ მკურნალობას):
ბრონქული ასთმა; კონტაქტური დერმატიტი; ატოპიური დერმატიტი; შრატისმიერი დაავადება; ქრონიკული ან სეზონური ალერგიული რინიტი; წამლისმიერი ალერგია; ჭინჭრის ციება სისხლის გადასხმის შემდეგ.
მხედველობის ორგანოების დაავადებები:
თვალის ანთებითი დაავადებები (მწვავე ცენტრალური ქოროიდიტი. მხედველობის ნერვის ნევრიტი): ალერგიული დაავადებები (კონიუნქტივიტები, უვეიტები, სკლერიტები, კერატიტები ირიტები); სისტემური იმუნური დაავადებები (სარკოიდოზი, საფეთქლის არტერიიტი); პროლიფერაციული ცვლილებები თვალის ბუდეში (ენდოკრინული ოფთალმოპათია, ფსევდოსიმსივნე);იმუნოსუპრესორული თერაპია რქოვანას გადანერგვის დროს. ხსნარის შეყვანა შესაძლებელია სისტემურად ან ადგილობრივად (შეყვანა კონიუნქტივას ქვეშ და რეტრობულბარული ან პარაბულბარული შეყვანა.) კუჭ -ნაწლავის დაავადებები:
პაციენტის გამოსაყვანად კრიტიკულ პერიოდიდან შემდეგ შემთხვევებში: წყლულოვანი
კოლიტი (მძიმე განვითარება), კრონის დაავადება (მძიმე განვითარება); ქრონიკული აუტოიმუნური ჰეპატიტები; უარყოფის რეაქცია ღვიძლის გადანერგვისას.
სასუნთქი გზების დაავადებები:
სიმპტომური სარკოიდოზი (სიმპტომურად); მწვავე ტოქსიკური ბრონქიოლიტი; ქრონიკული ბროქიტი და ასთმა (გამწვავებისას); ფილტვის კეროვანი ან დისემინირებული ტუბერკულოზი (შესაბამის ტუბერკულოზის საწინააღმდეგო თერაპიასთან ერთად); ბერილიოზი (გრანულომატოზური ანთება); რადიაციული ან ასპირაციული პნევმონიტი. ჰემატოლოგიური დაავადებები:
შეძენილი ან თანდაყოლილი ქრონიკული აპლასტიური ანემია; აუტოიმუნური ჰემოლიზური ანემია;
მეორადი თრომბოციტოპენია ზრდასრულებში; ერითრობლასტოპენია; მწვავე ლიმფობლასტომური ლეიკემია (ინდუქციური თერაპია); იდიოპათიური თრომბოციტოპენიური პურპურა ზრდასრულებში (მხოლოდ ინტრავენური შეყვანა- კუნთში შეყვანა უკუნაჩვენებია). თირკმლის დაავადებები:
- იმუნოსუპრესორული თერაპია თირკმლის გადანერგვის დროს: დიურეზის სტიმულირება ან პროტეინურიის შემცირება იდიოპათიური ნეფროზული სინდრომის დროს (ურემიის გარეშე) და თირკმლის დისფუნქცია სისტემური წითელი მგლურას დროს. ავთვისებიანი ონკოლოგიური დაავადებები:
ლეიკემიისა და ლიმფომის პალიატიური მკურნალობა ზრდასრულებში; მწვავე ლეიკემია ბავშვებში; ჰიპერკალციემია ავთვისებიანი დაავადებების დროს.
ტვინის შეშუპება:
თავის ტვინის შეშუპება თავის ტვინის პირველადი ან მეტასტაზური სიმსივნის შედეგად; თავის ქალას ტრეპანაცია და ქალა-ტვინის ტრავმები.
შოკი: - შოკი, რომელიც არ ექვემდებარება კლასიკურ მკურნალობას; შოკი თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის უკმარისობის მქონე პაციენტებში; ანაფილაქსიური შოკი (ინტრავენურად, ადრენალინის დანიშვნის შემდეგ); ოპერაციის დაწყებამდე შოკის თავიდან ასაცილებლად თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის უკმარისობაზე ეჭვის ან მისი დადგენილი არსებობის შემთხვევაში. კორონავირუსული დაავადება 2019 (COVID-19):
კორონავირუსული დაავადების 2019 (COVID-19) მკურნალობა ზრდასრულებში და პუბერტატული ასაკის პაციენტებში (12 წელზე უფროსი ასაკის, სხეულის მასით მინიმუმ 40 კგ), რომლებიც საჭიროებენ დამატებით ჟანგბადის თერაპიას.
სხვა ჩვენებები:
ტუბერკულოზური მენინგიტი სუბარაქნოიდული ბლოკადით (ტუბერკულოზის საწინააღმდეგო სათანადო თერაპიასთან ერთად); ტრიქინელოზი ნევროლოგიური სიმპტომებით ან მიოკარდიუმის ტრიქინელოზი; აპონევროზის ან მყესის (განგლიონის) კისტოზური სიმსივნე. ჩვენებები სახსარშიდა შეყვანისა და რბილი ქსოვილებში შეყვანისთვის:
რევმატოიდული ართრიტი (ცალკეული სახსრის მძიმე ანთება); მაანკილოზებელი სპონდილიტი (როდესაც სახსრების ანთება არ ექვემდებარება ტრადიციულ მკურნალობას): ფსორიაზული ართრიტი (ოლიგოარტიკულური ფორმა და ტენდოვაგინიტი): მონოართრიტი (სინოვიალური სითხის ევაკუაციის შემდეგ); სახსრების ოსტეოართრიტი (მხოლოდ სინოვიტისა და ექსუდაციის შემთხვევაში); სახსარგარე რევმატიზმი (ეპიკონდილიტი,ტენდოვაგინიტი, ბურსიტი); მწვავე და პოდაგრული ართრიტი.
ადგილობრივი შეყვანა (შეყვანა დაზიანების ადგილზე) :
- კელოიდური დაზიანებები; პიპერტროფიული, ანთებითი და ინფილტრირებული დაზიანებები ლიქენის, ფსორიაზის, რგოლისებრი გრანულომის, სკლეროზირებადი ფოლიკულიტის, დისკოიდური მგლურას და კანის სარკოიდოზის დროს; დისკური წითელი მგლურას ლიქენი; ურბახ-ოპენჰაიმის დაავადება; ლოკალიზებული ალოპეცია.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა სამკურნალო საშუალების მოქმედი ნივთიერების ან სხვა კომპონენტების მიმართ.
მწვავე ვირუსული, ბაქტერიული ან სისტემური სოკოვანი ინფექციები (თუ არ გამოიყენება სათანადო თერაპია).
ვაქცინაცია ცოცხალი ვაქცინით.
იცენკო-კუშინგის სინდრომი.
ინტრამუსკულარული შეყვანა უკუნაჩვენებია პაციენტებისთვის, რომლებიც არიან დაავადებულნი სისხლის შედედების სისტემის მძიმე დაავადებებით.
ადგილობრივი გამოყენების შემთხვევაში - ბაქტერიემია, სისტემური სოკოვანი ინფექციები, ინფექციები გამოყენების ადგილზე, მათ შორის სეპტიკური ართრიტი გონორეის ან ტუბერკულოზის შედეგად, გამოყენება არასტაბილური სახსრების მქონე პაციენტებისთვის.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებანი. სამკურნალო საშუალების ერთდროულად გამოყენებისას სხვა სამკურნალო საშუალებებთან შესაძლებელია შემდეგი სახის ურთიერთქმედებანი:
სამკურნალო საშუალებებთან, რომლებიც აინჰიბირებენ CҮP ЗA4 ფერმენტს (მაგალითად, კეტოკონაზოლი, ანტიბიოტიკები-მაკროლიდები) - დექსამეტაზონის კონცენტრაციის მომატება სისხლის პლაზმაში; კეტოკონაზოლს შეუძლია დათრგუნოს გლუკოკორტიკოსტეროიდების თირკმელზედა ჯირკვლის სინთეზი, ამრიგად, დექსამეტაზონის კონცენტრაციის დაქვეითების შედეგად შეიძლება განვითარდეს თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის უკმარისობა;
ამინოგლუტეთიმიდთან, ეფედრინთან, თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციის ინჰიბიტორებთან (მაგალითად, მიტოტანი), კარბამაზეტინთან, პრიმიდონთან, რიფამპიცინთან, რიფაბუტინთან, ფენობარბიტალთან. ფენიტოინთან - დექსამეტაზონის ეფექტურობის დაქვეითება, სამკურნალო საშუალებების ერთდროული გამოყენებისას დექსამეტაზონის დოზა უნდა გაიზარდოს;
აზათიოპრინთან, ანტიფსიქოტიკებთან, სხვა გლუკოკორტიკოსტეროიდებთან, კარბუტამიდთან - კატარაქტის განვითარების რისკის გაზრდა;
ალბენდაზოლთან, ჰეპარინთან, კალიურეტიკებთან, ციკლოსპორინთან ერთად - ამ უკანასკნელთა ეფექტურობის ზრდა, ციკლოსპორინისა და გლუკოკორტიკოსტეროიდების ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია წარმოიქმნას კრუნჩხვები;
B ამფოტერიცინთან. β2- ადრენომიმეტიკებთან, საკურნალო საშუალებებთან, რომლებსაც გამოაქვთ ორგანიზმიდან კალიუმი (მაგალითად, დიურეტიკები)- ზრდის პიპოკალიემიის განვითარების რისკს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულის უკმარისობა, B ამფოტერიცინისა და გლუკოკორტიკოსტეროიდების ერთდროული გამოყენებისას ასევე იზრდება ოსტეოპოროზის განვითარების რისკი;
ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან, ნატრიურეტიკებთან, პრაზიკვანტელთან, ჰიპოგლიკემიურ საშუალებებთან, სალიცილატებთან, სომატროპინთან (მაღალ დოზებში)- ამ უკანასკნელთა ეფექტურობის დაქვეითება; დექსამეტაზონისა და სალიცილატების ერთდროული გამოყენებისას საჭიროა დექსამეტაზონის დოზის ფრთხილად შემცირება, რადგანაც ამ დროს შეიძლება აღინიშნებოდეს სალიცილატების კონცენტრაციის გაზრდა სისხლის პლაზმაში და ინტოქსიკაცია;
ანტიჰისტამინურ საშუალებებთან, მ-ქოლინობლოკატორებთან, ნიტრატებთან, ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან - თვალისშიდა წნევის მომატების რისკი; ტრიციკლური ანტიდეპრესანტების და გლუკოკორტიკოსტეროიდების ერთდროული გამოყენებისას ასევე იზრდება დეპრესიის რისკი;
ანტიქოლინესტერაზულ სამკურნალო საშუალებებთან- გამოკვეთილი სისუსტის განვითარების რისკი მიასთენია გრავისის მქონე პაციენტებთან;
D ვიტამინთან -ამ უკანასკნელის ეფექტის შესუსტება ნაწლავებიდან კალციუმის შეწოვაზე;
ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებთან -გლუკოკორტიკოსტეროიდების კლირენსის გაზრდა;
იზონიაზიდთან, მექსილეტინთან - ამ უკანასკნელთა კონცენტრაციის დაქვეითება სისხლის პლაზმაში მათი მეტაბოლიზმის გაძლიერების შედეგად;
იმუნოდეპრესანტებთან - ინფექციების, ლიმფომის ან სხვა ლიმფოპროლიფერაციული დარღვევების განვითარების რისკის ზრდა, რომლებიც დაკავშირებულია ეპშტეინ-ბარის ვირუსთან;
კარბოანჰიდრაზას ინჰიბიტორებთან - ოსტეოპოროზის განვითარების რისკის ზრდა;
ინდომეტაცინთან- დექსამეტაზონის ტოქსიკური ეფექტების გაძლიერება (მისი ალბუმინებთან კავშირიდან გამოდევნის შედეგად);
ცოცხალი ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებთან და იმუნიზაციის სხვა სახის ფონზე- ვირუსების აქტივაციის და ინფექციების განვითარების რისკის გაძლიერება;
კუმარინულ ანტიკოაგულანტებთან- უკანასკნელთა მოქმედების შეცვლა, სამკურნალო საშუალებების ერთდროული გამოყენებისას საჭიროა ჩატარდეს პროთრომბინული დროის მონიტორინგი;
მიორელაქსანტებთან- კუნთების ბლოკადის გამოკვეთილობისა და ხანგრძლვობის გაძლიერება ჰიპოკალიემიის ფონზე, რომელიც განპირობებულია გლუკოკორტიკოსტეროიდებით;
არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან, ეთანოლთან - კუჭ-ნაწლავის სისხლდენისა და წყლულების წარმოქმნის რისკის მომატება;
პარაცეტამოლთან ერთად- პარაცეტამოლის ჰეპატოტოქსიური მოქმედების განვითარების რისკის ზრდა "ღვიძლისმიერი" ფერმენტების ინდუქციისა და მისი ტოქსიკური მეტაბოლიტის წარმოქმნის გამო;
პრეპარატებთან ერთად. რომლებიც მეტაბოლიზდება CYP 3A4-ის მეშვეობით (ინდინავირი, ერითროამიცინი) - ამ უკანასკნელთა კონცენტრაციის დაქვეითება მათი კლირენსის გაზრდის გამო;
რიტორდინთან - შესაძლებელია ფილტვის შეშუპების განვითარება; იყო შეტყობინება ლეტალური შედეგის შესახებ მშობიარე ქალთან ასეთი მდგომარეობის განვითარების გამო; რიტორდინისა და დექსამეტაზონის ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენებია მშობიარობის დროს;
საგულე გლუკოზიდებთან - გულის რითმის დარღვევის რისკი ჰიპოკალიემიით დაავადებულ პაციენტებში და გლუკოკორტიკოსტეროიდების ტოქსიკური ეფექტების გაძლირება;
სტეროიდულ ჰორმონალურ სამკურნალო საშუალებებთან- (მაგალითად, ანდროგენები, ანაბოლიკები, ესტროგენები, პერორალური კონტრაცეპტივები)- აკნეს და ჰირსუტიზმის გამოვლენა, ესტროგენები, პერორალური კონტრაცეპტივები აძლიერებენ გლუკოკორტიკოსტეროიდების თერაპიულ და ტოქსიკურ ეფექტებს, ამცირებს რა მათ კლირენსს;
თალიდომიდთან ერთად - იზრდება ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის განვითარების რისკი.
ერგოკალციფეროლი და პარათჰორმონი აფერხებენ გლუკოკორტიკოსტეროიდების მიერ გამოწვეული ოსტეოპათიის განვითარებას.
ურთიერთქმედების სახეები, რომელთაც გააჩნიათ თერაპიული უპირატესობები:
დექსამეტაზონისა და მეტოკლოპრამიდის, დიფენჰიდრამიდის, პროქლორპერაზინის ან 5-HT3 რეცეპტორების ანტაგონისტების ერთდროული დანიშვნა (სეროტონინის რეცეპტორების ან 5- ჰიდროქსიტრიპტამინი, ტიპი 3, ისეთების, როგორიც არის ონდანსეტრონი ან გრანისეტრონი) ეფექტურია გულისრევისა და ღებინების პროფილაქტიკისთვის,რომლებსაც იწვევს ქიმიოთერაპია ცისპლატინით, ციკლოფოსფამიდით, მეტოტრექსატით, ფტორურაცილით.
ურთიერთქმედებას დექსამეტაზონთან და ყველა ზემოთ ხსენებულ სამკურნალო საშუალებებთან შეუძლია შეცვალოს დექსამეტაზონის ზემოქმედების დათრგუნვის ტესტი. ეს უნდა იქნას გათვალისწინებული ტესტის შედეგების შეფასებისას.
ანტაციდები ამცირებენ დექსამეტაზონის შეწოვას კუჭში. დექსამეტაზონის მოქმედება საკვებთან და ალკოჰოლთან ერთად მიღებისას არ არის შესწავლილი, თუმცა არ არის რეკომენდებული წამლებისა და ნატრიუმის მაღალი შემცველობის მქონე საკვების ერთდროული მიღება.
მოწევა არ ახდენს გავლენას დექსამეტაზონის ფარმაკოკინეტიკაზე.
გამოყენების თავისებურებები.
გლუკოკორტიკოსტეროიდული თერაპიის დაწყებამდე და მისი ჩატარების დროს, აუცილებელია სისხლის საერთო ანალიზის ჩატარება, გლიკემიის დონისა და სისხლის პლაზმაში ელექტროლიტების შემცველობის კონტროლი.
დექსამეტაზონით მკურნალობისას (განსაკუთრებით გრძელვადიანი) აუცილებელია ოფთალმოლოგის დაკვირვება, არტერიული წნევის და წყლის ელექტროლიტური ბალანსის კონტროლი, კერძოდ, სისხლის შრატში კალიუმის დონის, ასევე პერიფერიული სისხლის სურათის და გლიკემიის დონისა. კორტიკოსტეროიდებით პარენტერალური მკურნალობის დროს ერთეულ შემთხვევებში შეიძლება ადგილი ჰქონდეს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციებს, ამიტომ, დექსამეტაზონით მკურნალობის დაწყებამდე უნდა იქნას მიღებული შესაბამისი ზომები ალერგიული რეაქციების შესაძლებლობის გათვალისწინებით (განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ანამნეზში ალერგიული რეაქციები სხვა ნებისმიერ პრეპარატებზე). გრძელვადიანი მკურნალობის შემთხვევაში სამკურნალო საშუალების მოხსნისას შესაძლებელია განვითარდეს მოხსნის სინდრომი (თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის თვალსაჩინო ნიშნების გარეშე) შემდეგი სიმპტომებით: ტემპერატურის მომატება, სურდო, კონიუნქტივის გაწითლება, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა ან გაღიზიანება, გონებრივი და ფიზიკური აქტივობის შენელება, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, გულისრევა, ღებინება, სხეულის მასის დაკლება, ზოგადი სისუსტე, კრუნჩხვები. ამასთან დაკავშირებით დექსამეტაზონის დოზა უნდა შემცირდეს თანდათან. მიღების უეცარმა შეწყეტამ შეიძლება გამოიწვიოს ლეტალური შედეგი.
თუ პაციენტი იმყოფება მძიმე სტრესის მდგომარეობაში (ტრავმის, ოპერაციის ან მძიმე ავადმყოფობის გამო) დექსამეტაზონით თერაპიის დროს ან მისი შეწყვეტის შემდეგ, საჭიროა დოზა გაიზარდოს ან გამოყენებულ იქნას ჰიდროკორტიზონი ან კორტიზონი.
პაციენტებს, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში იყენებდნენ დექსამეტაზონს და განიცდიან ძლიერ სტრესს თერაპიის შეწყვეტის შემდეგ, უნდა განუახლონ დექსამეტაზონის მიღება, ვინაიდან გამოწვეული თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა შეიძლება გაგრძელდეს მკურნალობის შეწყვეტიდან რამდენიმე თვის განმავლობაში.
დექსამეტაზონით ან ბუნებრივი გლუკოკორტიკოსტეროიდებით მკურნალობამ შეიძლება შენიღბოს უკვე არსებული ან ახალი ინფექციის სიმპტომები, და ასევე ნაწლავების პერფორაციის სიმპტომები. მკურნალობის დროს თავიდან უნდა იქნას აცილებული გაციების ან სხვა ინფექციის მქონე ადამიანებთან კონტაქტი.
დექსამეტაზონმა შეიძლება გამოიწვიოს სისტემური სოკოვანი ინფექციის გამწვავება, ლატენტური ამებიაზი და ფილტვის ტუბერკულოზი.
ფილტვის აქტიური ფორმის ტუბერკულოზით დაავადებულმა პაციენტებმა უნდა მიიღონ დექსამეტაზონი (ტუბერკულოზის საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთად) მხოლოდ ფილტვის სწრაფად მიმდინარე ან გაფანტული ტუბერკულოზის დროს. ფილტვის არააქტიური ტუბერკულოზის მქონე პაციენტებმა, რომლებიც მკურნალობენ დექსამეტაზონით, ან პაციენტებმა, რომლებიც რეაგირებენ ტუბერკულინზე, უნდა მიიღონ ქიმიური პროფილაქტიკური საშუალებები.
დექსამეტაზონით მკურნალობისას ცოცხალი ვაქცინით ვაქცინაცია უკუნაჩვენებია. არაცოცხალი ვირუსული ან ბაქტერიული ვაქცინით ვაქცინაცია არ იწვევს ანტისხეულების მოსალოდნელ განვითარებას და არ იძლევა მოსალოდნელ დამცავ ეფექტს. დექსამეტაზონი არ უნდა დაინიშნოს ვაქცინაციამდე 8 კვირით ადრე და მისი გამოყენება უნდა დაიწყოს არა უადრეს 2 კვირისა ვაქცინაციის შემდეგ.
სამკურნალო საშუალება უნდა დაინიშნოს სიფრთხილით ინფექციურ პაციენტებთან, განსაკუთრებით ჩუტყვავილათი და წითელათი, ვინაიდან ეს დაავადებები დექსამეტაზონის გამოყენებისას მიმდინარეობს უფრო მძიმე ფორმით. ამიტომ, პირებმა, რომლებიც არ იყვნენ დაავადებულნი ამ დაავადებებით, უნდა გამოიჩინონ სიფრთხილე, რათა მაქსიმალურად გამორიცხონ ინფიცირება. ავადმყოფებთან კონტაქტის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს. რეკომენდებულია პროფილაქტიკური მკურნალობა იმუნოგლობულინით.
გლუკოკორტიკოსტეროიდები სიფრთხილით უნდა იქნას დანიშნული თვალის ბუშტუკოვანი ლიქენის მქონე პაციენტებისთვის (herpes simplex), რადგან მათმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს რქოვანას პერფორაცია.
სიფრთხილე და სამედიცინო ზედამხედველობა რეკომენდებულია ოსტეოპოროზით, არტერიული ჰიპერტენზიით, გულის უკმარისობით, ტუბერკულოზით, გლაუკომით, ღვიძლის ან თირკმლის უკმარისობით, შაქრიანი დიაბეტით, გასტრიტით, ეზოფაგიტით, დივერტიკულიტით, აქტიური პეპტიკური წყლულით, ახლახან გადატანილი ნაწლავის ანასტომოზით, პაციენტებში კოლიტით და ეპილეფსიით, თირეოტოქსიკოზით, სიმსუქნით (III-IV ხარისხის), ნეფროუროლიტიაზით, ჰიპერლიპიდემიით, პოლიომიელიტით (გარდა ბულბარული ენცეფალიტის ფორმისა), ჰიპოალბუმინემიით და პაციენტებისთვის ისეთ მდგომარეობებში, რომლებიც იწვევენ მის წარმოქმნას, იმუნოდეფიციტის მქონე ავადყოფებისთვის (მათ შორის შიდსი ან აივ ინფიცირება), ლიმფადენიტით ბცჟ-ს ვაქცინაციის შემდეგ.
განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებენ პაციენტები მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომ პირველ კვირეებში, პაციენტები თრომბოემბოლიით, მძიმე მიასთენიით გრავის, ჰიპოთირეოზით, ფსიქოზით ან ფსიქონევროზით, ასევე ხანდაზმული ასაკის პაციენტები.
დექსამეტაზონით მკურნალობის დროს შეიძლება აღინიშნებოდეს შაქრიანი დიაბეტის გამწვავება ან ლატენტური ფაზიდან კლინიკურ გამოვლინებებზე გადასვლა.
გლუკოკორტიკოსტეროიდების მოქმედება ძლიერედება ღვიძლის ციროზითა და ჰიპოთირეოზით დაავადებულ პაციენტებში.
წყალ - ელექტროლიტური ბალანსის დარღვევის მქონე პაციენტებმა დექსამეტაზონის მიღებისას უნდა გამოიჩინონ სიფრთხილე, ვინაიდან გლუკოკორტიკოსტეროიდებმა საშუალო და დიდი დოზებით შეიძლება გამოიწვიონ ორგანიზმში მარილისა და სითხის შეკავება და ასევე კალიუმის მომატებული ექსკრეცია. მოცემულ შემთხვევებში ნაჩვენებია მარილის მოხმარების შეზღუდვა და კალიუმის დამატებითი მიღება. ყველა კორტიკოსტეროიდი აძლიერებს კალციუმის გამოყოფის პროცესს, რის შედეგადაც შეიძლება დაირღვეს მინერალოკორტიკოიდების სეკრეცია. ამიტომ ნაჩვენებია მარილის და∕ან მინერალოკორტიკოიდების დამატებითი დანიშვნა. გლუკოკორტიკოსტეროიდების ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს უკანა სუბკაფსულარული კატარაქტის, გლაუკომის განვითარება, მხედველობის ნერვის დაზიანებით, ასევე ზრდის თვალის მეორადი ვირუსული ან სოკოვანი ინფექციების რისკს.
რეკომენდებულია სიფრთხილის გამოჩენა პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან გამოჯანმრთელების პროცესში ოპერაციის ან ძვლის მოტეხილობის შემდეგ, რადგან დექსამეტაზონმა შეიძლება შეანელოს ჭრილობის შეხორცება და ძვლის ქსოვილის ფორმირება.
სისტემური კორტიკოსტეროიდების მიღება არ უნდა შეწყდეს პაციენტებში, რომლებიც უკვე მკურნალობენ სისტემური (პერორალური) კორტიკოსტეროიდებით სხვა მიზეზების გამო (მაგალითად, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მქონე პაციენტებში) და არ საჭიროებენ დამატებით ჟანგბადს.
განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს სისტემური გლუკოკორტიკოსტეროიდების გამოყენების საკითხი მძიმე აფექტური დარღვევების მქონე პაციენტებში, დეპრესიული, მანიაკალურ-დეპრესიულ ფსიქოზის, წინარე სტეროიდული ფსიქოზის ჩათვლით, მათ შორის ასეთი დარღვევების მქონე პაციენტებში. პაციენტები და / ან მეურვეები უნდა იყვნენ გაფრთხილებულნი ფსიქიკის მხრიდან სერიოზული გვერდითი ეფექტების განვითარების შესაძლებლობის შესახებ. სიმპტომები ჩვეულებრივ ვლინდება მკურნალობის დაწყებიდან რამოდენიმე დღის ან კვირის განმავლობაში. მოცემული გვერდითი ეფექტების წარმოქმნის რისკი უფრო მაღალია მაღალი დოზების გამოყენებისას. რეაქციების უმეტესი ნაწილი ქრება დოზის შემცირების ან სამკურნალო საშუალების მოხსნის შემდეგ, თუმცა ზოგჯერ საჭიროა სპეციფიური მკურნალობა.
აუცილებელია თვალყურის დევნება და ფსიქიკური მდგომარეობის ცვლილებების დროულად გამოვლენა, განსაკუთრებით დეპრესიული განწყობის, სუიციდალური აზრებისა და განზრახვებისა. კორტიკოსტეროიდები განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ანამნეზში აფექტური აშლილობების მქონე პაციენტებში, განსაკუთრებით, რომლებსაც ანამნეზში აქვთ ალერგიული რეაქციები სხვა ნებისმიერ მედიკამენტზე და ასევე მათ უახლოეს ნათესავებს. ასეთი სიმპტომების განვითარებისას აუცილებელია მიმართოთ ექიმს., გლუკოკორტიკოსტეროიდების მოხსნის დროს ასევე შეიძლება შეინიშნებოდეს ფსიქიკური აშლილობები.
გლუკოკორტიკოსტეროიდებს შეუძლიათ დაამახინჯონ კანის ალერგიული ტესტების შედეგები.
იყო შეტყობინებები ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიის შესახებ დღენაკლულ ჩვილებში კორტიკოსტეროიდების სისტემური გამოყენების შემდეგ. ძირითადად ეს მოვლენა იყო შექცევადი მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. რეკომენდებულია დიაგნოსტიკური შეფასების და გულის ფუნქციისა და სტრუქტურის მონიტორინგის ჩატარება დღენაკლულ ბავშვებში, რომლებიც ღებულობდნენ დექსამეტაზონს სისტემური გამოყენებისათვის.
ბავშვების მკურნალობა დექსამეტაზონით შეიძლება ხოლოდ აშკარა აუცილებლობის შემთხვევაში. დექსამეტაზონით მკურნალობის დროს აუცილებელია საგულდაგულო დაკვირვება ბავშვების ზრდასა და განვითარებიაზე.
არსებობს მონაცემები, რომლებიც მოწმობენ გრძელვადიანი ნევროლოგიური გვერდითი ეფექტების შესახებ ფილტვების ქრონიკული დაავადების მქონე დღენაკლული ჩვილების ადრეული მკურნალობის შემდეგ (<96 საათზე) საწყისი დოზებით 0.25 მგ / კგ დღეში ორჯერ.
სამკურნალო საშუალების სახსარში გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ადგილობრივი ან სისტემური გვერდითი რეაქციები. ხშირმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ხრტილის დაზიანება ან ძვლის ნეკროზი.
დექსამეტაზონის სახსარშიდა შეყვანამდე სახსრიდან უნდა იქნას ამოღებული სინოვიალური სითხე და მოხდეს მისი გამოკვლევა ( შემოწმდეს ინფექციის არსებობაზე). ინფიცირებული სახსრების მქონე პაციენტებმა სამკურნალო საშუალება არ უნდა გამოიყენონ. თუ სახსრის ინფექცია ვითარდება ინექციის შემდეგ, უნდა იქნას დაწყებული შესაბამისი თერაპია ანტიბიოტიკებით.
ხშირმა სახსარშიდა ინექციებმა შეიძლება დააზიანონ სახსრის ქსოვილები. მკურნალობის დროს პაციენტებმა თავი უნდა აარიდონ დაზიანებულ სახსრებზე ზედმეტ დატვირთვას ანთებითი პროცესი მთლიანად გაქრობამდე, სიმპტომური გაუმჯობესების დადგომის დროსაც კი.
სამკურნალო საშუალების გამოყენება უნდა შეწყდეს იმ პაციენტებში, რომლებსაც გლუკოკორტიკოსტეროიდების სახსარში შეყვანისას მნიშვნელოვნად გაუძლიერდათ ტკივილი, რასაც თან ახლავს შეშუპება და სახსრის მოძრაობისუნარიანობის შემდგომი შეზღუდვა, ცხელება და ზოგადად შეუძლოდ ყოფნა (მოცემული სიმპტომები მოწმობენ სეპტიური ართრიტის წარმოქმნას). სეპტიური ართრიტის განვითარებისა და სეფსისის დიაგნოზის დადასტურების შემთხვევაში აუცილებელია დაინიშნოს შესაბამისი ანტიბაქტერიული თერაპია.
ფეოქრომოციტომური კრიზი
სისტემური კორტიკოსტეროიდებით მკურნალობის შემდეგ აღწერილია ფეოქრომოციტომური კრიზისი, რომელიც შეიძლება ლეტალური იყოს. კორტიკოსტეროიდები უნდა დაენიშნოს პაციენტებს ფეოქრომოციტომის ეჭვის ან დიაგნოზის დასმის შემთხვევაში მხოლოდ სარგებლისა და რისკის შესაბამისი შეფასების შემდეგ.
დამხმარე ნივთიერებები
ეს სამკურნალო საშუალება შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ (23 მგ) ნატრიუმის დოზას, ესე იგი პრაქტიკულად თავისუფალია ნატრიუმისგან.
გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში.
ორსულობის პერიოდი.
გლუკოკორტიკოსტეროიდები გადიან პლაცენტას და აღწევენ მაღალ კონცენტრაციას ნაყოფში. მავნე ზემოქმედება ნაყოფზე და ახალშობილზე არ შეიძლება იყოს გამორიცხული. დექსამეტაზონი თრგუნავს ბავშვის საშვილოსნოსშიდა განვითარებას. ზოგიერთი მონაცემის თანახმად, გლუკოკორტიკოსტეროიდების ფარმაკოლოგიური დოზებიც კი ზრდის პლაცენტის უკმარისობის, ოლიგოჰიდრამნიონის, ნაყოფის განვითარების შეფერხების ან მისი საშვილოსნოსშიდა სიკვდილის რისკს, აგრეთვე ნაყოფში ლეიკოიტების ( ნეიტროფილების) რაოდენობის მომატებისა და თირკმელზედა ჯირკვლების უკმარისობის რისკებს. არ არსებობს მონაცემები დექსამეტაზონის ტერატოგენული მოქმედების შესახებ. ბავშვები, რომლებიც დაიბადნენ დედებისგან, რომლებსაც დაენიშნათ გლუკოკორტიკოსტეროიდები ორსულობის დროს, საგულდაგულოდ უნდა შემოწმდნენ თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის არსებობის საკითხზე.
ასევე ზოგიერთმა გამოკვლევამ აჩვენა ნეონატალური ჰიპოგლიკემიის მომატებული რისკი კორტიკოსტეროიდების მოკლევადიანი პრენატალური გამოყენების შემდეგ ქალებში გვიანი ნაადრევი მშობიარობის რისკით.
სამკურნალო საშუალება უნდა იქნას გამოყენებული ისეთ გადაუდებელ შემთხვევებში, როდესაც მოსალოდნელი სარგებელი მომავალი დედისთვის აღემატება ნაყოფისთვის პოტენციურ რისკს.
განსაკუთრებული სიფრთხილეა რეკომენდებული პრეეკლამფსიის შემთხვევაში. ზოგადი რეკომენდაციების თანახმად, ორსულობის დროს გლუკოკორტიკოსტეროიდებით მკურნალობისას ძირითადი დაავადების გასაკონტროლებლად უნდა იქნას გამოყენებული ყველაზე დაბალი ეფექტური დოზა.
ქალებს, რომლებიც იყენებდნენ გლოკოკორტიკოსტეროიდებს ორსულობის დროს, ეძლევათ რეკომენდაცია გამოიყენონ მათი დამატებითი დოზები მშობიარობის დროს. გახანგრძლივებული მშობიარობის შემთხვევაში ან საკეისრო კვეთის დაგეგმვისას რეკომენდებულია 100 მგ ჰიდროკორტიზონის შეყვანა ყოველ 8 საათში.
ძუძუთი კვების პერიოდი.
საკურნალო საშუალება უკუნაჩვენებია ძუძუთი კვების პერიოდში (გარდა გადაუდებელი შემთხვევებისა).
გლუკოკორტიკოსტეროიდები აღწევენ დედის რძეში. დექსამეტაზონის გამოყენების შემთხვევაში, განსაკუთრებით ფიზიოლოგიურ ნორმებზე მაღალი დოზით (დაახლოებით 1 მგ), ძუძუთი კვება არ არის რეკომენდებული, ვინაიდან ამან შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის ზრდის შეფერხება და ენდოგენური კორტიკოსტეროიდების სეკრეციის შემცირება.
რეაქციის სიჩქარეზე ზემოქმედების უნარი ავტოტრანსპორტის ან სხვა მექანიზმების მართვის დროს
მონაცემები არ მოიპოვება, თუმცა უნდა იქნას გათვალისწინებული გვერდითი რეაქციების განვითარების შესაძლებლობა ნერვული სისტემის და მხედველობის ორგანოების მხრივ.
გამოყენების წესი და დოზირება.
სამკურნალო საშუალება უნდა იქნას გამოყენებული ზრდასრულებსა და ბავშვებში დაბადებიდან.
უნდა იქნას შეყვანილი ინტრავენურად (ინექციის ან ინფუზიის სახით), ინტრამუსკულურად ან ადგილობრივად- სახსარშიდა ინექციების ან კანის დაზიანების ადგილზე ან რბილი ქსოვილების ინფილტრატში ინექციის გამოყენებით. საინფუზიო გამხსნელად გამოიყენება ნატრიუმის ქლორიდის 0,9% ხსნარი ან გლუკოზის 5% ხსნარი.
ჩვილებში, განსაკუთრებით დღენაკლულ ჩვილებში გამოყენებისას ხსნარი, რომელიც განკუთვნილია ინტრავენური შეყვანისთვის ან სამკურნალო საშუალების შემდგომი გახსნისთვის, არ უნდა შეიცავდეს კონსერვანტებს.
სამკურნალო საშუალების საინფუზიო გამხსნელთან შერევისას უნდა იყოს დაცული ასეპტიკის წესები. ნარევი უნდა იქნას გამოყენებული 24 საათის განმავლობაში, რადგან საინფუზიო ხსნარები ჩვეულებრივ არ შეიცავენ კონსერვანტებს.
პარენტერალურად შესაყვანი სამკურნალო საშუალებები ვიზუალურად უნდა შემოწმდეს შეყვანის წინ, ყოველ ჯერზე დაბინძურებისა და ფერის შეცვლის არსებობაზე.
სამკურნალო საშუალების დოზა უნდა განისაზღვროს ინდივიდუალურად კონკრეტული პაციენტის დაავადების, მკურნალობისათვის გათვალისწინებული პერიოდის, გლუკოკორტიკოსტეროიდების ამტანობისა და ორგანიზმის რეაქციის შესაბამისად.
ზრდასრულები.
სამკურნალო საშუალება შეყვანილი უნდა იქნას პარენტერალურად იმ გადაუდებელი შემთხვევების დროს, როდესაც პერორალური თერაპია შეუძლებელია და იმ შემთხვევებში, რომლებიც მითითებულია "ჩვენებების" განყოფილებაში.
ინტრავენური და ინტრამუსკულური შეყვანა.
სამკურნალო საშუალება უნდა იქნას გამოყენებული საწყისი დოზით 0,5 -დან 9 მგ -მდე/ …
ჭარბი დოზა
სიმპტომები. არსებობს ცალკეული ცნობები მწვავე პერედოზირების ან გარდაცვალების შესახებ დოზის გადაჭარბების გამო. დოზის გადაჭარბება (ჩვეულებრივ მხოლოდ რამდენიმე კვირის განმავლობაში ჭარბი დოზების მიღების შემდეგ) ვლინდება აღწერილი გვერდითი ეფექტების სიმპტომების გაძლიერებით, კერძოდ: უპირველეს ყოვლისა, იცენკო-კუშინგის სინდრომი, აკნე, ექსიმოზები, ჰირსუტიზმი, გულისრევა, ანორექსია, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის წყლული, ართრალგია, მიოპათია, მიალგია, ქოშინი, თავბრუსხვევა, გონების დაკარგვა, ცხელება, არტერიული წნევის მომატება, ჰიპერლიპიდემია, ოსტეოპოროზი, ორთოსტატული ჰიპოტენზია, ინფექციების განვითარება, სტეროიდული დიაბეტი, "მთვარის ფორმის" სახე, სქესობრივი დისფუნქცია.
მკურნალობა: სიმპტომური და შემანარჩუნებელი თერაპია. სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს. ჰემოდიალიზი არაეფექტურია.
გვერდითი რეაქციები.
გვერდითი რეაქციების წარმოქმნის სიხშირე დამოკიდებულია დოზაზე და მკურნალობის ხანგრძლივობაზე.
გვერდითი რეაქციები მოკლევადიანი მკურნალობის დროს.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: პეპტიური წყლული, მწვავე პანკრეატიტი.
ენდოკრინული სისტემის მხრივ: თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დროებითი დათრგუნვა.
ნივთიერებათა ცვლის, მეტაბოლიზმის მხრივ: ნახშირწყლებისადმი ტოლერანტობის დაქვეითება, მადის მომატება, სხეულის მასის მომატება, ჰიპერტრიგლიცერიდემია.
ფსიქიკის მხრივ: ფსიქიკური აშლილობები.
იმუნური სისტემის მხრივ: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები.
გვერდითი რეაქციები გრძელვადიანი მკურნალობის დროს.
მხედველობის ორგანოების მხრივ: კატარაქტა, გლაუკომა.
ენდოკრინული სისტემის მხრივ: თირკმელზედა ჯირკვლების ფუნქციის ხანგრძლივი დათრგუნვა, ბავშვებში ზრდის შეფერხება, ეპიფიზარული ზრდის ზონების ნაადრევი დახურვა.
ნივთიერებათა ცვლის, მეტაბოლიზმის მხრივ: სიმსუქნე.
გულ -სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული ჰიპერტენზია, ტელეანგიექტაზია.
იმუნური სისტემის მხრივ: იმუნური პასუხის შემცირება და ინფექციური დაავადებების ათვისების მომატებული უნარი.
კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ: კანის გათხელება.
საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: კუნთოვანი ატროფია, ოსტეოპოროზი, ტუბულარული ძვლების მოტეხილობა, ძვლების ასეპტიური ნეკროზი.
გვერდითი რეაქციები, რომლებიც შეიძლება გაჩნდეს ცალკეულ ორგანოებსა და სისტემებში დექსამეტაზონით მკურნალობისას.
მხედველობის ორგანოების მხრივ: თვალის შიდა წნევის მომატება, გლაუკომა, კატარაქტა, ეკზოფთალმი, პაპილოედემა, რქოვანას ან სკლერას გათხელება, რეტროლენტალური ფიბროპლაზია, ოფთალმოლოგიური ვირუსული ან სოკოვანი დაავადებების გამწვავება.
რესპირატორული სისტემის, გულმკერდისა და შუასაყარის ორგანოების მხრივ: ფილტვების შეშუპება.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დისპეფსია, სლოკინი, მეტეორიზმი, ეზოფაგიტი, საყლაპავის კანდიდოზი, მადის მომატება ან დაქვეითება; იშვიათად - კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის პეპტიური წყლული, შესაძლებელია ასევე წყლულოვანი პერფორაციები და სისხლდენა საჭმლის მომნელებელ ტრაქტში (სისხლიანი ღებინება, მელენა), პანკრეატიტი და ნაღვლის ბუშტისა და ნაწლავების პერფორაცია (განსაკუთრებით პაციენტებში ნაწლავების ქრონიკული ანთებით), საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ატოპია.
ღვიძლისა და ნაღველგამომყოფი გზების მხრივ: ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება, ჰეპატომეგალია;
ენდოკრინული სისტემის მხრივ: თირკმელზედა ჯირკვლების ფუნქციის დათრგუნვა და ატროფია (სტრესზე რეაქციის შემცირება), ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზ-თირკმელზედა სისტემის დათრგუნვა, იცენკო-კუშინგის სინდრომი, ბავშვებში სქესობრივი განვითარების შეფერხება, სასქესო ჰორმონების სეკრეციის დარღვევა (მენსტრუალური ციკლის დარღვევა, ამენორეა. ჰირსუტიზმი, იმპოტენცია), ჰიპერგლიკემია, "სტეროიდული" შაქრიანი დიაბეტი, ლატენტური დიაბეტის გადასვლა კლინიკურად აქტიურ ფორმაში, ნახშირწყლების შემცირებული ამტანობა, ინსულინის ან პერორალური დიაბეტისსაწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებების გაზრდილი საჭიროება შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში.
ნივთიერებათა ცვლის, მეტაბოლიზმის მხრივ: კალციუმის იონების მომატებული გამოყოფა, ჰიპოკალციემია, სხეულის მასის მომატება, აზოტის უარყოფითი ბალანსი (ცილის მომატებული დაშლა ), სითხისა და ნატრიუმის იონების შეკავება (პერიფერიული შეშუპებები), პიპერნატრიემია, კალიუმის იონების გამოყოფის მომატება, ჰიპოკალიემიური სინდრომი: ჰიპოკალიემია, ჰიპოკალიემიური ალკალოზი, არითმია, მიალგია ან კუნთების სპაზმი, სიმსივნის ლიზისის სინდრომი.
ნერვული სისტემის მხრივ: მკურნალობის შემდეგ შესაძლებელია მხედველობის ნერვის დისკის შეშუპების წარმოქმნა და ინტრაკრანიალური წნევის მომატება (ფსევდო სიმსივნე), ეპილეფსიის გამწვავება, თავბრუსხვევა, გონების დაკარგვა, კრუნჩხვები, თავის ტკივილი, ჰიპერკინეზია, ნევრიტი, ნევროპათია, პარესესთეზიები; ბავშვებში სამკურნალო საშუალებამ შეიძლება გამოიწვიოს თავის ტვინის ქერქის დამბლა.
ფსიქიკის მხრივ: პიროვნების და ქცევის ცვლილებები, რომლებიც ხშირად ვლინდება აფექტური აშლილობების სახით (გაღიზიანებადობა, ეიფორია, დელირიუმი, პარანოია, ნერვოზულობა, შფოთვა, დეზორიენტაცია, დეპრესია, ხასიათის ლაბილურობა, სუიციდალური აზრები), ძილის დარღვევები, შემეცნებითი დისფუნქცია (გონების აღრევისა და ამნეზიის ჩათვლით), ფსიქოზური რეაქციები (მათ შორის მანია, ჰალუცინაციები, ფსიქოზი და შიზოფრენიის გამწვავება).
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: პაროქსიზმული ბრადიკარდია. გულის გაჩერება, გულის არითმიები, სტენოკარდიის შეტევა, გულის გადიდება, სისხლძარღვოვანი უკმარისობა, გულის შეგუბებითი უკმარისობა, გულის ქრონიკული უკმარისობა, ცხიმოვანი ემბოლია, არტერიული ჰიპერტენზია, ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია დღენაკლულ ჩვილებში; ძალიან იშვიათად - გულის გასკდომა პაციენტებში, რომლებმაც ახლახან გადაიტანეს მიოკარდიუმის ინფარქტი; ასევე შესაძლებელია პოლიტოპური პარკუჭოვანი ექსტრასისტოლა, ჰიპერტონული ენცეფალოპათია, ტაქიკარდია, თრომბოემბოლია, თრომბოფლებიტი, ვასკულიტი.
სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: თრომბოემბოლიის შემთხვევები, თრომბოფლებიტი, მონოციტების და /ან ლიმფოციტების რაოდენობის შემცირება, ლეიკოციტოზი, ეოზინოფილია (ისევე, როგორც სხვა გლუკოკორტიკოიდების გამოყენებისას): იშვიათად თრომბოციტოპენია და არათრომბოციტოპენიური პურპურა.
იმუნური სისტემის მხრივ: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის გამონაყარი, ქავილი, ჰიპერემია, ალერგიული დერმატიტი, ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება, ბრონქოსპაზმი, ანაფილაქსიური შოკი, იმუნოსუპრესია.
კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ: კანის რეგენერაციული და აღმდგენი ფუნქციების დათრგუნვა, ჭრილობის შენელებული შეხორცება, გათხელებული და მგრძნობიარე კანი, კანის სიმშრალე, კანის ატროფია, ჰიპერ- ან ჰიპოპიგმენტაცია, კანქვეშა უჯრედისის განაწილების დარღვევა, ექხიმიმოზი, სტერილური აბსცესი, პეტექიები, აკნე, სტრიები, ტელანგიექტაზია, კანის ტესტებზე და აცრებზე რეაქციის დათრგუნვა.
საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: კუნთების სისუსტე, კუნთების ატროფია, სტეროიდული მიოპათია (კუნთების სისუსტე იწვევს კუნთების კატაბოლიზმს), ოსტეოპოროზი (კალციუმის მომატებული გამოყოფა) მილისებრი ძვლების მოტეხილობები ან ხერხემლის კომპრესიული მოტეხილობები, ასეპტიური ოსტეონეკროზი (უფრო ხშირად - თეძოსა და მხრების ძვლების თავების ასეპტიური ნეკროზი), მყესების გაწყვეტა (განსაკუთრებით ზოგიერთი ქინოლონების ერთდროული გამოყენებისას), ბავშვებში ზრდისა და ძვლის მინერალიზაციის პროცესის შეფერხება, ზრდის ეპიფიზარული ზონების ნაადრევი დახურვა.
ზოგადი დარღვევები და რეაქციები ინექციის ადგილას: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის გამონაყარი, ქავილი, კანის ჰიპერემია და ჩხვლეტა, სახსრის უმტკივნეულო დაშლა, რომელიც სიმპტომურად ჰგავს ნეიროგენულ ართროპათიას (შარკოს სახსარი).
სხვა: უჩვეულო სისუსტე და დაღლილობის მომატება, სოკოვანი, ვირუსული ან ბაქტერიული ინფექციების გაჩენის ან გამწვავების რისკის მომატება, პირობითად პათოგენური ინფექციების განვითარება, რეგენერაციული და რეპარაციული პროცესების დათრგუნვა, შეშუპება, მომატებული ოფლიანობა, ლეიკოციტურია, მოხსნის სინდრომი. სამკურნალო საშუალებამ შეიძლება გამოიწვიოს ფიზიკური დამოკიდებულება.
გლუკოკორტიკოსტეროიდების მოხსნის სინდრომის ნიშნები.
იმ პაციენტებში, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში მკურნალობდნენ დექსამეტაზონით, დოზის ძალიან სწრაფი შემცირებისას შეიძლება აღინიშნოს მოხსნის სინდრომი და გაჩნდეს თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა, არტერიული ჰიპოტენზია, შესაძლებელია ლეტალური შედეგი. ზოგიერთ შემთხვევაში მოხსნის სინდრომის სიმპტომები შეიძლება ჰგავდეს იმ დაავადების გაუარესების ან რეციდივის ნიშნებს, რომელსაც პაციენტი მკურნალობდა.
ვარგისობის ვადა. 2 წელი.
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება: dexamethasone;
1 მლ ხსნარი შეიცავს დექსამეტაზონის ნატრიუმის ფოსფატს 4 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: დინატრიუმის ჰიდროფოსფატი დოდეკაჰიდრატი, კალიუმის დიჰიდროფოსფატი, გლიცერინი, ბენზილის სპირტი, დინატრიუმის ედეტატი (ტრილონი B), საინექციო წყალი.
სამკურალო ფორმა: საინექციო ხსნარი
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე, უფერო სითხე.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. კორტიკოსტეროიდები სისტემური გამოყენებისთვის. გლუკოკორტიკოიდები. დექსამეტაზონი. კოდი ათქ H02AB02.
შენახვის პირობები
შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში, არაუმეტეს 15 °C ტემპერატურაზე. არ გაყინოთ.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
შეუთავსებლობა.
რიტორდინისა და დექსამეტაზონის ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენებია, რადგანაც ამან შეიძლება გამოიწვიოს ფილტვების შეშუპება. ცნობილი გახდა ლეტალური შედეგის დადგომის შემთხვევა მშობიარე ქალთან ასეთი მდგომარეობის განვითარების გამო.
შეფუთვა.
1 მლ ამპულაში; 5 ამპულა კონტურულ-დანაყოფებიან შეფუთვაში; 2 კონტურულ-დანაყოფებიანი შეფუთვა შეკვრაში;
გაცემის კატეგორია. ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა ურეცეპტოდ)
მწარმოებელი. კერძო სააქციო საზოგადოება «ფარმაცევტული ფირმა „დარნიცა».
მწარმოებლის ადგილმდებარეობა და მისი საქმიანობის განხორციელების მისამართი:
უკრაინა, 02093, ქ. კიევი, ბორისპოლსკაიას ქ.13
ბოლო გადახედვის თარიღი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა.
დექსამეტაზონი-დარნიცა არის თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის სინთეტიკური ჰორმონი (კორტიკოსტეროიდი), რომელიც ახდენს გლუკოკორტიკოიდულ მოქმედებას. მას აქვს ანთების საწინააღმდეგო და იმუნოსუპრესიული ეფექტები, ასევე მოქმედებს ენერგეტიკულ მეტაბოლიზმზე, გლუკოზის გაცვლაზე და (უარყოფითი უკუკავშირის საშუალებით) ჰიპოთალამუსისა და ადენოჰიპოფიზის ტროფიკული ჰორმონის სეკრეციის გააქტიურების ფაქტორზე.
გლუკოკორტიკოსტეროიდების მოქმედების მექანიზმი ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის გარკვეული. ამჟამად მიღებულია საკმარისი რაოდენობის მონაცემები გლუკოკორტიკოსტეროიდების მოქმედების მექანიზმის შესახებ იმისთვის, რომ დავადასტუროთ მათი მოქმედება უჯრედულ დონეზე. უჯრედების ციტოპლაზმაში არსებობს რეცეპტორების ორი კარგად შესწავლილი სისტემა. გლუკოკორტიკოიდების რეცეპტორებთან შეკავშირების მეშვეობით გლუკოკორტიკოსტეროიდები ახდენენ ანთების საწინააღდეგო და იმუნოსუპრესიულ მოქმედებას და არეგულირებენ გლუკოზის მეტაბოლიზმს, ხოლო მინერალოკორტიკოიდების რეცეპტორებთან დაკავშირების შედეგად ისინი არეგულირებენ ნატრიუმის, კალიუმის მეტაბოლიზმსა და წყალ-ელექტროლიტურ ბალანსს.
გლუკოკორტიკოსტეროიდები იხსნება ლიპიდებში და ადვილად აღწევენ სამიზნე უჯრედებში უჯრედის მემბრანის გავლით. ჰორმონის შეკავშირება რეცეპტორთან იწვევს რეცეპტორის კონფორმაციის ცვლილებას, რაც ხელს უწყობს დნმ -თან მის მონათესავეობის ზრდას. კომპლექსი ჰორმონი/ რეცეპტორი ხვდება უჯრედის ბირთვში და უკავშირდება დნმ-ის მოლეკულის მარეგულირებელ ცენტრს, რომელსაც ასევე უწოდებენ გლუკოკორტიკოიდული პასუხის ელემენტს (GRE). აქტივირებული რეცეპტორი, დაკაშირებულია რა GRE– სთან ან სპეციფიკურ გენებთან, არეგულირებს მ-რნმ– ის ტრანსკრიფციას, რომელიც შეიძლება იქნას გაზრდილი ან შემცირებული. ახლადწარმოქმნილი მ-რნმ ტრანსპორტირდება რიბოსომებში, რის შემდეგაც ხდება ახალი ცილების წარმოქმნა. სამიზნე უჯრედებიდან და უჯრედებში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, ცილების სინთეზი შეიძლება იქნას გაძლიერებული (მაგალითად, თიროზინტრანსამინაზას წარმოქმნა ღვიძლის უჯრედებში) ან შემცირებული (მაგალითად, 1L-2 წარმოქმნა ლიმფოციტებში). რადგანაც გლუკოკორტიკოსტეროიდების რეცეპტორები არის ყველა ტიპის ქსოვილებში, შეიძლება ჩაითვალოს, რომ გლუკოკორტიკოსტეროიდები მოქმედებენ ორგანიზმის უჯრედების უმრავლესობაზე. კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება- COVID-19
კლინიკური ეფექტურობა
ინდივიდუალურად რანდომიზირებული, კონტროლირებადი, ღია ადაპტირებული პლატფორმის კვლევა RECOVERY (Randomised Evaluation of Covid-19 Therapy)1 , ინიცირებული მკვლევარის მიერ მკურნალობის პოტენციური მეთოდების შედეგების შესაფასებლად COVID-19-ით ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში.
კვლევები ტარდებოდა დიდი ბრიტანეთის 176 საავადყოფოში. 6425 პაციენტი იყო რანდომიზირებული დექსამეტაზონის მისაღებად (2104 პაციენტი) ან ჩვეულებრივი მკურნალობისთვის (4321 პაციენტი). პაციენტების 89% ჰქონდა ლაბორატორიულად დამტკიცებული SARS–CoV-2 ინფექცია.
რანდომიზაციისას პაციენტთა 16%–მა მიიღო ფილტვების ინვაზიური ხელოვნური ვენტილაცია (ფხვ) ან ექსტრაკორპორალური მემბრანული ოქსიგენცია, 60% –მა მიიღო მხოლოდ ჟანგბადი (არაინვაზიური ვენტილაციით ან მის გარეშე), ხოლო 24% –მა არ მიიღო არც ერთი არც მეორე. პაციენტების საშუალო ასაკმა შეადგინა 66,1 + 15,7 წელი. პაციენტების 36% შეადგენდნენ ქალები. პაციენტთა 24% -ს ანანეზში ჰქონდა დიაბეტი, 27% იყო გულის დაავადებით და 21% -ფილტვის ქრონიკული დაავადებით.
პირველადი საბოლოო წერტილი
ლეტალობა 28-ე დღეს მნიშვნელოვნად უფრო დაბალი იყო დექსამეტაზონის ჯგუფში, ვიდრე ჩვეულებრივი მკურნალობის ჯგუფში, სადაც ლეტალობა დაუფიქსირდა 2104 პაციენტიდან 482 -ს (22.9%) და 1110 -ს 4321 პაციენტიდან (25.7%), შესაბამისად ( სიხშირის კოეფიციენტი 0.83; 95% ნდობის ინტერვალი (ნი), 0,75-0,93; P < 0,001).
დექსამეტაზონის ჯგუფში პაციენტებთან ლეტალური შემთხვევების სიხშირე უფრო დაბალი იყო, ვიდრე ჩვეულებრივი მკურნალობის ჯგუფში, რომლებიც ღებულობდნენ ინვაზიურ ფხვ-ს (29,3% 41,4% –ის წინააღმდეგ; სიხშირის კოეფიციენტი 0,64; 95% ნი, 0,51-0,81) და იმათთან შედარებით, ვინც მიიღო დამატებითი ჟანგბადი ინვაზიური ფხვ-ს გარეშე (23,3% 26.2% -ის წინააღმდეგ; სიხშირის კოეფიციენტი 0,82; 95% ნდობის ინტერვალი 0,72-0,94-დან).
დექსამეტაზონის მკვეთრი ეფექტი არ გამოვლენილა პაციენტებში, რომლებიც არ ღებულობდნენ რესპირატორული დახმარების არანაირ საშუალებას რანდომიზაციისას (17,8% 14.0% –ის წინააღმდეგ, სიხშირის კოეფიციენტი 1,19; 95% ნი, 0,91-1,55) მეორადი საბოლოო წერტილი.
დექსამეტაზონის ჯგუფში მყოფ პაციენტების ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობა იყო უფრო ნაკლები, ვიდრე ჩვეულებრივი მკურნალობის ჯგუფში (მედიანა, 12 დღე 13 დღის წინააღმდეგ) და 28 დღის განმავლობაში საავადმყოფოდან გაწერის მაღალი ალბათობა (სიხშირის კოეფიციენტი 1,10: 95% ნი, 1,03-1, 17).
პირველადი საბოლოო წერტილის თანახმად ყველაზე დიდი ეფექტი ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობის 28 დღემდე შემცირება აღინიშნებოდა იმ პაციენტებს შორის, რომლებიც ღებულობდნენ ინვაზიურ ფხვ-ს რანდომიზაციისას (სიხშირის კოეფიციენტი 1,48: 95% ნი 1,16-1,90), შემდეგ - პაციენტებს შორის, რომლებიც ღებულობდნენ მხოლოდ ჟანგბადს (სიხშირის კოეფიციენტი 1,15; 95% ნდობის ინტერვალი 1,06-1,24) და დადებითი ეფექტის გარეშე პაციენტებში, რომლებიც არ ღებულობდნენ ჟანგბადს (ნორმის კოეფიციენტი 0,96; 95% ნდობის ინტერვალი 0,85-1,08).
შედეგი
დექსამეტაზონი
ჩვეულებრივი მკურნალობა
რისკის სიხშირის კოეფიციენტი*
(N=2104)
(N=4321)
(95% ნდობის ინტერვალი)
პაციენტების რაოდენობა/საერთო რაოდენობა (%)
პირველადი საბოლოო წერტილი
482/2104 (22,9)
1110/4321 (25,7)
0,83 (0,75-0,93)
ლეტალობა 28 დღეში
მეორადი საბოლოო წერტილი
გამოეწერა საავადმყოფოდან 28 დღის განმავლობაში
1431/2104 (67,2)
2745/4321 (63,5)
1,10 (1,03-1,17)
ინვაზიური ფხვ ან ლეტალური შედეგი+:
456/1780 (25,6)
994/3638 (27,3)
0,92 (0,84-1,01)
ინვაზიური ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია
102/1780 (5,7)
285/3638 (7,8)
0,77 (0,62-0,95)
ლეტალური შედეგი
387/1780 (21,7)
827/3638 (22,7)
0,93 (0,84-1,03)
- მაჩვენებლების თანაფარდობა იქნა დაკორექტირებული ასაკისთვის 28-დღიანი ლეტალობისა და საავადყოფოდან გაწერის გათვალისწინებით. რისკების თანაფარდობა დაკორექტირებულია ასაკის გათვალისწინებით ინვაზიური ფხვ-ს მიღების შედეგისა ან ლეტალური შედეგისა და მისი შემადგენლების გათვალისწინებით;
- ამ კატეგორიიდან გამორიცხულნი არიან ის პაციენტები, რომლებიც ღებულობდნენ ინვაზიურ ფხვ-ს რანდომიზაციისას.
უსაფრთხოება
კვლევის მიმდინარეობისას დაფიქსირდა 4 სერიოზული გვერდითი მოვლენა, რომლებიც უკავშირდებოდა საკვლევ მკურნალობას, კერძოდ კი: ჰიპერგლიკემიის განვითარების 2 შემთხვევა, სტეროიდული ინდუცირებული ფსიქოზის 1 შემთხვევა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა განყოფილებების სისხლდენის 1 შემთხვევა. ყველა შემთხვევა იქნა დარეგულირებული. ქვეჯგუფების ანალიზი
დექსამეტაზონის დანიშვნით მიღებული ეფექტები 28 -დღიან სიკვდილიანობაზე ასაკიდან გამომდინარე და აგრეთვე, რანდომიზაციისას მიღებული სუნთქვის შემანარჩუნებელი მეთოდებიდან გამომდინარე.2
დექსამეტაზონი
ჩვეულებრივი მოვლა
RR (95% CI)
ჟანგბადის გარეშე (x =0.70; p=0.40)
<70
10/197(5.1%)
18/462 (3,9%)
- 31 (0,60-2.83)
> 70 <80
25/114 (21.9%)
35/224 (15,6%)
- 46 (0.88-22.4)
> 80
54/190 (28,4%)
92/348 (26,4%)
- 06 (0.76-1.4)
შუალედური ჯამი
მხოლოდ ჟანგბადი(x=2.54;p=0.11)
<70
≥ 70 <80
≥ 80
შუალედური ჯამი
მექანიკური ვენტილაცია
<70
≥ 70 <80
≥ 80
შუალედური ჯამი
ყველა მონაწილე
89/501 (17.8%)
53/675 (7.9%)
104/306 (34.0%)
141/298(47.3%)
298/1279 (23.3%)
(X=0.28; p=0.60)
66/269 (24.5%)
26/49(53.1%)
3/6(50.0%)
95/324 (29.3%)
482/2104(22,9%)
145/1034(14.0%)
193/1473 (13.1%)
178/531 (33.5%)
311/600 (51.8%)
682/2604 (26.2%)
217/569(38.1%)
58/104 (55.8%)
8/10 (80.0%)
283/683 (41.4%)
1110/4321(25,7%)
- 19 (0.91-1.55)
0,58 (0.43-0.7)
0,98 (0.77-1.2)
0,85(0.70-1.04)
0,82(0.72-0.94)
0,61 (0.46-0.81)
0,85 (0.53-1.34)
0,39 (0.10-1.47)
0,64 (0.51-0.81)
0,83(0,75-0,93)
P<0.001
დექსამეტაზონი უკთესია
ჩვეულებრივი მოვლა უკეთესია
დექსამეტაზონის დანიშვნის ეფექტები 28-დღიან სიკვდილიანობაზე მიღებული რანდომიზაციისას სუნთქვის შემანარჩუნებელი საშუალებებიდან გამომდინარე და აგრეთვე, ნებისმიერი ქრონიკული დაავადების3 არსებობის დროს
დექსამეტაზონი
ჩვეულებრივი მოვლა
RR (95% CI)
ჟანგბადის გარეშე (x =0.08;p=0.78)
წინარე დაავადება
65/313(20.8%)
100/598 (16,7%)
120653175
- 22 (0,89-1.66)
წინარე დაავადების გარეშე
შუალედური ჯამი
24/188 (12.8%)
89/501 (17.8%)
45/436 (10,3%)
145/1034(14.0%)
- 12 (0.68-1.83)
- 19 (0.91-1.55)
- 88 (0.75-1.03)
- 70 (0 54-0 91)
- 82 (0.72-0.94)
- 75 (0.54-1.02)
- 56 (0.40-0.78)
- 64 (0.51-0.81)
0,83 (0.75-0.93)
P<0.001
მხოლოდ ჟანგბადი
(x =2,05;p=0.15)
წინარე დაავადება
წინარე დაავადების გარეშე
შუალედური ჯამი
221/702 (31.5%)
77/577 (13.3%)
298/1279 (23.3%)
481/1473 (32.7%)
201/1131 (17.8%)
682/2604 (26.2%)
მექანიკური ვენტილაცია
(x =1,52;p=0.22)
წინარე დაავადება
წინარე დაავადების გარეშე
შუალედური ჯამი
ყველა მონაწილე
51/159 (32.1%)
44/165(26.7%)
95/324 (29.3%)
482/2104 (22.9%)
150/346(43.4%)
133/337 (39.5%)
283/683 (41.4%)
1110/4321 (25.7%)
დექსამეტაზონი უკეთესია
ჩვეულებრივი მოვლა უკეთესია
1 www.recoverytrial.net
2,3 (წყარო: Horby P.et al.,2020; https://www.medrxiv.org/content/10.1101/2020.06.22.20137273v1;
doi:https://doi.org/10.1101/2020.06.22.20137273).
ფარმაკოკინეტიკა.
აბსორბცია.
დექსამეტაზონი სწრაფად აბსორბირდება ინექციის ადგილიდან. სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა პირველი 5 წუთის განმავლობაში ინტრავენური შეყვანისას და 1 საათის განმავლობაში ინტრამუსკულური შეყვანისას.
სახსარში ან რბილ ქსოვილებში ადგილობრივი შეყვანის შემდეგ (ანთების კერა), შეწოვა ხდება უფრო ნელა, ვიდრე ინექციური შეყვანის შემთხვევაში.
ინტრავენური შეყვანისას მოქმედების დაწყება მყისიერია, ინტრამუსკულური შეყვანისას - 8 საათის შემდეგ.
სამკურნალო საშუალება მიეკუთვნება ხანგრძლივმოქმედ გლუკოკორტიკოსტეროიდებს მოქმედება გრძელდება 17-28 დღის განმავლობაში ინტრამუსკულური შეყვანის შემდეგ და 3 დღიდან 3 კვირამდე ადგილობრივი შეყვანის შემდეგ.
განაწილება.
სისხლის პლაზმაში დექსამეტაზონის 77% უკავშირდება პლაზმის ცილებს, უმეტესწილად ალბუმინს. დექსამეტაზონის მხოლოდ მცირე რაოდენობა უკავშირდება სხვა ცილებს. დექსამეტაზონი არის ცხიმში ხსნადი, ამიტომ ის თავისუფლად აღწევს უჯრედებსა და უჯრედშორის სივრცეში. ცენტრალურ ნერვულ სისტემაში (ჰიპოთალამუსი, ჰიპოფიზი) ის უკავშირდება და მოქმედებს მემბრანის რეცეპტორების მეშვეობით. პერიფერიულ ქსოვილებში ის უკავშირდება და მოქმედებს ციტოპლაზმური რეცეპტორების დახმარებით.
ბიოტრანსფორმაცია.
დექსამეტაზონის მეტაბოლიზმი ხდება მოქმედების ადგილზე, ესე იგი თავად უჯრედში. დექსამეტაზონი პირველ რიგში მეტაბოლიზდება ღვიძლში, ასევე, შესაძლოა, თირკმელებში და სხვა ქსოვილებში.
გამოყოფა. დექსამეტაზონის ბიოლოგიური ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 24-72 საათს. შეყვანილი დექსამეტაზონის დაახლოებით 80% ელიმინირდება თირკმელების მიერ გლუკურონიდის სახით 24 საათის განმავლობაში.
კლინიკური მახასიათებლები.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცია
დექსამეტაზონი-დარნიცა
(DEXAMETHASONE- DARNYTSIA)
შემადგენლობა:
მოქმედი ნივთიერება: dexamethasone;
1 მლ ხსნარი შეიცავს დექსამეტაზონის ნატრიუმის ფოსფატს 4 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: დინატრიუმის ჰიდროფოსფატი დოდეკაჰიდრატი, კალიუმის დიჰიდროფოსფატი, გლიცერინი, ბენზილის სპირტი, დინატრიუმის ედეტატი (ტრილონი B), საინექციო წყალი.
სამკურალო ფორმა: საინექციო ხსნარი
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე, უფერო სითხე.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. კორტიკოსტეროიდები სისტემური გამოყენებისთვის. გლუკოკორტიკოიდები. დექსამეტაზონი. კოდი ათქ H02AB02.
ფარმაკოლოგიური თვისებები: ფარმაკოდინამიკა.

ჩვენებები.
დექსამეტაზონი უნდა იქნას შეყვანილი ინტრავენურად ან ინტრამუსკულურად გადაუდებელ შემთხვევებში და როდესაც პერორალური მიღება შეუძლებელია.
ენდოკრინული სისტემის დაავადებები:
პირველადი ან მეორადი (ჰიპოფიზური) თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის ჩანაცვლებითი თერაპია (გარდა მწვავე თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობისა, რომლის დროსაც ჰიდროკორტიზონი ან კორტიზონი უფრო შესაფერისია მათი უფრო გამოხატული ჰორმონალური ეფექტის გათვალისწინებით);
თირკმელზედა ჯირკვლის მწვავე უკმარისობა (ჰიდროკორტიზონი ან კორტიზონი არის არჩევანის სამკურნალო საშუალებები; შესაძლოა საჭირო გახდეს ერთდროული გამოყენება მინერალოკორტიკოიდებთან ერთად, განსაკუთრებით სინთეთიკური ანალოგების გამოყენებისას);
ოპერაციების წინ და სერიოზული ტრავმების ან დაავადებების შემთხვევაში პაციენტებში, რომელთაც აქვთ დადგენილი თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა ან დაუდგენელი ადრენოკორტიკალური რეზერვის დროს.
ტრადიციული თერაპიისადმი მდგრადი შოკი, თირკმელზედა ჯირკვლის არსებული უკმარისობის ან მისი არსებობის ეჭვის შემთხვევაში;
თირკმელზედა ჯირკვლის თანდაყოლილი ჰიპერპლაზია;
ფარისებრი ჯირკვლის არაჩირქოვანი ანთება და რადიაციული თირეოიდიტების მძიმე ფორმები.
რევმატოლოგიური დაავადებები (როგორც დამხმარე თერაპია იმ პერიოდში, როდესაც საბაზისო თერაპიამ არ იმოქმედა, ესე იგი იმ პაციენტებში, რომლებშიც არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება იყო არადამაკმაყოფილებელი)
რევმატოიდული ართრიტი, იუვენალური რევმატოიდული ართრიტისა და რევმატოიდული ართრიტის სახსარგარე გამოვლინებები (რევმატიული ფილტვები, გულის, თვალების ცვლილებები, კანის ვასკულიტი);
სინოვიტი ოსტეოართროზის დროს; პოსტტრავმული ოსტეოართროზი; ეპიკონდილიტი; მწვავე არასპეციფიკური ტენდოსინოვიტი; მწვავე პოდაგრული ართრიტი; ფსორიაზული ართრიტი, მაანკილოზებელი სპონდილიტი; შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაავადებები; ვასკულიტი. კანის დაავადებები:
პემფიგუსი; მძიმე მულტიფორმული ერითემა (სტივენს-ჯონსონის სინდრომი); ექსფოლიაციური დერმატიტი; ბულოზური ჰერპეტიფორმული დერმატიტი; ექსუდაციური ერითემის მძიმე ფორმები; კვანძოვანი ერითემა; სებორეული დერმატიტის მძიმე ფორმები; ფსორიაზის მძიმე ფორმები; ჭინჭრის ციება, რომელიც არ ექვემდებარება სტანდარტულ მკურნალობას; ფუნგოიდური მიკოზი; დერმატომიოზიტი.
ალერგიული დაავადებები (რომლებიც არ ექვემდებარებიან ტრადიციულ მკურნალობას):
ბრონქული ასთმა; კონტაქტური დერმატიტი; ატოპიური დერმატიტი; შრატისმიერი დაავადება; ქრონიკული ან სეზონური ალერგიული რინიტი; წამლისმიერი ალერგია; ჭინჭრის ციება სისხლის გადასხმის შემდეგ.
მხედველობის ორგანოების დაავადებები:
თვალის ანთებითი დაავადებები (მწვავე ცენტრალური ქოროიდიტი. მხედველობის ნერვის ნევრიტი): ალერგიული დაავადებები (კონიუნქტივიტები, უვეიტები, სკლერიტები, კერატიტები ირიტები); სისტემური იმუნური დაავადებები (სარკოიდოზი, საფეთქლის არტერიიტი); პროლიფერაციული ცვლილებები თვალის ბუდეში (ენდოკრინული ოფთალმოპათია, ფსევდოსიმსივნე);იმუნოსუპრესორული თერაპია რქოვანას გადანერგვის დროს. ხსნარის შეყვანა შესაძლებელია სისტემურად ან ადგილობრივად (შეყვანა კონიუნქტივას ქვეშ და რეტრობულბარული ან პარაბულბარული შეყვანა.) კუჭ -ნაწლავის დაავადებები:
პაციენტის გამოსაყვანად კრიტიკულ პერიოდიდან შემდეგ შემთხვევებში: წყლულოვანი
კოლიტი (მძიმე განვითარება), კრონის დაავადება (მძიმე განვითარება); ქრონიკული აუტოიმუნური ჰეპატიტები; უარყოფის რეაქცია ღვიძლის გადანერგვისას.
სასუნთქი გზების დაავადებები:
სიმპტომური სარკოიდოზი (სიმპტომურად); მწვავე ტოქსიკური ბრონქიოლიტი; ქრონიკული ბროქიტი და ასთმა (გამწვავებისას); ფილტვის კეროვანი ან დისემინირებული ტუბერკულოზი (შესაბამის ტუბერკულოზის საწინააღმდეგო თერაპიასთან ერთად); ბერილიოზი (გრანულომატოზური ანთება); რადიაციული ან ასპირაციული პნევმონიტი. ჰემატოლოგიური დაავადებები:
შეძენილი ან თანდაყოლილი ქრონიკული აპლასტიური ანემია; აუტოიმუნური ჰემოლიზური ანემია;
მეორადი თრომბოციტოპენია ზრდასრულებში; ერითრობლასტოპენია; მწვავე ლიმფობლასტომური ლეიკემია (ინდუქციური თერაპია); იდიოპათიური თრომბოციტოპენიური პურპურა ზრდასრულებში (მხოლოდ ინტრავენური შეყვანა- კუნთში შეყვანა უკუნაჩვენებია). თირკმლის დაავადებები:
- იმუნოსუპრესორული თერაპია თირკმლის გადანერგვის დროს: დიურეზის სტიმულირება ან პროტეინურიის შემცირება იდიოპათიური ნეფროზული სინდრომის დროს (ურემიის გარეშე) და თირკმლის დისფუნქცია სისტემური წითელი მგლურას დროს. ავთვისებიანი ონკოლოგიური დაავადებები:
ლეიკემიისა და ლიმფომის პალიატიური მკურნალობა ზრდასრულებში; მწვავე ლეიკემია ბავშვებში; ჰიპერკალციემია ავთვისებიანი დაავადებების დროს.
ტვინის შეშუპება:
თავის ტვინის შეშუპება თავის ტვინის პირველადი ან მეტასტაზური სიმსივნის შედეგად; თავის ქალას ტრეპანაცია და ქალა-ტვინის ტრავმები.
შოკი: - შოკი, რომელიც არ ექვემდებარება კლასიკურ მკურნალობას; შოკი თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის უკმარისობის მქონე პაციენტებში; ანაფილაქსიური შოკი (ინტრავენურად, ადრენალინის დანიშვნის შემდეგ); ოპერაციის დაწყებამდე შოკის თავიდან ასაცილებლად თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის უკმარისობაზე ეჭვის ან მისი დადგენილი არსებობის შემთხვევაში. კორონავირუსული დაავადება 2019 (COVID-19):
კორონავირუსული დაავადების 2019 (COVID-19) მკურნალობა ზრდასრულებში და პუბერტატული ასაკის პაციენტებში (12 წელზე უფროსი ასაკის, სხეულის მასით მინიმუმ 40 კგ), რომლებიც საჭიროებენ დამატებით ჟანგბადის თერაპიას.
სხვა ჩვენებები:
ტუბერკულოზური მენინგიტი სუბარაქნოიდული ბლოკადით (ტუბერკულოზის საწინააღმდეგო სათანადო თერაპიასთან ერთად); ტრიქინელოზი ნევროლოგიური სიმპტომებით ან მიოკარდიუმის ტრიქინელოზი; აპონევროზის ან მყესის (განგლიონის) კისტოზური სიმსივნე. ჩვენებები სახსარშიდა შეყვანისა და რბილი ქსოვილებში შეყვანისთვის:
რევმატოიდული ართრიტი (ცალკეული სახსრის მძიმე ანთება); მაანკილოზებელი სპონდილიტი (როდესაც სახსრების ანთება არ ექვემდებარება ტრადიციულ მკურნალობას): ფსორიაზული ართრიტი (ოლიგოარტიკულური ფორმა და ტენდოვაგინიტი): მონოართრიტი (სინოვიალური სითხის ევაკუაციის შემდეგ); სახსრების ოსტეოართრიტი (მხოლოდ სინოვიტისა და ექსუდაციის შემთხვევაში); სახსარგარე რევმატიზმი (ეპიკონდილიტი,ტენდოვაგინიტი, ბურსიტი); მწვავე და პოდაგრული ართრიტი.
ადგილობრივი შეყვანა (შეყვანა დაზიანების ადგილზე) :
- კელოიდური დაზიანებები; პიპერტროფიული, ანთებითი და ინფილტრირებული დაზიანებები ლიქენის, ფსორიაზის, რგოლისებრი გრანულომის, სკლეროზირებადი ფოლიკულიტის, დისკოიდური მგლურას და კანის სარკოიდოზის დროს; დისკური წითელი მგლურას ლიქენი; ურბახ-ოპენჰაიმის დაავადება; ლოკალიზებული ალოპეცია.
უკუჩვენებები.
მომატებული მგრძნობელობა სამკურნალო საშუალების მოქმედი ნივთიერების ან სხვა კომპონენტების მიმართ.
მწვავე ვირუსული, ბაქტერიული ან სისტემური სოკოვანი ინფექციები (თუ არ გამოიყენება სათანადო თერაპია).
ვაქცინაცია ცოცხალი ვაქცინით.
იცენკო-კუშინგის სინდრომი.
ინტრამუსკულარული შეყვანა უკუნაჩვენებია პაციენტებისთვის, რომლებიც არიან დაავადებულნი სისხლის შედედების სისტემის მძიმე დაავადებებით.
ადგილობრივი გამოყენების შემთხვევაში - ბაქტერიემია, სისტემური სოკოვანი ინფექციები, ინფექციები გამოყენების ადგილზე, მათ შორის სეპტიკური ართრიტი გონორეის ან ტუბერკულოზის შედეგად, გამოყენება არასტაბილური სახსრების მქონე პაციენტებისთვის.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებანი. სამკურნალო საშუალების ერთდროულად გამოყენებისას სხვა სამკურნალო საშუალებებთან შესაძლებელია შემდეგი სახის ურთიერთქმედებანი:
სამკურნალო საშუალებებთან, რომლებიც აინჰიბირებენ CҮP ЗA4 ფერმენტს (მაგალითად, კეტოკონაზოლი, ანტიბიოტიკები-მაკროლიდები) - დექსამეტაზონის კონცენტრაციის მომატება სისხლის პლაზმაში; კეტოკონაზოლს შეუძლია დათრგუნოს გლუკოკორტიკოსტეროიდების თირკმელზედა ჯირკვლის სინთეზი, ამრიგად, დექსამეტაზონის კონცენტრაციის დაქვეითების შედეგად შეიძლება განვითარდეს თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის უკმარისობა;
ამინოგლუტეთიმიდთან, ეფედრინთან, თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციის ინჰიბიტორებთან (მაგალითად, მიტოტანი), კარბამაზეტინთან, პრიმიდონთან, რიფამპიცინთან, რიფაბუტინთან, ფენობარბიტალთან. ფენიტოინთან - დექსამეტაზონის ეფექტურობის დაქვეითება, სამკურნალო საშუალებების ერთდროული გამოყენებისას დექსამეტაზონის დოზა უნდა გაიზარდოს;
აზათიოპრინთან, ანტიფსიქოტიკებთან, სხვა გლუკოკორტიკოსტეროიდებთან, კარბუტამიდთან - კატარაქტის განვითარების რისკის გაზრდა;
ალბენდაზოლთან, ჰეპარინთან, კალიურეტიკებთან, ციკლოსპორინთან ერთად - ამ უკანასკნელთა ეფექტურობის ზრდა, ციკლოსპორინისა და გლუკოკორტიკოსტეროიდების ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია წარმოიქმნას კრუნჩხვები;
B ამფოტერიცინთან. β2- ადრენომიმეტიკებთან, საკურნალო საშუალებებთან, რომლებსაც გამოაქვთ ორგანიზმიდან კალიუმი (მაგალითად, დიურეტიკები)- ზრდის პიპოკალიემიის განვითარების რისკს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულის უკმარისობა, B ამფოტერიცინისა და გლუკოკორტიკოსტეროიდების ერთდროული გამოყენებისას ასევე იზრდება ოსტეოპოროზის განვითარების რისკი;
ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან, ნატრიურეტიკებთან, პრაზიკვანტელთან, ჰიპოგლიკემიურ საშუალებებთან, სალიცილატებთან, სომატროპინთან (მაღალ დოზებში)- ამ უკანასკნელთა ეფექტურობის დაქვეითება; დექსამეტაზონისა და სალიცილატების ერთდროული გამოყენებისას საჭიროა დექსამეტაზონის დოზის ფრთხილად შემცირება, რადგანაც ამ დროს შეიძლება აღინიშნებოდეს სალიცილატების კონცენტრაციის გაზრდა სისხლის პლაზმაში და ინტოქსიკაცია;
ანტიჰისტამინურ საშუალებებთან, მ-ქოლინობლოკატორებთან, ნიტრატებთან, ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან - თვალისშიდა წნევის მომატების რისკი; ტრიციკლური ანტიდეპრესანტების და გლუკოკორტიკოსტეროიდების ერთდროული გამოყენებისას ასევე იზრდება დეპრესიის რისკი;
ანტიქოლინესტერაზულ სამკურნალო საშუალებებთან- გამოკვეთილი სისუსტის განვითარების რისკი მიასთენია გრავისის მქონე პაციენტებთან;
D ვიტამინთან -ამ უკანასკნელის ეფექტის შესუსტება ნაწლავებიდან კალციუმის შეწოვაზე;
ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებთან -გლუკოკორტიკოსტეროიდების კლირენსის გაზრდა;
იზონიაზიდთან, მექსილეტინთან - ამ უკანასკნელთა კონცენტრაციის დაქვეითება სისხლის პლაზმაში მათი მეტაბოლიზმის გაძლიერების შედეგად;
იმუნოდეპრესანტებთან - ინფექციების, ლიმფომის ან სხვა ლიმფოპროლიფერაციული დარღვევების განვითარების რისკის ზრდა, რომლებიც დაკავშირებულია ეპშტეინ-ბარის ვირუსთან;
კარბოანჰიდრაზას ინჰიბიტორებთან - ოსტეოპოროზის განვითარების რისკის ზრდა;
ინდომეტაცინთან- დექსამეტაზონის ტოქსიკური ეფექტების გაძლიერება (მისი ალბუმინებთან კავშირიდან გამოდევნის შედეგად);
ცოცხალი ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებთან და იმუნიზაციის სხვა სახის ფონზე- ვირუსების აქტივაციის და ინფექციების განვითარების რისკის გაძლიერება;
კუმარინულ ანტიკოაგულანტებთან- უკანასკნელთა მოქმედების შეცვლა, სამკურნალო საშუალებების ერთდროული გამოყენებისას საჭიროა ჩატარდეს პროთრომბინული დროის მონიტორინგი;
მიორელაქსანტებთან- კუნთების ბლოკადის გამოკვეთილობისა და ხანგრძლვობის გაძლიერება ჰიპოკალიემიის ფონზე, რომელიც განპირობებულია გლუკოკორტიკოსტეროიდებით;
არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან, ეთანოლთან - კუჭ-ნაწლავის სისხლდენისა და წყლულების წარმოქმნის რისკის მომატება;
პარაცეტამოლთან ერთად- პარაცეტამოლის ჰეპატოტოქსიური მოქმედების განვითარების რისკის ზრდა "ღვიძლისმიერი" ფერმენტების ინდუქციისა და მისი ტოქსიკური მეტაბოლიტის წარმოქმნის გამო;
პრეპარატებთან ერთად. რომლებიც მეტაბოლიზდება CYP 3A4-ის მეშვეობით (ინდინავირი, ერითროამიცინი) - ამ უკანასკნელთა კონცენტრაციის დაქვეითება მათი კლირენსის გაზრდის გამო;
რიტორდინთან - შესაძლებელია ფილტვის შეშუპების განვითარება; იყო შეტყობინება ლეტალური შედეგის შესახებ მშობიარე ქალთან ასეთი მდგომარეობის განვითარების გამო; რიტორდინისა და დექსამეტაზონის ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენებია მშობიარობის დროს;
საგულე გლუკოზიდებთან - გულის რითმის დარღვევის რისკი ჰიპოკალიემიით დაავადებულ პაციენტებში და გლუკოკორტიკოსტეროიდების ტოქსიკური ეფექტების გაძლირება;
სტეროიდულ ჰორმონალურ სამკურნალო საშუალებებთან- (მაგალითად, ანდროგენები, ანაბოლიკები, ესტროგენები, პერორალური კონტრაცეპტივები)- აკნეს და ჰირსუტიზმის გამოვლენა, ესტროგენები, პერორალური კონტრაცეპტივები აძლიერებენ გლუკოკორტიკოსტეროიდების თერაპიულ და ტოქსიკურ ეფექტებს, ამცირებს რა მათ კლირენსს;
თალიდომიდთან ერთად - იზრდება ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის განვითარების რისკი.
ერგოკალციფეროლი და პარათჰორმონი აფერხებენ გლუკოკორტიკოსტეროიდების მიერ გამოწვეული ოსტეოპათიის განვითარებას.
ურთიერთქმედების სახეები, რომელთაც გააჩნიათ თერაპიული უპირატესობები:
დექსამეტაზონისა და მეტოკლოპრამიდის, დიფენჰიდრამიდის, პროქლორპერაზინის ან 5-HT3 რეცეპტორების ანტაგონისტების ერთდროული დანიშვნა (სეროტონინის რეცეპტორების ან 5- ჰიდროქსიტრიპტამინი, ტიპი 3, ისეთების, როგორიც არის ონდანსეტრონი ან გრანისეტრონი) ეფექტურია გულისრევისა და ღებინების პროფილაქტიკისთვის,რომლებსაც იწვევს ქიმიოთერაპია ცისპლატინით, ციკლოფოსფამიდით, მეტოტრექსატით, ფტორურაცილით.
ურთიერთქმედებას დექსამეტაზონთან და ყველა ზემოთ ხსენებულ სამკურნალო საშუალებებთან შეუძლია შეცვალოს დექსამეტაზონის ზემოქმედების დათრგუნვის ტესტი. ეს უნდა იქნას გათვალისწინებული ტესტის შედეგების შეფასებისას.
ანტაციდები ამცირებენ დექსამეტაზონის შეწოვას კუჭში. დექსამეტაზონის მოქმედება საკვებთან და ალკოჰოლთან ერთად მიღებისას არ არის შესწავლილი, თუმცა არ არის რეკომენდებული წამლებისა და ნატრიუმის მაღალი შემცველობის მქონე საკვების ერთდროული მიღება.
მოწევა არ ახდენს გავლენას დექსამეტაზონის ფარმაკოკინეტიკაზე.
გამოყენების თავისებურებები.
გლუკოკორტიკოსტეროიდული თერაპიის დაწყებამდე და მისი ჩატარების დროს, აუცილებელია სისხლის საერთო ანალიზის ჩატარება, გლიკემიის დონისა და სისხლის პლაზმაში ელექტროლიტების შემცველობის კონტროლი.
დექსამეტაზონით მკურნალობისას (განსაკუთრებით გრძელვადიანი) აუცილებელია ოფთალმოლოგის დაკვირვება, არტერიული წნევის და წყლის ელექტროლიტური ბალანსის კონტროლი, კერძოდ, სისხლის შრატში კალიუმის დონის, ასევე პერიფერიული სისხლის სურათის და გლიკემიის დონისა. კორტიკოსტეროიდებით პარენტერალური მკურნალობის დროს ერთეულ შემთხვევებში შეიძლება ადგილი ჰქონდეს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციებს, ამიტომ, დექსამეტაზონით მკურნალობის დაწყებამდე უნდა იქნას მიღებული შესაბამისი ზომები ალერგიული რეაქციების შესაძლებლობის გათვალისწინებით (განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ანამნეზში ალერგიული რეაქციები სხვა ნებისმიერ პრეპარატებზე). გრძელვადიანი მკურნალობის შემთხვევაში სამკურნალო საშუალების მოხსნისას შესაძლებელია განვითარდეს მოხსნის სინდრომი (თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის თვალსაჩინო ნიშნების გარეშე) შემდეგი სიმპტომებით: ტემპერატურის მომატება, სურდო, კონიუნქტივის გაწითლება, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა ან გაღიზიანება, გონებრივი და ფიზიკური აქტივობის შენელება, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, გულისრევა, ღებინება, სხეულის მასის დაკლება, ზოგადი სისუსტე, კრუნჩხვები. ამასთან დაკავშირებით დექსამეტაზონის დოზა უნდა შემცირდეს თანდათან. მიღების უეცარმა შეწყეტამ შეიძლება გამოიწვიოს ლეტალური შედეგი.
თუ პაციენტი იმყოფება მძიმე სტრესის მდგომარეობაში (ტრავმის, ოპერაციის ან მძიმე ავადმყოფობის გამო) დექსამეტაზონით თერაპიის დროს ან მისი შეწყვეტის შემდეგ, საჭიროა დოზა გაიზარდოს ან გამოყენებულ იქნას ჰიდროკორტიზონი ან კორტიზონი.
პაციენტებს, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში იყენებდნენ დექსამეტაზონს და განიცდიან ძლიერ სტრესს თერაპიის შეწყვეტის შემდეგ, უნდა განუახლონ დექსამეტაზონის მიღება, ვინაიდან გამოწვეული თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა შეიძლება გაგრძელდეს მკურნალობის შეწყვეტიდან რამდენიმე თვის განმავლობაში.
დექსამეტაზონით ან ბუნებრივი გლუკოკორტიკოსტეროიდებით მკურნალობამ შეიძლება შენიღბოს უკვე არსებული ან ახალი ინფექციის სიმპტომები, და ასევე ნაწლავების პერფორაციის სიმპტომები. მკურნალობის დროს თავიდან უნდა იქნას აცილებული გაციების ან სხვა ინფექციის მქონე ადამიანებთან კონტაქტი.
დექსამეტაზონმა შეიძლება გამოიწვიოს სისტემური სოკოვანი ინფექციის გამწვავება, ლატენტური ამებიაზი და ფილტვის ტუბერკულოზი.
ფილტვის აქტიური ფორმის ტუბერკულოზით დაავადებულმა პაციენტებმა უნდა მიიღონ დექსამეტაზონი (ტუბერკულოზის საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთად) მხოლოდ ფილტვის სწრაფად მიმდინარე ან გაფანტული ტუბერკულოზის დროს. ფილტვის არააქტიური ტუბერკულოზის მქონე პაციენტებმა, რომლებიც მკურნალობენ დექსამეტაზონით, ან პაციენტებმა, რომლებიც რეაგირებენ ტუბერკულინზე, უნდა მიიღონ ქიმიური პროფილაქტიკური საშუალებები.
დექსამეტაზონით მკურნალობისას ცოცხალი ვაქცინით ვაქცინაცია უკუნაჩვენებია. არაცოცხალი ვირუსული ან ბაქტერიული ვაქცინით ვაქცინაცია არ იწვევს ანტისხეულების მოსალოდნელ განვითარებას და არ იძლევა მოსალოდნელ დამცავ ეფექტს. დექსამეტაზონი არ უნდა დაინიშნოს ვაქცინაციამდე 8 კვირით ადრე და მისი გამოყენება უნდა დაიწყოს არა უადრეს 2 კვირისა ვაქცინაციის შემდეგ.
სამკურნალო საშუალება უნდა დაინიშნოს სიფრთხილით ინფექციურ პაციენტებთან, განსაკუთრებით ჩუტყვავილათი და წითელათი, ვინაიდან ეს დაავადებები დექსამეტაზონის გამოყენებისას მიმდინარეობს უფრო მძიმე ფორმით. ამიტომ, პირებმა, რომლებიც არ იყვნენ დაავადებულნი ამ დაავადებებით, უნდა გამოიჩინონ სიფრთხილე, რათა მაქსიმალურად გამორიცხონ ინფიცირება. ავადმყოფებთან კონტაქტის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს. რეკომენდებულია პროფილაქტიკური მკურნალობა იმუნოგლობულინით.
გლუკოკორტიკოსტეროიდები სიფრთხილით უნდა იქნას დანიშნული თვალის ბუშტუკოვანი ლიქენის მქონე პაციენტებისთვის (herpes simplex), რადგან მათმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს რქოვანას პერფორაცია.
სიფრთხილე და სამედიცინო ზედამხედველობა რეკომენდებულია ოსტეოპოროზით, არტერიული ჰიპერტენზიით, გულის უკმარისობით, ტუბერკულოზით, გლაუკომით, ღვიძლის ან თირკმლის უკმარისობით, შაქრიანი დიაბეტით, გასტრიტით, ეზოფაგიტით, დივერტიკულიტით, აქტიური პეპტიკური წყლულით, ახლახან გადატანილი ნაწლავის ანასტომოზით, პაციენტებში კოლიტით და ეპილეფსიით, თირეოტოქსიკოზით, სიმსუქნით (III-IV ხარისხის), ნეფროუროლიტიაზით, ჰიპერლიპიდემიით, პოლიომიელიტით (გარდა ბულბარული ენცეფალიტის ფორმისა), ჰიპოალბუმინემიით და პაციენტებისთვის ისეთ მდგომარეობებში, რომლებიც იწვევენ მის წარმოქმნას, იმუნოდეფიციტის მქონე ავადყოფებისთვის (მათ შორის შიდსი ან აივ ინფიცირება), ლიმფადენიტით ბცჟ-ს ვაქცინაციის შემდეგ.
განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებენ პაციენტები მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომ პირველ კვირეებში, პაციენტები თრომბოემბოლიით, მძიმე მიასთენიით გრავის, ჰიპოთირეოზით, ფსიქოზით ან ფსიქონევროზით, ასევე ხანდაზმული ასაკის პაციენტები.
დექსამეტაზონით მკურნალობის დროს შეიძლება აღინიშნებოდეს შაქრიანი დიაბეტის გამწვავება ან ლატენტური ფაზიდან კლინიკურ გამოვლინებებზე გადასვლა.
გლუკოკორტიკოსტეროიდების მოქმედება ძლიერედება ღვიძლის ციროზითა და ჰიპოთირეოზით დაავადებულ პაციენტებში.
წყალ - ელექტროლიტური ბალანსის დარღვევის მქონე პაციენტებმა დექსამეტაზონის მიღებისას უნდა გამოიჩინონ სიფრთხილე, ვინაიდან გლუკოკორტიკოსტეროიდებმა საშუალო და დიდი დოზებით შეიძლება გამოიწვიონ ორგანიზმში მარილისა და სითხის შეკავება და ასევე კალიუმის მომატებული ექსკრეცია. მოცემულ შემთხვევებში ნაჩვენებია მარილის მოხმარების შეზღუდვა და კალიუმის დამატებითი მიღება. ყველა კორტიკოსტეროიდი აძლიერებს კალციუმის გამოყოფის პროცესს, რის შედეგადაც შეიძლება დაირღვეს მინერალოკორტიკოიდების სეკრეცია. ამიტომ ნაჩვენებია მარილის და∕ან მინერალოკორტიკოიდების დამატებითი დანიშვნა. გლუკოკორტიკოსტეროიდების ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს უკანა სუბკაფსულარული კატარაქტის, გლაუკომის განვითარება, მხედველობის ნერვის დაზიანებით, ასევე ზრდის თვალის მეორადი ვირუსული ან სოკოვანი ინფექციების რისკს.
რეკომენდებულია სიფრთხილის გამოჩენა პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან გამოჯანმრთელების პროცესში ოპერაციის ან ძვლის მოტეხილობის შემდეგ, რადგან დექსამეტაზონმა შეიძლება შეანელოს ჭრილობის შეხორცება და ძვლის ქსოვილის ფორმირება.
სისტემური კორტიკოსტეროიდების მიღება არ უნდა შეწყდეს პაციენტებში, რომლებიც უკვე მკურნალობენ სისტემური (პერორალური) კორტიკოსტეროიდებით სხვა მიზეზების გამო (მაგალითად, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მქონე პაციენტებში) და არ საჭიროებენ დამატებით ჟანგბადს.
განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს სისტემური გლუკოკორტიკოსტეროიდების გამოყენების საკითხი მძიმე აფექტური დარღვევების მქონე პაციენტებში, დეპრესიული, მანიაკალურ-დეპრესიულ ფსიქოზის, წინარე სტეროიდული ფსიქოზის ჩათვლით, მათ შორის ასეთი დარღვევების მქონე პაციენტებში. პაციენტები და / ან მეურვეები უნდა იყვნენ გაფრთხილებულნი ფსიქიკის მხრიდან სერიოზული გვერდითი ეფექტების განვითარების შესაძლებლობის შესახებ. სიმპტომები ჩვეულებრივ ვლინდება მკურნალობის დაწყებიდან რამოდენიმე დღის ან კვირის განმავლობაში. მოცემული გვერდითი ეფექტების წარმოქმნის რისკი უფრო მაღალია მაღალი დოზების გამოყენებისას. რეაქციების უმეტესი ნაწილი ქრება დოზის შემცირების ან სამკურნალო საშუალების მოხსნის შემდეგ, თუმცა ზოგჯერ საჭიროა სპეციფიური მკურნალობა.
აუცილებელია თვალყურის დევნება და ფსიქიკური მდგომარეობის ცვლილებების დროულად გამოვლენა, განსაკუთრებით დეპრესიული განწყობის, სუიციდალური აზრებისა და განზრახვებისა. კორტიკოსტეროიდები განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ანამნეზში აფექტური აშლილობების მქონე პაციენტებში, განსაკუთრებით, რომლებსაც ანამნეზში აქვთ ალერგიული რეაქციები სხვა ნებისმიერ მედიკამენტზე და ასევე მათ უახლოეს ნათესავებს. ასეთი სიმპტომების განვითარებისას აუცილებელია მიმართოთ ექიმს., გლუკოკორტიკოსტეროიდების მოხსნის დროს ასევე შეიძლება შეინიშნებოდეს ფსიქიკური აშლილობები.
გლუკოკორტიკოსტეროიდებს შეუძლიათ დაამახინჯონ კანის ალერგიული ტესტების შედეგები.
იყო შეტყობინებები ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიის შესახებ დღენაკლულ ჩვილებში კორტიკოსტეროიდების სისტემური გამოყენების შემდეგ. ძირითადად ეს მოვლენა იყო შექცევადი მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. რეკომენდებულია დიაგნოსტიკური შეფასების და გულის ფუნქციისა და სტრუქტურის მონიტორინგის ჩატარება დღენაკლულ ბავშვებში, რომლებიც ღებულობდნენ დექსამეტაზონს სისტემური გამოყენებისათვის.
ბავშვების მკურნალობა დექსამეტაზონით შეიძლება ხოლოდ აშკარა აუცილებლობის შემთხვევაში. დექსამეტაზონით მკურნალობის დროს აუცილებელია საგულდაგულო დაკვირვება ბავშვების ზრდასა და განვითარებიაზე.
არსებობს მონაცემები, რომლებიც მოწმობენ გრძელვადიანი ნევროლოგიური გვერდითი ეფექტების შესახებ ფილტვების ქრონიკული დაავადების მქონე დღენაკლული ჩვილების ადრეული მკურნალობის შემდეგ (<96 საათზე) საწყისი დოზებით 0.25 მგ / კგ დღეში ორჯერ.
სამკურნალო საშუალების სახსარში გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ადგილობრივი ან სისტემური გვერდითი რეაქციები. ხშირმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ხრტილის დაზიანება ან ძვლის ნეკროზი.
დექსამეტაზონის სახსარშიდა შეყვანამდე სახსრიდან უნდა იქნას ამოღებული სინოვიალური სითხე და მოხდეს მისი გამოკვლევა ( შემოწმდეს ინფექციის არსებობაზე). ინფიცირებული სახსრების მქონე პაციენტებმა სამკურნალო საშუალება არ უნდა გამოიყენონ. თუ სახსრის ინფექცია ვითარდება ინექციის შემდეგ, უნდა იქნას დაწყებული შესაბამისი თერაპია ანტიბიოტიკებით.
ხშირმა სახსარშიდა ინექციებმა შეიძლება დააზიანონ სახსრის ქსოვილები. მკურნალობის დროს პაციენტებმა თავი უნდა აარიდონ დაზიანებულ სახსრებზე ზედმეტ დატვირთვას ანთებითი პროცესი მთლიანად გაქრობამდე, სიმპტომური გაუმჯობესების დადგომის დროსაც კი.
სამკურნალო საშუალების გამოყენება უნდა შეწყდეს იმ პაციენტებში, რომლებსაც გლუკოკორტიკოსტეროიდების სახსარში შეყვანისას მნიშვნელოვნად გაუძლიერდათ ტკივილი, რასაც თან ახლავს შეშუპება და სახსრის მოძრაობისუნარიანობის შემდგომი შეზღუდვა, ცხელება და ზოგადად შეუძლოდ ყოფნა (მოცემული სიმპტომები მოწმობენ სეპტიური ართრიტის წარმოქმნას). სეპტიური ართრიტის განვითარებისა და სეფსისის დიაგნოზის დადასტურების შემთხვევაში აუცილებელია დაინიშნოს შესაბამისი ანტიბაქტერიული თერაპია.
ფეოქრომოციტომური კრიზი
სისტემური კორტიკოსტეროიდებით მკურნალობის შემდეგ აღწერილია ფეოქრომოციტომური კრიზისი, რომელიც შეიძლება ლეტალური იყოს. კორტიკოსტეროიდები უნდა დაენიშნოს პაციენტებს ფეოქრომოციტომის ეჭვის ან დიაგნოზის დასმის შემთხვევაში მხოლოდ სარგებლისა და რისკის შესაბამისი შეფასების შემდეგ.
დამხმარე ნივთიერებები
ეს სამკურნალო საშუალება შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ (23 მგ) ნატრიუმის დოზას, ესე იგი პრაქტიკულად თავისუფალია ნატრიუმისგან.
გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში.
ორსულობის პერიოდი.
გლუკოკორტიკოსტეროიდები გადიან პლაცენტას და აღწევენ მაღალ კონცენტრაციას ნაყოფში. მავნე ზემოქმედება ნაყოფზე და ახალშობილზე არ შეიძლება იყოს გამორიცხული. დექსამეტაზონი თრგუნავს ბავშვის საშვილოსნოსშიდა განვითარებას. ზოგიერთი მონაცემის თანახმად, გლუკოკორტიკოსტეროიდების ფარმაკოლოგიური დოზებიც კი ზრდის პლაცენტის უკმარისობის, ოლიგოჰიდრამნიონის, ნაყოფის განვითარების შეფერხების ან მისი საშვილოსნოსშიდა სიკვდილის რისკს, აგრეთვე ნაყოფში ლეიკოიტების ( ნეიტროფილების) რაოდენობის მომატებისა და თირკმელზედა ჯირკვლების უკმარისობის რისკებს. არ არსებობს მონაცემები დექსამეტაზონის ტერატოგენული მოქმედების შესახებ. ბავშვები, რომლებიც დაიბადნენ დედებისგან, რომლებსაც დაენიშნათ გლუკოკორტიკოსტეროიდები ორსულობის დროს, საგულდაგულოდ უნდა შემოწმდნენ თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის არსებობის საკითხზე.
ასევე ზოგიერთმა გამოკვლევამ აჩვენა ნეონატალური ჰიპოგლიკემიის მომატებული რისკი კორტიკოსტეროიდების მოკლევადიანი პრენატალური გამოყენების შემდეგ ქალებში გვიანი ნაადრევი მშობიარობის რისკით.
სამკურნალო საშუალება უნდა იქნას გამოყენებული ისეთ გადაუდებელ შემთხვევებში, როდესაც მოსალოდნელი სარგებელი მომავალი დედისთვის აღემატება ნაყოფისთვის პოტენციურ რისკს.
განსაკუთრებული სიფრთხილეა რეკომენდებული პრეეკლამფსიის შემთხვევაში. ზოგადი რეკომენდაციების თანახმად, ორსულობის დროს გლუკოკორტიკოსტეროიდებით მკურნალობისას ძირითადი დაავადების გასაკონტროლებლად უნდა იქნას გამოყენებული ყველაზე დაბალი ეფექტური დოზა.
ქალებს, რომლებიც იყენებდნენ გლოკოკორტიკოსტეროიდებს ორსულობის დროს, ეძლევათ რეკომენდაცია გამოიყენონ მათი დამატებითი დოზები მშობიარობის დროს. გახანგრძლივებული მშობიარობის შემთხვევაში ან საკეისრო კვეთის დაგეგმვისას რეკომენდებულია 100 მგ ჰიდროკორტიზონის შეყვანა ყოველ 8 საათში.
ძუძუთი კვების პერიოდი.
საკურნალო საშუალება უკუნაჩვენებია ძუძუთი კვების პერიოდში (გარდა გადაუდებელი შემთხვევებისა).
გლუკოკორტიკოსტეროიდები აღწევენ დედის რძეში. დექსამეტაზონის გამოყენების შემთხვევაში, განსაკუთრებით ფიზიოლოგიურ ნორმებზე მაღალი დოზით (დაახლოებით 1 მგ), ძუძუთი კვება არ არის რეკომენდებული, ვინაიდან ამან შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის ზრდის შეფერხება და ენდოგენური კორტიკოსტეროიდების სეკრეციის შემცირება.
რეაქციის სიჩქარეზე ზემოქმედების უნარი ავტოტრანსპორტის ან სხვა მექანიზმების მართვის დროს
მონაცემები არ მოიპოვება, თუმცა უნდა იქნას გათვალისწინებული გვერდითი რეაქციების განვითარების შესაძლებლობა ნერვული სისტემის და მხედველობის ორგანოების მხრივ.
გამოყენების წესი და დოზირება.
სამკურნალო საშუალება უნდა იქნას გამოყენებული ზრდასრულებსა და ბავშვებში დაბადებიდან.
უნდა იქნას შეყვანილი ინტრავენურად (ინექციის ან ინფუზიის სახით), ინტრამუსკულურად ან ადგილობრივად- სახსარშიდა ინექციების ან კანის დაზიანების ადგილზე ან რბილი ქსოვილების ინფილტრატში ინექციის გამოყენებით. საინფუზიო გამხსნელად გამოიყენება ნატრიუმის ქლორიდის 0,9% ხსნარი ან გლუკოზის 5% ხსნარი.
ჩვილებში, განსაკუთრებით დღენაკლულ ჩვილებში გამოყენებისას ხსნარი, რომელიც განკუთვნილია ინტრავენური შეყვანისთვის ან სამკურნალო საშუალების შემდგომი გახსნისთვის, არ უნდა შეიცავდეს კონსერვანტებს.
სამკურნალო საშუალების საინფუზიო გამხსნელთან შერევისას უნდა იყოს დაცული ასეპტიკის წესები. ნარევი უნდა იქნას გამოყენებული 24 საათის განმავლობაში, რადგან საინფუზიო ხსნარები ჩვეულებრივ არ შეიცავენ კონსერვანტებს.
პარენტერალურად შესაყვანი სამკურნალო საშუალებები ვიზუალურად უნდა შემოწმდეს შეყვანის წინ, ყოველ ჯერზე დაბინძურებისა და ფერის შეცვლის არსებობაზე.
სამკურნალო საშუალების დოზა უნდა განისაზღვროს ინდივიდუალურად კონკრეტული პაციენტის დაავადების, მკურნალობისათვის გათვალისწინებული პერიოდის, გლუკოკორტიკოსტეროიდების ამტანობისა და ორგანიზმის რეაქციის შესაბამისად.
ზრდასრულები.
სამკურნალო საშუალება შეყვანილი უნდა იქნას პარენტერალურად იმ გადაუდებელი შემთხვევების დროს, როდესაც პერორალური თერაპია შეუძლებელია და იმ შემთხვევებში, რომლებიც მითითებულია "ჩვენებების" განყოფილებაში.
ინტრავენური და ინტრამუსკულური შეყვანა.
სამკურნალო საშუალება უნდა იქნას გამოყენებული საწყისი დოზით 0,5 -დან 9 მგ -მდე/ დღე-ღამეში, საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია დოზის გაზრდა.
დექსამეტაზონის საწყისი დოზები უნდა იქნას გამოყენებული კლინიკური რეაქციის მიღებამდე, შემდეგ კი დოზა თანდათან უნდა შემცირდეს კლინიკური ეფექტურობის ყველაზე დაბალ დონემდე. რამოდენიმე დღეზე მეტი ხნის პერიოდში მაღალი დოზების გამოიყენების შემთხვევაში დოზა თანდათან უნდა შემცირდეს მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში ან თუნდაც უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.
ადგილობრივი შეყვანა.
ჩვეულებრივ, სამკურნალო საშუალება გამოიყენება 0,2-6 მგ დოზით, კერძოდ:
- მსხვილი სახსრები (მაგალითად, მუხლის) -2-4 მგ;
- მცირე სახსრები (მაგალითად, ინტერფალანგეალური, ტემპორომანდიბულური) - 0.8-1 მგ;
- სინოვიალური ტომარა - 2-3 მგ;
- მყესოვანი გარსები-0, 4-1 მგ;
- რბილი ქსოვილების ინფილტრატი - 2-6 მგ;
- განგლიები- 1-2 მგ .
სახსარში ხელახალი შეყვანა შესაძლებელია 3-4 თვის შემდეგ. შეყვანა შეიძლება განხორციელდეს 3 ან 4 -ჯერ ერთ სახსარში მთელი ცხოვრების განმავლობაში. უფრო ხშირმა სახსარშიდა ინექციებმა შეიძლება დააზიანოს სასახსრე ხრტილი და გამოიწვიოს ძვლის ნეკროზი. სახსარშიდა ინექციების გაკეთება რეკომენდებულია ერთდროულად მაქსიმუმ 2 სახსარში.
დექსამეტაზონის დოზა, რომელიც შეიყვანება დაზიანების ადგილზე, გათანაბრებულია სახსარშიდა დოზასთან. დექსამეტაზონის შეყვანა რეკომენდებულია მაქსიმუმ 2 დაზიანების ადგილზე ერთდროულად.
გლუკოკორტიკოსტეროიდების სახსარშიდა ინექციებმა ადგილობრივ რეაქციებთან დამატებით შეიძლება გამოიწვიოს სისტემური რეაქციების განვითარება.
თავიდან უნდა იქნას აცილებული გლუკოკორტიკოსტეროიდების სახსარშიდა შეყვანა ინფიცირებულ სახსრებში და არასტაბილურ ან დეფორმირებულ სახსრებში.
ბავშვებისთვის.
ჩანაცვლებითი თერაპია: სამკურნალო საშუალება გამოიყენება დოზით 0.02 მგ / კგ სხეულის მასაზე (0.67 მგ / მ2 სხეულის ზედაპირის ფართობზე) დღე-ღამეში 3 ინექცია, ან 0,008-0,01 მგ / კგ სხეულის მასაზე (0,2-0,3 მგ / მ2 სხეულის ზედაპირის ფართობზე).
სხვა ჩვენებები: სამკურნალო საშუალება უნდა იქნას გამოყენებული დოზით 0,02-0,1 მგ / კგ (0,8-5 მგ / მ 2 სხეულის ზედაპირის ფართობზე) ყოველ 12-24 საათში.
COVID-19– ის სამკურნალოდ
მოზარდებს და ბავშვებს (12 წლის ასაკიდან და უფროსი ასაკის მოზარდები სხეულის მასით მინიმუმ 40 კგ): 6 მგ დექსამეტაზონი ინტრავენურად 1 ჯერ დღე-ღამეში კურსით 10 დღემდე.
მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ინდივიდუალურად, პაციენტის კლინიკური მდგომარეობის შესაბამისად.
თირკმლის და ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე ხანდაზმული ასაკის პაციენტები
დოზის კორექცია არ არის საჭირო.
შედარებისთვის ქვემოთ მოყანილია სხვადასხვა გლუკოკორტიკოსტეროიდების ექვივალენტური დოზები მილიგრამებში:
დ დექსამეტაზონი 0.75 მგ
პრ პრედნიზონი 5 მგ
კო კორტიზონი 25 მგ
მე მეთილპრედნიზოლონი 4 მგ
გი ჰიდროკორტიზონი 20 მგ
ტ ტრიამცინოლონი 4 მგ
პრ პრედნიზოლონი 5 მგ
ბე ბეტამეზონი 0,75 მგ
ბავშვები.
სამკურნალო საშუალება გამოყენებულ იქნას ახალშობილების პერიოდიდან მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში. დექსამეტაზონით მკურნალობისას საჭიროა ბავშვებისა და მოზარდების ზრდისა და განვითარების საგულდაგულო კონტროლის განხორიელება.
ჭარბი დოზირება.
სიმპტომები. არსებობს ცალკეული ცნობები მწვავე პერედოზირების ან გარდაცვალების შესახებ დოზის გადაჭარბების გამო. დოზის გადაჭარბება (ჩვეულებრივ მხოლოდ რამდენიმე კვირის განმავლობაში ჭარბი დოზების მიღების შემდეგ) ვლინდება აღწერილი გვერდითი ეფექტების სიმპტომების გაძლიერებით, კერძოდ: უპირველეს ყოვლისა, იცენკო-კუშინგის სინდრომი, აკნე, ექსიმოზები, ჰირსუტიზმი, გულისრევა, ანორექსია, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის წყლული, ართრალგია, მიოპათია, მიალგია, ქოშინი, თავბრუსხვევა, გონების დაკარგვა, ცხელება, არტერიული წნევის მომატება, ჰიპერლიპიდემია, ოსტეოპოროზი, ორთოსტატული ჰიპოტენზია, ინფექციების განვითარება, სტეროიდული დიაბეტი, "მთვარის ფორმის" სახე, სქესობრივი დისფუნქცია.
მკურნალობა: სიმპტომური და შემანარჩუნებელი თერაპია. სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს. ჰემოდიალიზი არაეფექტურია.
გვერდითი რეაქციები.
გვერდითი რეაქციების წარმოქმნის სიხშირე დამოკიდებულია დოზაზე და მკურნალობის ხანგრძლივობაზე.
გვერდითი რეაქციები მოკლევადიანი მკურნალობის დროს.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: პეპტიური წყლული, მწვავე პანკრეატიტი.
ენდოკრინული სისტემის მხრივ: თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დროებითი დათრგუნვა.
ნივთიერებათა ცვლის, მეტაბოლიზმის მხრივ: ნახშირწყლებისადმი ტოლერანტობის დაქვეითება, მადის მომატება, სხეულის მასის მომატება, ჰიპერტრიგლიცერიდემია.
ფსიქიკის მხრივ: ფსიქიკური აშლილობები.
იმუნური სისტემის მხრივ: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები.
გვერდითი რეაქციები გრძელვადიანი მკურნალობის დროს.
მხედველობის ორგანოების მხრივ: კატარაქტა, გლაუკომა.
ენდოკრინული სისტემის მხრივ: თირკმელზედა ჯირკვლების ფუნქციის ხანგრძლივი დათრგუნვა, ბავშვებში ზრდის შეფერხება, ეპიფიზარული ზრდის ზონების ნაადრევი დახურვა.
ნივთიერებათა ცვლის, მეტაბოლიზმის მხრივ: სიმსუქნე.
გულ -სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული ჰიპერტენზია, ტელეანგიექტაზია.
იმუნური სისტემის მხრივ: იმუნური პასუხის შემცირება და ინფექციური დაავადებების ათვისების მომატებული უნარი.
კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ: კანის გათხელება.
საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: კუნთოვანი ატროფია, ოსტეოპოროზი, ტუბულარული ძვლების მოტეხილობა, ძვლების ასეპტიური ნეკროზი.
გვერდითი რეაქციები, რომლებიც შეიძლება გაჩნდეს ცალკეულ ორგანოებსა და სისტემებში დექსამეტაზონით მკურნალობისას.
მხედველობის ორგანოების მხრივ: თვალის შიდა წნევის მომატება, გლაუკომა, კატარაქტა, ეკზოფთალმი, პაპილოედემა, რქოვანას ან სკლერას გათხელება, რეტროლენტალური ფიბროპლაზია, ოფთალმოლოგიური ვირუსული ან სოკოვანი დაავადებების გამწვავება.
რესპირატორული სისტემის, გულმკერდისა და შუასაყარის ორგანოების მხრივ: ფილტვების შეშუპება.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დისპეფსია, სლოკინი, მეტეორიზმი, ეზოფაგიტი, საყლაპავის კანდიდოზი, მადის მომატება ან დაქვეითება; იშვიათად - კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის პეპტიური წყლული, შესაძლებელია ასევე წყლულოვანი პერფორაციები და სისხლდენა საჭმლის მომნელებელ ტრაქტში (სისხლიანი ღებინება, მელენა), პანკრეატიტი და ნაღვლის ბუშტისა და ნაწლავების პერფორაცია (განსაკუთრებით პაციენტებში ნაწლავების ქრონიკული ანთებით), საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ატოპია.
ღვიძლისა და ნაღველგამომყოფი გზების მხრივ: ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება, ჰეპატომეგალია;
ენდოკრინული სისტემის მხრივ: თირკმელზედა ჯირკვლების ფუნქციის დათრგუნვა და ატროფია (სტრესზე რეაქციის შემცირება), ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზ-თირკმელზედა სისტემის დათრგუნვა, იცენკო-კუშინგის სინდრომი, ბავშვებში სქესობრივი განვითარების შეფერხება, სასქესო ჰორმონების სეკრეციის დარღვევა (მენსტრუალური ციკლის დარღვევა, ამენორეა. ჰირსუტიზმი, იმპოტენცია), ჰიპერგლიკემია, "სტეროიდული" შაქრიანი დიაბეტი, ლატენტური დიაბეტის გადასვლა კლინიკურად აქტიურ ფორმაში, ნახშირწყლების შემცირებული ამტანობა, ინსულინის ან პერორალური დიაბეტისსაწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებების გაზრდილი საჭიროება შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში.
ნივთიერებათა ცვლის, მეტაბოლიზმის მხრივ: კალციუმის იონების მომატებული გამოყოფა, ჰიპოკალციემია, სხეულის მასის მომატება, აზოტის უარყოფითი ბალანსი (ცილის მომატებული დაშლა ), სითხისა და ნატრიუმის იონების შეკავება (პერიფერიული შეშუპებები), პიპერნატრიემია, კალიუმის იონების გამოყოფის მომატება, ჰიპოკალიემიური სინდრომი: ჰიპოკალიემია, ჰიპოკალიემიური ალკალოზი, არითმია, მიალგია ან კუნთების სპაზმი, სიმსივნის ლიზისის სინდრომი.
ნერვული სისტემის მხრივ: მკურნალობის შემდეგ შესაძლებელია მხედველობის ნერვის დისკის შეშუპების წარმოქმნა და ინტრაკრანიალური წნევის მომატება (ფსევდო სიმსივნე), ეპილეფსიის გამწვავება, თავბრუსხვევა, გონების დაკარგვა, კრუნჩხვები, თავის ტკივილი, ჰიპერკინეზია, ნევრიტი, ნევროპათია, პარესესთეზიები; ბავშვებში სამკურნალო საშუალებამ შეიძლება გამოიწვიოს თავის ტვინის ქერქის დამბლა.
ფსიქიკის მხრივ: პიროვნების და ქცევის ცვლილებები, რომლებიც ხშირად ვლინდება აფექტური აშლილობების სახით (გაღიზიანებადობა, ეიფორია, დელირიუმი, პარანოია, ნერვოზულობა, შფოთვა, დეზორიენტაცია, დეპრესია, ხასიათის ლაბილურობა, სუიციდალური აზრები), ძილის დარღვევები, შემეცნებითი დისფუნქცია (გონების აღრევისა და ამნეზიის ჩათვლით), ფსიქოზური რეაქციები (მათ შორის მანია, ჰალუცინაციები, ფსიქოზი და შიზოფრენიის გამწვავება).
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: პაროქსიზმული ბრადიკარდია. გულის გაჩერება, გულის არითმიები, სტენოკარდიის შეტევა, გულის გადიდება, სისხლძარღვოვანი უკმარისობა, გულის შეგუბებითი უკმარისობა, გულის ქრონიკული უკმარისობა, ცხიმოვანი ემბოლია, არტერიული ჰიპერტენზია, ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია დღენაკლულ ჩვილებში; ძალიან იშვიათად - გულის გასკდომა პაციენტებში, რომლებმაც ახლახან გადაიტანეს მიოკარდიუმის ინფარქტი; ასევე შესაძლებელია პოლიტოპური პარკუჭოვანი ექსტრასისტოლა, ჰიპერტონული ენცეფალოპათია, ტაქიკარდია, თრომბოემბოლია, თრომბოფლებიტი, ვასკულიტი.
სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: თრომბოემბოლიის შემთხვევები, თრომბოფლებიტი, მონოციტების და /ან ლიმფოციტების რაოდენობის შემცირება, ლეიკოციტოზი, ეოზინოფილია (ისევე, როგორც სხვა გლუკოკორტიკოიდების გამოყენებისას): იშვიათად თრომბოციტოპენია და არათრომბოციტოპენიური პურპურა.
იმუნური სისტემის მხრივ: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის გამონაყარი, ქავილი, ჰიპერემია, ალერგიული დერმატიტი, ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება, ბრონქოსპაზმი, ანაფილაქსიური შოკი, იმუნოსუპრესია.
კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ: კანის რეგენერაციული და აღმდგენი ფუნქციების დათრგუნვა, ჭრილობის შენელებული შეხორცება, გათხელებული და მგრძნობიარე კანი, კანის სიმშრალე, კანის ატროფია, ჰიპერ- ან ჰიპოპიგმენტაცია, კანქვეშა უჯრედისის განაწილების დარღვევა, ექხიმიმოზი, სტერილური აბსცესი, პეტექიები, აკნე, სტრიები, ტელანგიექტაზია, კანის ტესტებზე და აცრებზე რეაქციის დათრგუნვა.
საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: კუნთების სისუსტე, კუნთების ატროფია, სტეროიდული მიოპათია (კუნთების სისუსტე იწვევს კუნთების კატაბოლიზმს), ოსტეოპოროზი (კალციუმის მომატებული გამოყოფა) მილისებრი ძვლების მოტეხილობები ან ხერხემლის კომპრესიული მოტეხილობები, ასეპტიური ოსტეონეკროზი (უფრო ხშირად - თეძოსა და მხრების ძვლების თავების ასეპტიური ნეკროზი), მყესების გაწყვეტა (განსაკუთრებით ზოგიერთი ქინოლონების ერთდროული გამოყენებისას), ბავშვებში ზრდისა და ძვლის მინერალიზაციის პროცესის შეფერხება, ზრდის ეპიფიზარული ზონების ნაადრევი დახურვა.
ზოგადი დარღვევები და რეაქციები ინექციის ადგილას: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის გამონაყარი, ქავილი, კანის ჰიპერემია და ჩხვლეტა, სახსრის უმტკივნეულო დაშლა, რომელიც სიმპტომურად ჰგავს ნეიროგენულ ართროპათიას (შარკოს სახსარი).
სხვა: უჩვეულო სისუსტე და დაღლილობის მომატება, სოკოვანი, ვირუსული ან ბაქტერიული ინფექციების გაჩენის ან გამწვავების რისკის მომატება, პირობითად პათოგენური ინფექციების განვითარება, რეგენერაციული და რეპარაციული პროცესების დათრგუნვა, შეშუპება, მომატებული ოფლიანობა, ლეიკოციტურია, მოხსნის სინდრომი. სამკურნალო საშუალებამ შეიძლება გამოიწვიოს ფიზიკური დამოკიდებულება.
გლუკოკორტიკოსტეროიდების მოხსნის სინდრომის ნიშნები.
იმ პაციენტებში, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში მკურნალობდნენ დექსამეტაზონით, დოზის ძალიან სწრაფი შემცირებისას შეიძლება აღინიშნოს მოხსნის სინდრომი და გაჩნდეს თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა, არტერიული ჰიპოტენზია, შესაძლებელია ლეტალური შედეგი. ზოგიერთ შემთხვევაში მოხსნის სინდრომის სიმპტომები შეიძლება ჰგავდეს იმ დაავადების გაუარესების ან რეციდივის ნიშნებს, რომელსაც პაციენტი მკურნალობდა.
ვარგისობის ვადა. 2 წელი.
შენახვის პირობები.
შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში, არაუმეტეს 15 °C ტემპერატურაზე. არ გაყინოთ.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
შეუთავსებლობა.
რიტორდინისა და დექსამეტაზონის ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენებია, რადგანაც ამან შეიძლება გამოიწვიოს ფილტვების შეშუპება. ცნობილი გახდა ლეტალური შედეგის დადგომის შემთხვევა მშობიარე ქალთან ასეთი მდგომარეობის განვითარების გამო.
შეფუთვა.
1 მლ ამპულაში; 5 ამპულა კონტურულ-დანაყოფებიან შეფუთვაში; 2 კონტურულ-დანაყოფებიანი შეფუთვა შეკვრაში;
გაცემის კატეგორია. ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა ურეცეპტოდ)
მწარმოებელი. კერძო სააქციო საზოგადოება «ფარმაცევტული ფირმა „დარნიცა».
მწარმოებლის ადგილმდებარეობა და მისი საქმიანობის განხორციელების მისამართი:
უკრაინა, 02093, ქ. კიევი, ბორისპოლსკაიას ქ.13
ბოლო გადახედვის თარიღი.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.