დექსამეტაზონი-დარნიცა
DEXAMETHASONE-DARNITSA
სტეროიდების მიმართ მგრძნობიარე არაინფექციური კონიუნქტივის, რქოვანას და თვალის წინა სეგმენტის ანთებითი და ალერგიული მდგომარეობების მკურნალობა, მათ შორის ანთებითი რეაქციები პოსტოპერაციულ პერიოდში.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- დექსამეტაზონი (dexamethasone)
- ფორმა და შეფუთვა
- 0.1% (1მგ/მლ) 10მლ თვალის წვეთები, ხსნარი პოლიმერული მასალის საწვეთურიანი ფლაკონი №1
- მწარმოებელი
- «Pharmaceutical Firm «Darnitsa» PJSC, უკრაინა
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ოფთალმოლოგიური საშუალებები, კორტიკოსტეროიდები
- ATC კოდი
- S01BA01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-033765
- რეგისტრირებულია
- 10 ნოემბერი 2021, მოქმედებს 23 ივნისი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- «Pharmaceutical Firm «Darnitsa» PJSC (უკრაინა)
- განმცხადებელი
- შპს „ავერსი-ფარმა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
დექსამეტაზონი-დარნიცა — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
სტეროიდების მიმართ მგრძნობიარე არაინფექციური კონიუნქტივის, რქოვანას და თვალის წინა სეგმენტის ანთებითი და ალერგიული მდგომარეობების მკურნალობა, მათ შორის ანთებითი რეაქციები პოსტოპერაციულ პერიოდში.
მიღების წესი და დოზირება
ფლაკონი დაცულია გახსნის კონტროლით. პირველად გამოყენებისას, თავსახური უნდა შემოტრიალდეს, რათა გამოეყოს დამცავი რგოლიდან.
ფლაკონს გააჩნია სპეციალური კონფიგურაცია, რომლის საშუალებითაც ფსკერზე ზეწოლისას, ხდება ხსნარის დოზირებული გამოყოფა "ერთი დაჭერა- ერთი წვეთი"-ს პრინციპის შესაბამისად. ფლაკონის კედლების სიხისტე მნიშვნელოვნად ამცირებს სამკურნალო საშუალების გაფრქვევით გამოყოფის შესაძლებლობას - თვალის წვეთების ჭარბი დოზირების ხშირი მიზეზი.
თვალის მძიმე და მწვავე ანთება:
როგორც პირველადი თერაპია, უნდა მოხდეს პრეპარატის 1-2 წვეთის ჩაწვეთება დაზიანებული თვალის კონიუნქტივალურ ტომრებში ყოველ 30-60 წუთში.
დადებითი ეფექტის შემთხვევაში, დოზა უნდა შემცირდეს დაზიანებული თვალის (ების) კონიუნქტივის ტომრებში 1-2 წვეთამდე ყოველ 2- 4 საათში.
შემდგომ, დოზა შეიძლება შემცირდეს 1 წვეთამდე 3-4 ჯერ დღეში, თუ ეს დოზა საკმარისია ანთების გასაკონტროლებლად.
თუ სასურველი შედეგი არ იქნა მიღწეული 3-4 დღის განმავლობაში შეიძლება დაინიშნოს დამატებითი სისტემური ან სუბკონიუნქტივალური თერაპია.
თვალის ქრონიკული ანთება:
უნდა მოხდეს სამკურნალო საშუალების 1-2 წვეთის ჩაწვეთება დაზიანებული თვალის (ების) კონიუნქტივალურ ტომრებში ყოველ 3-6 საათში, ან უფრო ხშირად საჭიროების შემთხვევაში.
მცირე ანთება. ალერგია:
უნდა მოხდეს სამკურნალო საშუალების 1-2 წვეთის ჩაწვეთება დაზიანებული თვალის (ების) კონიუნქტივალურ ტომრებში ყოველ 3-4 საათში, სასურველი ეფექტის მიღწევამდე.
რეკომენდებულია თვალის შიდა წნევის მუდმივი კონტროლი.
ინსტილაციის შემდეგ, რეკომენდებულია ქუთუთოების ფრთხილად დახურვა ან ნასოლაკრიმალური ოკლუზია. ეს ამცირებს თვალში შეყვანილი წამლების სისტემურ აბსორბციას, რაც ამცირებს სისტემური გვერდითი ეფექტების გაჩენის ალბათობას.
თუ რამდენიმე სამკურნალო საშუალება ერთდროულად გამოიყენება თვალში ადგილობრივი გამოყენებისათვის, მათ გამოყენებას შორის ინტერვალი უნდა იყოს მინიმუმ 15 წუთი. თვალის მალამოები ბოლოს უნდა იქნას გამოყენებული.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები.
არ არის საჭირო დოზის კორექცია.
პაციენტები ღვიძლის და თირკმლის ფუნქციის დარღვევით.
ამ პრეპარატის ადგილობრივი გამოყენების შემდეგ დექსამეტაზონის დაბალი სისტემური შეწოვის გამო, არ არის საჭირო დოზის კორექცია.
ბავშვები.
ბავშვებში სამკურნალო საშუალების გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა მოქმედი ნივთიერების მიმართ ან სამკურნალო საშუალების სხვა კომპონენტების მიმართ.
თვალის მწვავე ბაქტერიული ინფექციები, რომელთა მკურნალობა არ ჩატარებულა.
თვალის სოკოვანი ინფექციები.
თვალის მიკობაქტერიული ინფექციები.
რქოვანას ვირუსული ინფექციები და კონიუნქტივები (მწვავე ზედაპირული კერატიტი, გამოწვეული herpes simplex, ძროხის ოსპა და ჩუთყვავილა, გარდა კერატიტისა, რომელიც გამოწვეულია herpes zoster).
სიფრთხილის ზომები
სამკურნალო საშუალება განკუთვნილია მხოლოდ ოფთალმოლოგიური გამოყენებისთვის.
გვერდითი მოვლენები, რომლებიც აღინიშნება სამკურნალო საშუალების ჩაწვეთებისას ქრება 5-15 წამში და არ წარმოადგენს მისი შეწყვეტის ჩვენებას.
შესაძლო სისტემური რეზორბციის თავიდან ასაცილებლად, სამკურნალო საშუალების ჩაწვეთების შემდეგ საჭიროა თითებით დამაგრდეს ლაქიმიური არხები2-3 წუთის განმავლობაში.
სამკურნალო საშუალების გამოყენებისას არ შეეხოთ წვეთოვანის წვერს, რათა თავიდან აიცილოთ სამკურნალო საშუალების დაბინძურება.
კორტიკოსტეროიდების გახანგრძლივებული ადგილობრივი გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს თვალის ჰიპერტენზია და / ან გლაუკომა, რასაც მოჰყვება მხედველობის ნერვის დაზიანება, მხედველობის სიმახვილის გაუარესება და მხედველობის ველის დაქვეითება, აგრეთვე თვალის უკანა პალატის უკანა სუბკაფსულარული კატარაქტის წარმოქმნა. სამკურნალო საშუალების ხანგრძლივი გამოყენებისას რეგულარულად უნდა შემოწმდეს თვალშიდა წნევა.
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებში, რადგან კორტიკოსტეროიდებით გამოწვეული თვალის ჰიპერტენზიის რისკი შეიძლება უფრო მაღალი იყოს ბავშვებში და შეიძლება განვითარდეს უფრო ადრე ვიდრე მოზრდილებში.
კორტიკოსტეროიდებით გამოწვეული თვალშიდა წნევის მომატების რისკი და / ან კორტიკოსტეროიდების გამოყენებით გამოწვეული კატარაქტის წარმოქმნის რისკი იზრდება მიდრეკილების მქონე პაციენტებში (მაგალითად, შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში).
თვალისთვის ადგილობრივად გამოყენებულმა კორტიკოსტეროიდებმა შეიძლება შეანელონ რქოვანას ჭრილობების შეხორცება, ხოლო დაავადების არსებობისას, რომელიც ხასიათდება რქოვანას ან სკლერის გათხელებით- გამოიწვიოს პერფორაცია. ასევე ცნობილია, რომ ადგილობრივი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები ანელებს ან აჭიანურებს ჭრილობის შეხორცებას.ადგილობრივი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების და სტეროიდების ერთდროულმა დანიშვნამ შეიძლება გაზარდოს გართულებების რისკი ჭრილობის შეხორცების დროს (იხ. ნაწილი "ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებანი "). სამკურნალო საშუალების გამოყენებისას უნდა შემოწმდეს რქოვანას მდგომარეობა (უნდა ჩატარდეს ფლუორესცინის ტესტები).
კორტიკოსტეროიდებს შეუძლიათ შეამცირონ რეზისტენტობა ბაქტერიული, ვირუსული ან სოკოვანი ინფექციების მიმართ, ხელი შეუშალონ ასეთი ინფექციების გამოვლენას და შენიღბონ მათი კლინიკური ნიშნები, რაც ხელს უშლის ანტიბიოტიკების არაეფექტურობის გამოვლენას.
თვალის მწვავე ჩირქოვანი დაავადებების დროს კორტიკოსტეროიდებს შეუძლიათ შენიღბონ ინფექციები ან გაავრცელონ არსებული ინფექცია. თუ მკურნალობა გაგრძელდება 10 დღეზე მეტ ხანს, უნდა მოხდეს თვალშიდა წნევის მონიტორინგი.
რქოვანას წყლულების მდგრადი ფორმირებისას, გასათვალისწინებელია სოკოვანი ინფექციის განვითარების შესაძლებლობა პაციენტებში, როლებზეც განხორციელდა ან ხორციელდება კორტიკოსტეროიდებით მკურნალობა. სოკოვანი ინფექციის განვითარების შემთხვევაში სამკურნალო საშუალებით მკურნალობა უნდა შეწყდეს.
სამკურნალო საშუალება უნდა იქნას გამოყენებული სიფრთხილით და მხოლოდ ანტივირუსულ თერაპიასთან ერთად, სტრომალური კერატიტის ან უვეიტის სამკურნალოდ, რომელიც გამოწვეულია herpes simplex– ით.პერიოდულად უნდა ჩატარდეს ბიომიკროსკოპია ჭრილობის ნათურის გამოყენებით.
სამკურნალო საშუალება შეიცავს ფოსფატებს, რომლებიც იწვევენ რქოვანაში ნალექის დაგროვებას ან მის ამღვრევას ადგილობრივად გამოყენებისას. ის სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული დაზიანებული რქოვანას მქონე პაციენტების მიერ და იმ შემთხვევებში, როდესაც პაციენტი ერთდროულად ღებულობს მკურნალობას ფოსფატების შემცველი თვალის სხვა სამკურნალო საშუალებებით.
არ არის რეკომენდებული კონტაქტური ლინზების ტარება თვალის ანთების მკურნალობისას. აუცილებლობის შემთხვევაში, სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე, რბილი კონტაქტური ლინზები უნდა მოიხსნას და ხელახლა იყოს ჩასმული სამკურნალო საშუალების ჩაწვეთების მომენტიდან მინიმუმ 15 წუთის გასვლის შემდეგ.
სამკურნალო საშუალება შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს თვალების გაღიზიანება და როგორც ცნობილია, გააუფერულოს რბილი კონტაქტური ლინზები. თავიდან უნდა იქნას აცილებული რბილ კონტაქტურ ლინზებთან კონტაქტი.
ინტენსიური ან გახანგრძლივებული უწყვეტი თერაპიის შემდეგ, მიდრეკილ პაციენტებს, მათ შორის ბავშვებს და პაციენტებს, რომლებიც ღებულობდნენ CYP3A4 ინჰიბიტორებს (მათ შორის რიტანოვირს და კობიცისტატს), შეიძლება განუვითარდეთ კუშინგის სინდრომი და / ან თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დათრგუნვა, რაც დაკავშირებულია დექსამეტაზონის სისტემურ აბსორბციასთან.ამ შემთხვევებში მკურნალობა თანდათან უნდა შეწყდეს.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
რამდენიმე სამკურნალო საშუალებების ერთდროულად გამოყენებისას თვალში ადგილობრივი გამოყენებისათვის, მათ გამოყენებას შორის ინტერვალი უნდა იყოს მინიმუმ 15 წუთი. თვალის მალამო უნდა გამოიყენოთ ბოლოს.
სამკურნალო საშუალების ერთდროული გამოყენებისას ატროპინთან, სხვა ანტიქოლინერგულ საშუალებებთან და მიდრიატიკებთან ერთად შესაძლებელია თვალშიდა წნევის მომატება.
ადგილობრივი გამოყენების სტეროიდების და აგრეთვე ადგილობრივი გამოყენების არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების ერთდროულმა დანიშვნამ შეიძლება გაზარდოს გართულებების რისკი რქოვანას ჭრილობის შეხორცების დროს.
ერთდროული გამოყენებისას ფოსფატების შემცველ თვალის სამკურნალო საშუალებებთან, იზრდება რქოვანაში დანალექის დაგროვების რისკი, ან მისი დაბინდვის, განსაკუთრებით დაზიანებული რქოვანას მქონე პაციენტებში.
CYP3A4– ის ინჰიბიტორებს (მათ შორის რიტანოვირს და კობიცისტატს) შეუძლიათ შეამცირონ დექსამეტაზონის კლირენსი, რაც იწვევს მისი სისტემური ეფექტების ზრდას და კუშინგის სინდრომის განვითარებას და / ან თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციის დათრგუნვას. ასეთი კომბინაციები თავიდან უნდა იქნას აცილებული, თუ მკურნალობისგან მიღებული სარგებელი არ აღემატება კორტიკოსტეროიდების სისტემური გვერდითი ეფექტების რისკს. ამ შემთხვევაში აუცილებელია პაციენტების მდგომარეობის საგულდაგულო კონტროლი, რათა გამოვლინდეს კორტიკოსტეროიდების სისტემური ეფექტები.
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების თაობაზე ინფორმაცია არ მოიპოვება.
ორსულობა და ძუძუთი კვება
არსებობს მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის მონაცემები ორსულ ქალებში სამკურნალო საშუალების გამოყენების შესახებ. რეპროდუქციული ტოქსიკურობის დემონსტრირება მოხდა ცხოველებზე ჩატარებული კვლევების დროს- ადგილობრივად გამოყენებისას კორტიკოსტეროიდებს შეუძლიათ მოახდინონ აბსორბირება სისტემურად და გამოიწვიონ ნაყოფის განვითარების ანომალიები ორსულ ცხოველებში. ადამიანებისთვის პოტენციური რისკი უცნობია, ამიტომ სამკურნალო საშუალება არ არის რეკომენდებული გამოსაყენებლად ორსულობის დროს.
ძუძუთი კვება.
სისტემური გამოყენებისას გლუკოკორტიკოსტეროიდები ექსკრეტირდება დედის რძეში იმ რაოდენობით, რომლითაც შეიძლება გავლენა იქონიოს ძუძუთი კვებაზე. თუმცა ადგილობრივი გამოყენებისას სისტემური ექსპოზიცია დაბალია. რადგანაც არ არის ცნობილი, აღწევს თუ არა სამკურნალო საშუალება დედის რძეში, შეუძლებელია გამოირიცხოს ბავშვისთვის რისკი ძუძუთი კვებისას. ამიტომ საჭიროა განხილულ იქნას ძუძუთი კვების დროებით შეწყვეტის შესაძლებლობა სამკურნალო საშუალების გამოყენების პერიოდში ან
სამკურნალო საშუალებით თერაპიის შეწყვეტა/თავშეკავება, რაც გულისხმობს სამკურნალო საშუალებისგან მიღებულ პოტენციურ სარგებელს დედისთვის და ძუძუთი კვებისგან მიღებულ სარგებელს ჩვილისთვის.
ფერტილობა.
დექსამეტაზონის ზემოქმედების კვლევა კონიუქტივალურ ტომარაში ჩაწვეთებისას ფერტილობაზე არ ჩატარებულა. არსებობს შეზღუდული კლინიკური მონაცემები დექსამეტაზონის ზემოქმედებაზე ქალთა და კაცთა ფერტილობაზე.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
სამკურნალო საშუალება არ მოქმედებს ან უმნიშვნელოდ მოქმედებს ავტოტრანსპორტის ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე. სხვა თვალის წვეთების გამოყენების შემთხვევების მსგავსად, შეიძლება მოხდეს მხედველობის დროებითი დაბინდვა ან მხედველობის სხვა დარღვევა. თუ მხედველობის დაბინდვა ხდება ჩაწვეთების დროს, პაციენტი უნდა დაელოდოს მხედველობის აღდგენას და შემდეგ მართოს ავტოტრანსპორტი ან სხვა მექანიზმები.
გვერდითი მოვლენები
მხედველობის ორგანოების მხრივ:
- კერატიტი, კონიუნქტივიტი, კერატოკონიუნქტივიტი სიკა, ქუთუთოების პტოზი, რქოვანას შეფერილობა, ფოტოფობია, მხედველობის დაბინდვა, მიდრიაზი, ტკივილი თვალებში, თვალის გაღიზიანება, უცხო სხეულის შეგრძნება თვალებში, უჩვეულო შეგრძნებები თვალში, ქუთუთოების კიდეებზე ქერცლის წარმოქმნა;
- რქოვანას კალციფიკაცია (ზოგიერთ პაციენტში ძლიერ დაზიანებული რქოვანებით ფოსფატების შემცველი თვალის წვეთების გამოყენების გამო);
- ჩაწვეთებისთანავე შესაძლებელია შემდეგი: წვის, ჩხვლეტის, თვალებში დისკომფორტის მოკლევადიანი შეგრძნება, თვალების ქავილი და ჰიპერემია, მომატებული ცრემლდენა;
- ხანგრძლივი გამოყენებისას - თვალშიგა წნევის მომატება მხედველობის ნერვის შემდგომი დაზიანებით, მხედველობის სიმახვილის დაქვეითებით, მხედველობის ველების დაქვეითებით, უკანა სუბკაფსულარული კატარაქტის ფორმირებით, გლაუკომით, რქოვანას ეროზიით, იმ დაავადებების არსებობისას, რომლებიც იწვევს რქოვანას ან სკლერის გათხელებას - მათი პერფორაციის რისკის ზრდა (იხ. განყოფილება "გამოყენების თავისებურებანი").
ენდოკრინული სისტემის მხრივ: ხანგრძლივი თერაპიის შემდეგ, შეიძლება მოხდეს სისტემური ადსორბცია თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციის დათრგუნვით და კუშინგის სინდრომის განვითარებით.
ნერვული სისტემის მხრივ: დისგევზია (გემოვნების აღქმის დარღვევა). თავის ტკივილი თავბრუსხვევა.
იმუნური სისტემის მხრივ: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები; ბენზალკონიუმის ქლორიდის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის მქონე პაციენტებში შეიძლება განვითარდეს ალერგიული ბლეფარიტი ან კონიუნქტივიტი.
გლუკოკორტიკოსტეროიდებს შეუძლიათ შეამცირონ ინფექციების მიმართ რეზისტენტობა.
ჭარბი დოზა
ფლაკონის სპეციალური კონფიგურაცია ნაკლებად სავარაუდოდ ხდის შემთხვევითი დოზის გადაჭარბებას. ინფორმაცია დოზის გადაჭარბების შემთხვევების შესახებ არ არსებობს . ჭარბი დოზირების შემთხვევაში ადგილობრივად გამოყენებისას, ჩამოიბანეთ სამკურნალო საშუალების ჭარბი რაოდენობა თვალი (ებიდან) თბილი წყლით.
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება: dexamethasone;
1 მლ ხსნარი შეიცავს დექსამეტაზონის ნატრიუმის ფოსფატს 1 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: ბორის მჟავა, ნატრიუმის ტეტრაბორატი, დინატრიუმის ედეტატი, ბენზალკონიუმის ქლორიდი, საინექციო წყალი.
წამლის ფორმა: თვალის წვეთები, ხსნარი.
ძირითადი ფიზიკო-ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე , უფერო სითხე, სუნის გარეშე.
შენახვის პირობები
2 წელი.
ფლაკონის გახსნის შემდეგ სამკურნალო საშუალება უნდა ინახებოდეს არა უმეტეს 28 დღე-ღამისა.
შენახვის პირობები.
შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში ტემპერატურაზე არაუმეტეს 15 °C. არ გაყინოთ.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შეფუთვა.
10 მლ ფლაკონში; 1 (თითო) ფლაკონი შეკვრაში.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
ფარმაკოლოგიური თვისებები
ოფთალმოლოგიაში გამოყენებული საშუალებები. ანთების საწინააღმდეგო საშუალებები. კორტიკოსტეროიდები, მარტივი პრეპარატები. დექსამეტაზონი. კოდი ATХ S01B A01.
ფარმაკოლოგიური თვისებები. ფარმაკოდინამიკა.
სამკურნალო საშუალება მიეკუთვნება სინთეზურ ფტორირებულ გლუკოკორტიკოსტეროიდებს. მას აქვს გამოხატული ანთების საწინააღმდეგო ეფექტი შემცირებული მინერალოკორტიკოიდული ეფექტებით ზოგიერთ სხვა სტეროიდებთან შედარებით და არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ანთების საწინააღმდეგო საშუალება. სამკურნალო საშუალების მოქმედების მექანიზმი მსგავსია სხვა ფტორირებული გლუკოკორტიკოსტეროიდების ფარმაკოლოგიური მოქმედებისა და განსხვავდება მხოლოდ მეტი სიძლიერითა და ეფექტის ხანგრძლივობით. ახდენს ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას ენდოთელური უჯრედების სისხლძარღვოვანი ადჰეზიური მოლეკულების, I ან II ციკლოოქსიგენაზის დათრგუნვის გზით, და ასევე ციტოკინების გამოყოფით. ამის შედეგად მცირდება ანთების მედიატორების ფორმირება და ითრგუნება ლეიკოციტების ადჰეზია სისხლძარღვთა ენდოთელიუმის მიმართ, რითაც ხელს უშლის მათ შეღწევას თვალის ანთების ქსოვილებში.
ფარმაკოკინეტიკა.
კონიუქტივალურ ტომარაში ჩაწვეთების შემდეგ დექსამეტაზონის მაქსიმალური კონცენტრაცია თვალშიდა სითხეში აღინიშნება 2 საათის შემდეგ და შეადგენს 30 ნგ / მლ.
სისხლის პლაზმის ცილებთან (ალბუმინთან) შეკავშირება შეადგენს 77-84%. ნახევარგამოყოფის პერიოდია 3-4 საათი. კლირენსი მერყეობს 0,111 -დან 0,225 ლ / სთ / კგ -მდე და განაწილების მოცულობა 0,576 -დან 1,15 ლ / კგ -მდე. მეტაბოლიზდება ღვიძლში. დოზის დაახლოებით 60% გამოიყოფა შარდში 6-B-ჰიდროქსიდექსამეტაზონის სახით. დექსამეტაზონის საერთო რეზორბციული მოქმედება უმნიშვნელოა.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
ინსტრუქცია
სამკურნალო საშუალების სამედიცინო გამოყენებაზე
დექსამეტაზონი-დარნიცა
(DEXAMETHASONE- DARNITSA)
შემადგენლობა:
მოქმედი ნივთიერება: dexamethasone;
1 მლ ხსნარი შეიცავს დექსამეტაზონის ნატრიუმის ფოსფატს 1 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: ბორის მჟავა, ნატრიუმის ტეტრაბორატი, დინატრიუმის ედეტატი, ბენზალკონიუმის ქლორიდი, საინექციო წყალი.
წამლის ფორმა: თვალის წვეთები, ხსნარი.
ძირითადი ფიზიკო-ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე , უფერო სითხე, სუნის გარეშე.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. ოფთალმოლოგიაში გამოყენებული საშუალებები. ანთების საწინააღმდეგო საშუალებები. კორტიკოსტეროიდები, მარტივი პრეპარატები. დექსამეტაზონი. კოდი ATХ S01B A01.
ფარმაკოლოგიური თვისებები. ფარმაკოდინამიკა.
სამკურნალო საშუალება მიეკუთვნება სინთეზურ ფტორირებულ გლუკოკორტიკოსტეროიდებს. მას აქვს გამოხატული ანთების საწინააღმდეგო ეფექტი შემცირებული მინერალოკორტიკოიდული ეფექტებით ზოგიერთ სხვა სტეროიდებთან შედარებით და არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ანთების საწინააღმდეგო საშუალება. სამკურნალო საშუალების მოქმედების მექანიზმი მსგავსია სხვა ფტორირებული გლუკოკორტიკოსტეროიდების ფარმაკოლოგიური მოქმედებისა და განსხვავდება მხოლოდ მეტი სიძლიერითა და ეფექტის ხანგრძლივობით. ახდენს ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას ენდოთელური უჯრედების სისხლძარღვოვანი ადჰეზიური მოლეკულების, I ან II ციკლოოქსიგენაზის დათრგუნვის გზით, და ასევე ციტოკინების გამოყოფით. ამის შედეგად მცირდება ანთების მედიატორების ფორმირება და ითრგუნება ლეიკოციტების ადჰეზია სისხლძარღვთა ენდოთელიუმის მიმართ, რითაც ხელს უშლის მათ შეღწევას თვალის ანთების ქსოვილებში.
ფარმაკოკინეტიკა.
კონიუქტივალურ ტომარაში ჩაწვეთების შემდეგ დექსამეტაზონის მაქსიმალური კონცენტრაცია თვალშიდა სითხეში აღინიშნება 2 საათის შემდეგ და შეადგენს 30 ნგ / მლ.
სისხლის პლაზმის ცილებთან (ალბუმინთან) შეკავშირება შეადგენს 77-84%. ნახევარგამოყოფის პერიოდია 3-4 საათი. კლირენსი მერყეობს 0,111 -დან 0,225 ლ / სთ / კგ -მდე და განაწილების მოცულობა 0,576 -დან 1,15 ლ / კგ -მდე. მეტაბოლიზდება ღვიძლში. დოზის დაახლოებით 60% გამოიყოფა შარდში 6-B-ჰიდროქსიდექსამეტაზონის სახით. დექსამეტაზონის საერთო რეზორბციული მოქმედება უმნიშვნელოა.
კლინიკური მახასიათებლები.
ჩვენებები.
სტეროიდების მიმართ მგრძნობიარე არაინფექციური კონიუნქტივის, რქოვანას და თვალის წინა სეგმენტის ანთებითი და ალერგიული მდგომარეობების მკურნალობა, მათ შორის ანთებითი რეაქციები პოსტოპერაციულ პერიოდში.
უკუჩვენებები.
მომატებული მგრძნობელობა მოქმედი ნივთიერების მიმართ ან სამკურნალო საშუალების სხვა კომპონენტების მიმართ.
თვალის მწვავე ბაქტერიული ინფექციები, რომელთა მკურნალობა არ ჩატარებულა.
თვალის სოკოვანი ინფექციები.
თვალის მიკობაქტერიული ინფექციები.
რქოვანას ვირუსული ინფექციები და კონიუნქტივები (მწვავე ზედაპირული კერატიტი, გამოწვეული herpes simplex, ძროხის ოსპა და ჩუთყვავილა, გარდა კერატიტისა, რომელიც გამოწვეულია herpes zoster).
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებანი.
რამდენიმე სამკურნალო საშუალებების ერთდროულად გამოყენებისას თვალში ადგილობრივი გამოყენებისათვის, მათ გამოყენებას შორის ინტერვალი უნდა იყოს მინიმუმ 15 წუთი. თვალის მალამო უნდა გამოიყენოთ ბოლოს.
სამკურნალო საშუალების ერთდროული გამოყენებისას ატროპინთან, სხვა ანტიქოლინერგულ საშუალებებთან და მიდრიატიკებთან ერთად შესაძლებელია თვალშიდა წნევის მომატება.
ადგილობრივი გამოყენების სტეროიდების და აგრეთვე ადგილობრივი გამოყენების არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების ერთდროულმა დანიშვნამ შეიძლება გაზარდოს გართულებების რისკი რქოვანას ჭრილობის შეხორცების დროს.
ერთდროული გამოყენებისას ფოსფატების შემცველ თვალის სამკურნალო საშუალებებთან, იზრდება რქოვანაში დანალექის დაგროვების რისკი, ან მისი დაბინდვის, განსაკუთრებით დაზიანებული რქოვანას მქონე პაციენტებში.
CYP3A4– ის ინჰიბიტორებს (მათ შორის რიტანოვირს და კობიცისტატს) შეუძლიათ შეამცირონ დექსამეტაზონის კლირენსი, რაც იწვევს მისი სისტემური ეფექტების ზრდას და კუშინგის სინდრომის განვითარებას და / ან თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციის დათრგუნვას. ასეთი კომბინაციები თავიდან უნდა იქნას აცილებული, თუ მკურნალობისგან მიღებული სარგებელი არ აღემატება კორტიკოსტეროიდების სისტემური გვერდითი ეფექტების რისკს. ამ შემთხვევაში აუცილებელია პაციენტების მდგომარეობის საგულდაგულო კონტროლი, რათა გამოვლინდეს კორტიკოსტეროიდების სისტემური ეფექტები.
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების თაობაზე ინფორმაცია არ მოიპოვება.
გამოყენების თავისებურებანი.
სამკურნალო საშუალება განკუთვნილია მხოლოდ ოფთალმოლოგიური გამოყენებისთვის.
გვერდითი მოვლენები, რომლებიც აღინიშნება სამკურნალო საშუალების ჩაწვეთებისას ქრება 5-15 წამში და არ წარმოადგენს მისი შეწყვეტის ჩვენებას.
შესაძლო სისტემური რეზორბციის თავიდან ასაცილებლად, სამკურნალო საშუალების ჩაწვეთების შემდეგ საჭიროა თითებით დამაგრდეს ლაქიმიური არხები2-3 წუთის განმავლობაში.
სამკურნალო საშუალების გამოყენებისას არ შეეხოთ წვეთოვანის წვერს, რათა თავიდან აიცილოთ სამკურნალო საშუალების დაბინძურება.
კორტიკოსტეროიდების გახანგრძლივებული ადგილობრივი გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს თვალის ჰიპერტენზია და / ან გლაუკომა, რასაც მოჰყვება მხედველობის ნერვის დაზიანება, მხედველობის სიმახვილის გაუარესება და მხედველობის ველის დაქვეითება, აგრეთვე თვალის უკანა პალატის უკანა სუბკაფსულარული კატარაქტის წარმოქმნა. სამკურნალო საშუალების ხანგრძლივი გამოყენებისას რეგულარულად უნდა შემოწმდეს თვალშიდა წნევა.
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებში, რადგან კორტიკოსტეროიდებით გამოწვეული თვალის ჰიპერტენზიის რისკი შეიძლება უფრო მაღალი იყოს ბავშვებში და შეიძლება განვითარდეს უფრო ადრე ვიდრე მოზრდილებში.
კორტიკოსტეროიდებით გამოწვეული თვალშიდა წნევის მომატების რისკი და / ან კორტიკოსტეროიდების გამოყენებით გამოწვეული კატარაქტის წარმოქმნის რისკი იზრდება მიდრეკილების მქონე პაციენტებში (მაგალითად, შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში).
თვალისთვის ადგილობრივად გამოყენებულმა კორტიკოსტეროიდებმა შეიძლება შეანელონ რქოვანას ჭრილობების შეხორცება, ხოლო დაავადების არსებობისას, რომელიც ხასიათდება რქოვანას ან სკლერის გათხელებით- გამოიწვიოს პერფორაცია. ასევე ცნობილია, რომ ადგილობრივი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები ანელებს ან აჭიანურებს ჭრილობის შეხორცებას.ადგილობრივი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების და სტეროიდების ერთდროულმა დანიშვნამ შეიძლება გაზარდოს გართულებების რისკი ჭრილობის შეხორცების დროს (იხ. ნაწილი "ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებანი "). სამკურნალო საშუალების გამოყენებისას უნდა შემოწმდეს რქოვანას მდგომარეობა (უნდა ჩატარდეს ფლუორესცინის ტესტები).
კორტიკოსტეროიდებს შეუძლიათ შეამცირონ რეზისტენტობა ბაქტერიული, ვირუსული ან სოკოვანი ინფექციების მიმართ, ხელი შეუშალონ ასეთი ინფექციების გამოვლენას და შენიღბონ მათი კლინიკური ნიშნები, რაც ხელს უშლის ანტიბიოტიკების არაეფექტურობის გამოვლენას.
თვალის მწვავე ჩირქოვანი დაავადებების დროს კორტიკოსტეროიდებს შეუძლიათ შენიღბონ ინფექციები ან გაავრცელონ არსებული ინფექცია. თუ მკურნალობა გაგრძელდება 10 დღეზე მეტ ხანს, უნდა მოხდეს თვალშიდა წნევის მონიტორინგი.
რქოვანას წყლულების მდგრადი ფორმირებისას, გასათვალისწინებელია სოკოვანი ინფექციის განვითარების შესაძლებლობა პაციენტებში, როლებზეც განხორციელდა ან ხორციელდება კორტიკოსტეროიდებით მკურნალობა. სოკოვანი ინფექციის განვითარების შემთხვევაში სამკურნალო საშუალებით მკურნალობა უნდა შეწყდეს.
სამკურნალო საშუალება უნდა იქნას გამოყენებული სიფრთხილით და მხოლოდ ანტივირუსულ თერაპიასთან ერთად, სტრომალური კერატიტის ან უვეიტის სამკურნალოდ, რომელიც გამოწვეულია herpes simplex– ით.პერიოდულად უნდა ჩატარდეს ბიომიკროსკოპია ჭრილობის ნათურის გამოყენებით.
სამკურნალო საშუალება შეიცავს ფოსფატებს, რომლებიც იწვევენ რქოვანაში ნალექის დაგროვებას ან მის ამღვრევას ადგილობრივად გამოყენებისას. ის სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული დაზიანებული რქოვანას მქონე პაციენტების მიერ და იმ შემთხვევებში, როდესაც პაციენტი ერთდროულად ღებულობს მკურნალობას ფოსფატების შემცველი თვალის სხვა სამკურნალო საშუალებებით.
არ არის რეკომენდებული კონტაქტური ლინზების ტარება თვალის ანთების მკურნალობისას. აუცილებლობის შემთხვევაში, სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე, რბილი კონტაქტური ლინზები უნდა მოიხსნას და ხელახლა იყოს ჩასმული სამკურნალო საშუალების ჩაწვეთების მომენტიდან მინიმუმ 15 წუთის გასვლის შემდეგ.
სამკურნალო საშუალება შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს თვალების გაღიზიანება და როგორც ცნობილია, გააუფერულოს რბილი კონტაქტური ლინზები. თავიდან უნდა იქნას აცილებული რბილ კონტაქტურ ლინზებთან კონტაქტი.
ინტენსიური ან გახანგრძლივებული უწყვეტი თერაპიის შემდეგ, მიდრეკილ პაციენტებს, მათ შორის ბავშვებს და პაციენტებს, რომლებიც ღებულობდნენ CYP3A4 ინჰიბიტორებს (მათ შორის რიტანოვირს და კობიცისტატს), შეიძლება განუვითარდეთ კუშინგის სინდრომი და / ან თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დათრგუნვა, რაც დაკავშირებულია დექსამეტაზონის სისტემურ აბსორბციასთან.ამ შემთხვევებში მკურნალობა თანდათან უნდა შეწყდეს.
გამოყენება ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში.
ორსულობა.
არსებობს მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის მონაცემები ორსულ ქალებში სამკურნალო საშუალების გამოყენების შესახებ. რეპროდუქციული ტოქსიკურობის დემონსტრირება მოხდა ცხოველებზე ჩატარებული კვლევების დროს- ადგილობრივად გამოყენებისას კორტიკოსტეროიდებს შეუძლიათ მოახდინონ აბსორბირება სისტემურად და გამოიწვიონ ნაყოფის განვითარების ანომალიები ორსულ ცხოველებში. ადამიანებისთვის პოტენციური რისკი უცნობია, ამიტომ სამკურნალო საშუალება არ არის რეკომენდებული გამოსაყენებლად ორსულობის დროს.
ძუძუთი კვება.
სისტემური გამოყენებისას გლუკოკორტიკოსტეროიდები ექსკრეტირდება დედის რძეში იმ რაოდენობით, რომლითაც შეიძლება გავლენა იქონიოს ძუძუთი კვებაზე. თუმცა ადგილობრივი გამოყენებისას სისტემური ექსპოზიცია დაბალია. რადგანაც არ არის ცნობილი, აღწევს თუ არა სამკურნალო საშუალება დედის რძეში, შეუძლებელია გამოირიცხოს ბავშვისთვის რისკი ძუძუთი კვებისას. ამიტომ საჭიროა განხილულ იქნას ძუძუთი კვების დროებით შეწყვეტის შესაძლებლობა სამკურნალო საშუალების გამოყენების პერიოდში ან
სამკურნალო საშუალებით თერაპიის შეწყვეტა/თავშეკავება, რაც გულისხმობს სამკურნალო საშუალებისგან მიღებულ პოტენციურ სარგებელს დედისთვის და ძუძუთი კვებისგან მიღებულ სარგებელს ჩვილისთვის.
ფერტილობა.
დექსამეტაზონის ზემოქმედების კვლევა კონიუქტივალურ ტომარაში ჩაწვეთებისას ფერტილობაზე არ ჩატარებულა. არსებობს შეზღუდული კლინიკური მონაცემები დექსამეტაზონის ზემოქმედებაზე ქალთა და კაცთა ფერტილობაზე.
რეაქციის სიჩქარეზე ზემოქმედების უნარი ავტოტრანსპორტის ან სხვა მექანიზმების მართვისას
სამკურნალო საშუალება არ მოქმედებს ან უმნიშვნელოდ მოქმედებს ავტოტრანსპორტის ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე. სხვა თვალის წვეთების გამოყენების შემთხვევების მსგავსად, შეიძლება მოხდეს მხედველობის დროებითი დაბინდვა ან მხედველობის სხვა დარღვევა. თუ მხედველობის დაბინდვა ხდება ჩაწვეთების დროს, პაციენტი უნდა დაელოდოს მხედველობის აღდგენას და შემდეგ მართოს ავტოტრანსპორტი ან სხვა მექანიზმები.
გამოყენების წესი და დოზირება.
ფლაკონი დაცულია გახსნის კონტროლით. პირველად გამოყენებისას, თავსახური უნდა შემოტრიალდეს, რათა გამოეყოს დამცავი რგოლიდან.
ფლაკონს გააჩნია სპეციალური კონფიგურაცია, რომლის საშუალებითაც ფსკერზე ზეწოლისას, ხდება ხსნარის დოზირებული გამოყოფა "ერთი დაჭერა- ერთი წვეთი"-ს პრინციპის შესაბამისად. ფლაკონის კედლების სიხისტე მნიშვნელოვნად ამცირებს სამკურნალო საშუალების გაფრქვევით გამოყოფის შესაძლებლობას - თვალის წვეთების ჭარბი დოზირების ხშირი მიზეზი.
თვალის მძიმე და მწვავე ანთება:
როგორც პირველადი თერაპია, უნდა მოხდეს პრეპარატის 1-2 წვეთის ჩაწვეთება დაზიანებული თვალის კონიუნქტივალურ ტომრებში ყოველ 30-60 წუთში.
დადებითი ეფექტის შემთხვევაში, დოზა უნდა შემცირდეს დაზიანებული თვალის (ების) კონიუნქტივის ტომრებში 1-2 წვეთამდე ყოველ 2- 4 საათში.
შემდგომ, დოზა შეიძლება შემცირდეს 1 წვეთამდე 3-4 ჯერ დღეში, თუ ეს დოზა საკმარისია ანთების გასაკონტროლებლად.
თუ სასურველი შედეგი არ იქნა მიღწეული 3-4 დღის განმავლობაში შეიძლება დაინიშნოს დამატებითი სისტემური ან სუბკონიუნქტივალური თერაპია.
თვალის ქრონიკული ანთება:
უნდა მოხდეს სამკურნალო საშუალების 1-2 წვეთის ჩაწვეთება დაზიანებული თვალის (ების) კონიუნქტივალურ ტომრებში ყოველ 3-6 საათში, ან უფრო ხშირად საჭიროების შემთხვევაში.
მცირე ანთება. ალერგია:
უნდა მოხდეს სამკურნალო საშუალების 1-2 წვეთის ჩაწვეთება დაზიანებული თვალის (ების) კონიუნქტივალურ ტომრებში ყოველ 3-4 საათში, სასურველი ეფექტის მიღწევამდე.
რეკომენდებულია თვალის შიდა წნევის მუდმივი კონტროლი.
ინსტილაციის შემდეგ, რეკომენდებულია ქუთუთოების ფრთხილად დახურვა ან ნასოლაკრიმალური ოკლუზია. ეს ამცირებს თვალში შეყვანილი წამლების სისტემურ აბსორბციას, რაც ამცირებს სისტემური გვერდითი ეფექტების გაჩენის ალბათობას.
თუ რამდენიმე სამკურნალო საშუალება ერთდროულად გამოიყენება თვალში ადგილობრივი გამოყენებისათვის, მათ გამოყენებას შორის ინტერვალი უნდა იყოს მინიმუმ 15 წუთი. თვალის მალამოები ბოლოს უნდა იქნას გამოყენებული.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები.
არ არის საჭირო დოზის კორექცია.
პაციენტები ღვიძლის და თირკმლის ფუნქციის დარღვევით.
ამ პრეპარატის ადგილობრივი გამოყენების შემდეგ დექსამეტაზონის დაბალი სისტემური შეწოვის გამო, არ არის საჭირო დოზის კორექცია.
ბავშვები.
ბავშვებში სამკურნალო საშუალების გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.
ჭარბი დოზირება .
ფლაკონის სპეციალური კონფიგურაცია ნაკლებად სავარაუდოდ ხდის შემთხვევითი დოზის გადაჭარბებას. ინფორმაცია დოზის გადაჭარბების შემთხვევების შესახებ არ არსებობს . ჭარბი დოზირების შემთხვევაში ადგილობრივად გამოყენებისას, ჩამოიბანეთ სამკურნალო საშუალების ჭარბი რაოდენობა თვალი (ებიდან) თბილი წყლით.
გვერდითი რეაქციები.
მხედველობის ორგანოების მხრივ:
- კერატიტი, კონიუნქტივიტი, კერატოკონიუნქტივიტი სიკა, ქუთუთოების პტოზი, რქოვანას შეფერილობა, ფოტოფობია, მხედველობის დაბინდვა, მიდრიაზი, ტკივილი თვალებში, თვალის გაღიზიანება, უცხო სხეულის შეგრძნება თვალებში, უჩვეულო შეგრძნებები თვალში, ქუთუთოების კიდეებზე ქერცლის წარმოქმნა;
- რქოვანას კალციფიკაცია (ზოგიერთ პაციენტში ძლიერ დაზიანებული რქოვანებით ფოსფატების შემცველი თვალის წვეთების გამოყენების გამო);
- ჩაწვეთებისთანავე შესაძლებელია შემდეგი: წვის, ჩხვლეტის, თვალებში დისკომფორტის მოკლევადიანი შეგრძნება, თვალების ქავილი და ჰიპერემია, მომატებული ცრემლდენა;
- ხანგრძლივი გამოყენებისას - თვალშიგა წნევის მომატება მხედველობის ნერვის შემდგომი დაზიანებით, მხედველობის სიმახვილის დაქვეითებით, მხედველობის ველების დაქვეითებით, უკანა სუბკაფსულარული კატარაქტის ფორმირებით, გლაუკომით, რქოვანას ეროზიით, იმ დაავადებების არსებობისას, რომლებიც იწვევს რქოვანას ან სკლერის გათხელებას - მათი პერფორაციის რისკის ზრდა (იხ. განყოფილება "გამოყენების თავისებურებანი").
ენდოკრინული სისტემის მხრივ: ხანგრძლივი თერაპიის შემდეგ, შეიძლება მოხდეს სისტემური ადსორბცია თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციის დათრგუნვით და კუშინგის სინდრომის განვითარებით.
ნერვული სისტემის მხრივ: დისგევზია (გემოვნების აღქმის დარღვევა). თავის ტკივილი თავბრუსხვევა.
იმუნური სისტემის მხრივ: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები; ბენზალკონიუმის ქლორიდის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის მქონე პაციენტებში შეიძლება განვითარდეს ალერგიული ბლეფარიტი ან კონიუნქტივიტი.
გლუკოკორტიკოსტეროიდებს შეუძლიათ შეამცირონ ინფექციების მიმართ რეზისტენტობა.
შენახვის ვადა. 2 წელი.
ფლაკონის გახსნის შემდეგ სამკურნალო საშუალება უნდა ინახებოდეს არა უმეტეს 28 დღე-ღამისა.
შენახვის პირობები.
შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში ტემპერატურაზე არაუმეტეს 15 °C. არ გაყინოთ.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შეფუთვა.
10 მლ ფლაკონში; 1 (თითო) ფლაკონი შეკვრაში.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
მწარმოებელი. კერძო სააქციო საზოგადოება «დარნიცა».
მწარმოებლის ადგილმდებარეობა და მისი საქმიანობის განხორციელების მისამართი:
უკრაინა, 02093, ქ. კიევი, ბორისპოლსკაიას ქ.13
ბოლო გადახედვის თარიღი.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


