თელავში დედის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
თელავში დედის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა; თავად ბრალდებული ამტკიცებს, რომ მომხდარის შესახებ არაფერი ახსოვს.

თელავში, დედის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
სხდომა თელავის რაიონულ სასამართლოში გაიმართა.
თავად ბრალდებულის თქმით, მომხდარის შესახებ არაფერი ახსოვს.
ბრალდებულს ბრალი ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის აქვს წარდგენილი.
დანაშაული 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს-ს ცნობით, ბრალდებულმა კახეთის რეგიონში, კერძოდ, თელავში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებული ქალი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…