სოფელ შილდაში მანქანა 65 წლის ქალს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში მსუბუქი ავტომობილი სამსახურისკენ მიმავალ 65 წლის ქალს დაეჯახა, რომელიც მიღებული დაზიანებებით ადგილზე დაიღუპა.

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 65 წლის ქვეითად მოსიარულე ქალი დაიღუპა – ინფორმაციას მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს.
შემთხვევა სოფლის ცენტრალურ გზაზე მოხდა.
მათივე წყაროს ცნობით, ქალი სამსახურში გადაადგილდებოდა, რა დროსაც მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.
მიღებული მძიმე დაზიანებების შედეგად, ის ადგილზე დაიღუპა.
ცხედარი გურჯაანში, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები და სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ბრიგადა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…