პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

GCCA სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრებს აგრძელებს

განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ თელავის მე-7 საჯარო სკოლაში მოსწავლეებთან შეხვედრა გამართა, სადაც კონკურენციაზე, ნივთის 14 დღეში დაბრუნების წესსა და საგარანტიო პირობებზე ისაუბრეს.

GCCA სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრებს აგრძელებს
რუსთავი 2

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) წარმომადგენლებმა, სააგენტოს სასწავლო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, 6 ნოემბერს, საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრა, ამჯერად, კახეთში - ქალაქ თელავის სსიპ N7 საჯარო სკოლაში გამართეს.

შეხვედრის ფარგლებში, მოსწავლეებმა კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის ძირითად საკითხებზე მიიღეს ინფორმაცია. პრეზენტატორებმა ისაუბრეს ჯანსაღი კონკურენციის მნიშვნელობის, კონკურენციის პოლიტიკის ძირითადი პრინციპების, კონკურენციის შემზღუდველი პრაქტიკების გამოვლენისა და მათ წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმების შესახებ. მოსწავლეებს განემარტათ, თუ რა გავლენა აქვს კონკურენციას მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე, კერძოდ, როგორ უწყობს კონკურენტული გარემო ხელს მომხმარებლისთვის უკეთესი ფასის, ხარისხისა და არჩევანის შეთავაზებას.

მოსწავლეებთან მომხმარებლის უფლებების დაცვის საკითხებზე ისაუბრა სააგენტოს მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა ნინი ცაბუტაშვილმა, ხოლო კონკურენციის საკითხები სააგენტოს სასწავლო-კვლევითი ცენტრის უფროსმა პროექტ-მენეჯერმა ეთერ შაგულაშვილმა წარადგინა.

მომხმარებლის უფლებების მიმართულებით, შეხვედრაზე განიხილეს მოვაჭრის ვალდებულებებისა და ონლაინ ვაჭრობის წესებთან დაკავშირებული საკითხები, კერძოდ, 14 დღის განმავლობაში ნივთის უპირობოდ დაბრუნების უფლება და საგარანტიო პირობები.

სააგენტოს წარმომადგენლებმა მოსწავლეებს გააცნეს GCCA-ს საქმიანობა და ელექტრონული რესურსები, რომლებიც მათ, როგორც მომხმარებლების, უფლებების დაცვასა და ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში დაეხმარება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სააგენტოს საგანმანათლებლო ვებპორტალს - კონკურენციის ონლაინ ლექსიკონსა და ფასების შედარების პორტალ „ეკალათას“, მათ ფუნქციებსა და პრაქტიკულ გამოყენებას.

საჯარო სკოლებში საინფორმაციო-საგანმანათლებლო ღონისძიებების ჩატარება GCCA-სა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმით გათვალისწინებული თანამშრომლობის ერთ-ერთი მიმართულებაა. პროგრამის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოწყვლადი ჯგუფების, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლეებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ინფორმირებასა და მათთვის საგანმანათლებლო შესაძლებლობების ხელმისაწვდომობის გაზრდას.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
GCCA-მ ქალაქ რუსთავში ახალგაზრდებთან საგანმანათლებლო შეხვედრა გამართაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები