პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში დენის დარტყმის შედეგად 31 წლის კაცი დაიღუპა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ უზუნთალაში 31 წლის ხელოსანი მაღალი ძაბვის ელექტროსადენებთან შეხების შედეგად, დენის დარტყმით დაიღუპა. შსს-მ გამოძიება უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით დაიწყო.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში დენის დარტყმის შედეგად 31 წლის კაცი დაიღუპა
TV პირველი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 31 წლის მამაკაცი დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა.

შემთხვევა კაბალის ტერიტორიულ ერთეულში შემავალ სოფელ უზუნთალაში მოხდა.

ინფორმაციას “მთავარი ამბები კახეთიდან“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, კაცი ხელოსანი იყო და ერთ-ერთი ადგილობრივის ფარდულს თუნუქის ფურცლებს აფარებდა, რა დროსაც მაღალი ძაბვის ელექტროსადენებს შეეხო.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შსს-მ ლაშა ნაცვლიშვილის წინააღმდეგ საქმე აღძრა – დეტალებიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები