კახეთის პოლიციამ ქურდობისა და პირადი დოკუმენტების გატაცების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი დააკავა
შსს-ს ცნობით, გურჯაანში საცხოვრებელი სახლიდან დიდი ოდენობით თანხისა და პირადი დოკუმენტების ქურდობის ბრალდებით პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობისა და მნიშვნელოვანი პირადი დოკუმენტების გატაცების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, მოქალაქის საცხოვრებელი სახლიდან დიდი ოდენობით თანხა და დაზარალებულის პირადი დოკუმენტები მოიპარა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს", - აღნიშნულია განცხადებაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე და 363-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…