პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-ს ცნობით, თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 11 პირი დააკავეს, ხოლო ერთ-ერთის სახლიდან მარიხუანაც ამოიღეს.

თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს - შსს
რუსთავი 2

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლისა და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 11 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

"სამართალდამცველების მიერ ბრალდებულების პირადი, ავტომანქანებისა და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია სხვადასხვა მოდელის უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი მოწყობილობა, მათ შორის: შვიდი პისტოლეტი, რევოლვერი, ხელყუმბარები, მჭიდები და რამდენიმე ასეული ვაზნა.

სამართალდამცველების მიერ, ერთ-ერთი დაკავებულის საცხოვრებელი ბინიდან, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება "მარიხუანა".

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 260-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია შს სამინისტროს ინფორმაციაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ფორმულაოპოზიციურიუკანონო იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 11 პირი დააკავეს
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
სამეგრელოს პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები