ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივი#უკრაინა
არქივი

#უკრაინა

news.ge-ის ძველი საიტის რედაქციის 1745 სტატია ამ თემაზე, ცვლილებების გარეშე.

3 ოქტომბერი, 2026

ალბანეთის პრემიერმა რუსეთი ვირუსს შეადარა

ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა ედი რამამ განაცხადა, რომ დასავლეთ ბალკანეთი ევროკავშირის შუაგულში “ხვრელს” წარმოადგენს, რაც სავალალო შედეგების რისკს შეიცავს. ვითარების არსი: Die Welt-თან ინტერვიუში ედი რამამ დასავლეთ ბალკანეთისთვის…

1 ოქტომბერი, 2026

ნიკოლოზ ვაშაკიძე: როგორც ჩანს, მთავარი ოპოზიციური ძალები საქართველოში მართლაც აიკრძალება და შესაბამისად იკვეთება ის, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე მმართველი გუნდი პრაქტიკულად უკონკურენტო გარემოში აპირებს გასვლას

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს, ნიკოლოზ ვაშაკიძეს ესაუბრა. – ბატონო ნიკოლოზ, თქვენთვის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკის საკითხები ის თემებია, რომელშიც დიდი…

29 სექტემბერი, 2026

ზენონ იარაჯული: უთანასწორო ომში მყოფი ხალხი გვეუბნება, რომ ჩვენი ტკივილი ახსოვთ. აი, ის, რაც მეგობრობაზე მეტია: ძმობა, რომელიც ეროვნულ საზღვრებს სცდება და ჭირში ერთმანეთის დახმარებით მტკიცდება

"თითქმის ყველამ ნახა, როგორ გაშალეს უკრაინელმა გულშემატკივრებმა ბანერი: „SOKHUMI IS SAKARTVELO 7634 LIVES SAVED BY UKRAINE WE REMEMBER!" 1993 წლის შემოდგომაზე, სოხუმის დაცემისთანავე, უკრაინამ ჩვენს გასაჭირს უპასუხა. გემებით სოხუმიდან…

28 სექტემბერი, 2026

კახა ჯაფარიძე: კიევში შემზარავი კადრები ვრცელდება... ალმოდებული შენობიდან ადამიანები ფანჯრებიდან ცდილობენ გადმოხტომას (ვიდეო)

სამოქალაქო აქტივისტი კახა ჯაფარიძე: კიევში შემზარავი კადრები ვრცელდება: რუსულმა რეაქტიულმა დრონებმა უკრაინის მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას დაარტყეს. ალმოდებული შენობიდან ადამიანები ფანჯრებიდან ცდილობენ გადმოხტომას. ​საბავშვო ბაღებისა და…

28 სექტემბერი, 2026

რომის პაპი - სამწუხაროდ, დღეს ომი დაბრუნდა, ევროპაშიც კი - მოლაპარაკებებში სიმამაცე უნდა გამოვიჩინოთ და მზად ვიყოთ მშვიდობისთვის გარკვეული პოზიციების დასათმობად

მომლაპარაკებლები მზად უნდა იყვნენ იმისთვის, რომ მშვიდობის მისაღწევად „გარკვეული პოზიციები“ გაწირონ , - ამის შესახებ რომის პაპმა ლეო XIV-მ საფრანგეთის ქალაქ მეცში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. რომის პაპმა სიტყვით გამოსვლისას კონკრეტულად…

27 სექტემბერი, 2026

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინულმა ძალებმა დონეცკის ოლქში მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწიეს

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინულმა ძალებმა დონეცკის ოლქში მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწიეს. როგორც უკრაინის პრეზიდენტი X-ზე წერს. „დონეცკის ოლქის ლიმანის მიმართულებით, ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში, ასევე…

27 სექტემბერი, 2026

უკრაინის ომში დაღუპული კახა თილიძის მეუღლე, ცირა ქინქლაძე, მათი 9 წლის შვილის, დანიელის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას განმარტავს

უკრაინის ომში დაღუპული კახა თილიძის მეუღლე, ცირა ქინქლაძე, მათი 9 წლის შვილის, დანიელის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას განმარტავს და აცხადებს, რომ ბავშვის პირადი განცდა სოციალურ ქსელში კამათისა და შეურაცხყოფის მიზეზი გახდა. “- ჩემთვის…

27 სექტემბერი, 2026

უცნობმა ობიექტმა რუმინეთის საჰაერო სივრცე დაარღვია, თავდაცვის უწყებამ ავიაცია გაააქტიურა

რუმინეთის საჰაერო სივრცე 26 სექტემბრის ღამეს უცნობმა სამიზნემ დაარღვია, რის გამოც მოკავშირეთა გამანადგურებლები აფრინდნენ, - ამის შესახებ რუმინეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება. თავდაცვის სამინისტროს სარადარო სამეთვალყურეო სისტემამ საჰაერო…

27 სექტემბერი, 2026

"როცა სოხუმი უკანასკნელ დღეებს, საათებს და მებრძოლებს ითვლიდა, სენაკის სამხედრო აეროპორტში პრეზიდენტი გამსახურდია ჩამოფრინდა. მისი გამოჩენა იმდენად მოულოდნელი და შოკის მომგვრელი იყო, რომ კარგა ხანს მანქანაც ვერ მონახეს, რომ ზუგდიდში ჩამოეყვანათ"

მწერალი ბექა ქურხული: 2021 წლის 27 სექტემბერს 28 წელი გავიდა, ბოლო 2 საუკუნის ყველაზე დიდი ქართული ომიდან რუსეთთან აფხაზეთში, რომელიც სოხუმის დაცემით დასრულდა! სოხუმი და აფხაზეთი იქცა ცხინვალთან ერთად, საქართველოს და ჩემი თაობის ბრძოლის,…

26 სექტემბერი, 2026

სენატორების ორპარტიული ჯგუფი - სენატორები დონალდ ტრამპს „დიდი ოცეულის“ სამიტზე ვლადიმერ პუტინის მიწვევის გაუქმებისკენ მოუწოდებენ

სენატორები დონალდ ტრამპს „დიდი ოცეულის“ სამიტზე ვლადიმერ პუტინის მიწვევის გაუქმებისკენ მოუწოდებენ, - ამის შესახებ ამერიკელი სენატორების ორპარტიული ჯგუფის წერილშია ნათქვამი. ამერიკელი სენატორების განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ…

25 სექტემბერი, 2026

კაია კალასი: ...ეს კარგი ამბავია უკრაინისთვის და ცუდი რუსეთისთვის

ევროკავშირის ქვეყნები უკრაინისთვის 6.6 მილიარდი ევროს გამოყოფაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი სოციალურ ქსელში ავრცელებს. “ევროკავშირის წევრი ქვეყნები უკრაინისთვის “ევროპული…

25 სექტემბერი, 2026

ვოლოდიმირ ზელენსკი - დონალდ ტრამპმა მითხრა: „საბოლოოდ გადავწყვიტე, უკრაინა Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიებს მიიღებს“

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ნიუ-იორკში აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრისას დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება უკრაინას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის რაკეტების წარმოების ლიცენზია…

25 სექტემბერი, 2026

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინამ პარტნიორებს ღიად აცნობა: ზამთრის მოახლოებასთან ერთად რუსეთი მხოლოდ გააძლიერებს ესკალაციას, თუ მასზე ზეწოლა არ მოხდება

ეს იყო აბსოლუტურად სასტიკი და ამაზრზენი თავდასხმა, რომელიც ყოველგვარ სამხედრო ლოგიკას მოკლებულია, - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსული ძალების მიერ კიევზე დღეს განხორციელებულ თავდასხმას. “რუსებმა კიევში საცხოვრებელ…

24 სექტემბერი, 2026

ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის დაახლოებით 3 მილიარდი ევროს გამოყოფა დაამტკიცა

ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის დაახლოებით 3 მილიარდი ევროს გამოყოფა დაამტკიცა, - ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს. ევროკავშირის საბჭოს ცნობით, უკრაინა თანხას მხარდაჭერის პროგრამა - Ukraine Facility-ის ფარგლებში…

24 სექტემბერი, 2026

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთი 47 ქვეყნის მოქალაქეებს იყენებს - ცოტა ხნის წინ ორი ჩრდილოეთ კორეელი ომის ტყვე გადავეცით კორეის რესპუბლიკას

უკრაინამ სამხრეთ კორეას ორი ჩრდილოეთ კორეელი ომის ტყვე გადასცა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. ,,ცოტა ხნის წინ ორი ჩრდილოეთ კორეელი ომის ტყვე გადავეცით…

22 სექტემბერი, 2026

ვოლოდიმირ ზელენსკი - პოზიტიური და პროდუქტიული შეხვედრა მქონდა პრეზიდენტ ტრამპთან - როგორც აშშ-ს, ასევე, უკრაინას სურთ რუსეთის უაზრო ომის დასრულება ზამთრამდე

პოზიტიური და პროდუქტიული შეხვედრა მქონდა პრეზიდენტ ტრამპთან , - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ნიუ-იორკში აშშ-ის პრეზიდენტ, დონალდ ტრამპთან გამართული შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს. ზელენსკის თქმით, როგორც…

22 სექტემბერი, 2026

ფიქრია ჩიხრაძე: ბიძინა ივანიშვილმა ძალიან კარგად იცის, რომ ასეთ რადიკალურ ნაბიჯებზე წასვლა, მისთვისაც ძალიან მძიმე იქნება

ღარიბაშვილი ჩივის, როგორც დაჩაგრული ადამიანი, მაგრამ ამ ყველაფრის მიღმა გამოსჭვივის ის, რომ სადღაც ვიღაც იღებს გადაწყვეტილებას: „ამას სიკვდილი, იმას ჩამოხრჩობა, ამას დაუმძიმდეს ბრალი", იმას [არა]“ , - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“…

22 სექტემბერი, 2026

დონალდ ტრამპი უკრაინა-რუსეთზე - შეთანხმებას უნდა მიაღწიონ, ვფიქრობ, რაღაც მოხდება - უკრაინელები ნამდვილად კარგი მებრძოლები არიან, შეუძლიათ საკუთარი თავით იამაყონ - ენერგეტიკაზე დარტყმები დიდი დარტყმაა რუსებისთვის

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა აშშ-ს პრეზიდენტს დონალდ ტრამპს „ლინდსი გრემის“ კანონპროექტის მხარდაჭერისთვის. დონალდ ტრამპმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვედრის…

22 სექტემბერი, 2026

რუსეთი ევროპას წლის ბოლოს დაარტყამს?! - რეალური საფრთხე თუ სიტუაციის სპეციალურად დაძაბვა?

რუსეთსა და ნატოს წევრ ევროპული ქვეყნების ძირითად წევრებთან ურთიერთობა რომ უკიდურესად დაძაბულია და ეს საშიში პროცესი ყოველდღიურად ღრმავდება, ფაქტია. და ეს არ ხდება მარტო უკრაინის თემასთან დაკავშირებით, რადგან ევროპული ქვეყნები,…

21 სექტემბერი, 2026

ვოლოდიმირ ზელენსკი - ნამდვილად, რუსეთის ომი უკრაინისა და საღი აზრის წინააღმდეგ უნდა დასრულდეს - უკრაინა პირველივე წუთიდან მშვიდობისკენ ისწრაფვის

ნამდვილად, რუსეთის ომი უკრაინისა და საღი აზრის წინააღმდეგ უნდა დასრულდეს , - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს. ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ…

21 სექტემბერი, 2026

შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირის წევრობა საქართველოსთვის არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე - ყველამ უნდა დაიმახსოვროს და მოსინჯვებს შეეშვას

ევროკავშირის წევრობა საქართველოსთვის არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გარეშე. ყველამ უნდა დაიმახსოვროს. ის, რომ გვარამია იმეორებს კამპანიის გზავნილს, რაც საბოლოოდ გულისხმობს, საქართველოსგან აფხაზეთის და…

20 სექტემბერი, 2026

ვოლოდიმირ ზელენსკი - დონალდ ტრამპს ვესაუბრე, შევთანხმდით ნიუ-იორკში შეხვედრაზე, რასაც ბევრი რამის შეცვლა შეუძლია

უკრაინის პრეზიდენტი ვილოდიმირ ზელენსკი აშშ-ს პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ესაუბრა. ზელენსკის თქმით, შეთანხმდნენ შეხვედრაზე. უკრაინის პრეზიდენტმა, ასევე, აღნიშნა, რომ აღნიშნულ შეხვედრას ბევრის შეცვლა შეუძლია და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ…

20 სექტემბერი, 2026

რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების პერიოდში განხორციელებულ „კიბერშეტევებში“ უკრაინასა და დიდ ბრიტანეთს ადანაშაულებს

რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები შეუფერხებლად მიმდინარეობს, მიუხედავად „კიბერშეტევებისა“. სახელმწიფო სააგენტო „ტასის“ ცნობით, ელა პამფილოვამ აღნიშნა, რომ ელექტრონული…

19 სექტემბერი, 2026

ალექსანდრე თვალჭრელიძე: საბჭოთა კავშირი არა სოლჟენიცინმა, არა სახაროვმა, არამედ ჩუმმა, სამზარეულოებში ჩაკეტილმა, მაგრამ მასიურმა პროტესტმა დაშალა

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტს, ალექსანდრე თვალჭრელიძეს ესაუბრა. - ბატონო ალექსანდრე, რადგან ახლა ხშირად განხილვადი თემაა სუს-ის შეფის…

19 სექტემბერი, 2026

მარინ ლე პენი და ჯორდან ბარდელა - რუსეთს არ შეუძლია დაშინებით, მუქარებით, დესტაბილიზაციითა და ფსიქოლოგიური ზეწოლით საფრანგეთის პოლიტიკის კარნახი

რუსეთს არ შეუძლია დაშინებით, მუქარებით, დესტაბილიზაციითა და ფსიქოლოგიური ზეწოლით საფრანგეთის პოლიტიკის კარნახი. ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას ფრანგული პარტიის “ეროვნული გაერთიანების” ლიდერები, მარინ ლე პენი და ჯორდან ბარდელა…

19 სექტემბერი, 2026

ემანუელ მაკრონი - ევროპელებისა და საფრანგეთის მიმართ რუსეთის ჰიბრიდული საფრთხე გაძლიერდა - ჩვენი დღევანდელი და ხვალინდელი უსაფრთხოება სასწორზე დევს უკრაინაში

ევროპელებისა და საფრანგეთის მიმართ რუსეთის ჰიბრიდული საფრთხე გაძლიერდა - ჩვენ დღევანდელი და ხვალინდელი უსაფრთხოება სასწორზეა უკრაინაში. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პარტიების ლიდერებთან და საპრეზიდენტო…

18 სექტემბერი, 2026

გია ჯაფარიძე - „ქართული ოცნების“ ქმედებებით აღარ ვართ ევროკავშირის „მენიუში“, ბუნებრივია, რომ ევროკომისიის პრეზიდენტი საქართველოს აღარ ახსენებს - რაც შეეხება რუსოფობიას, როგორ შეიძლება ქართველებში რუსების სიყვარული, როცა 200 წელია რუსის გეშინია?

ჩვენ „ქართული ოცნების“ მიზანმიმართული ქმედებებით ძალიან დიდი ხანია, აღარ ვართ ევროკავშირის „მენიუში“. მოლოდინი არც უნდა გვქონოდა, რომ საქართველო იქნებოდა ევროკომისიის პრეზიდენტის მოხსენებაში. ეს არ არის „ქართული ოცნების“ ბოსტანი, ეს…

17 სექტემბერი, 2026

შოიგუმ შალვა პაპუაშვილი შეაქო

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი სერგეი შოიგუ დასავლეთს საქართველოსა და სომხეთის საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს. „დასავლელები ღიად და უცერემონიოდ ცდილობენ ჩარევას პოლიტიკურ სიტუაციაში. ამიერკავკასიაში ჩვენ…

17 სექტემბერი, 2026

პესკოვი - აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტის დამტკიცება არამეგობრული ქმედებაა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტის დამტკიცება არამეგობრული ქმედებაა, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. „ეს არამეგობრულ ქმედებებს მიეკუთვნება“, - აღნიშნა პესკოვმა.…