“როცა სოხუმი უკანასკნელ დღეებს, საათებს და მებრძოლებს ითვლიდა, სენაკის სამხედრო აეროპორტში პრეზიდენტი გამსახურდია ჩამოფრინდა. მისი გამოჩენა იმდენად მოულოდნელი და შოკის მომგვრელი იყო, რომ კარგა ხანს მანქანაც ვერ მონახეს, რომ ზუგდიდში ჩამოეყვანათ”

მწერალი ბექა ქურხული:
2021 წლის 27 სექტემბერს 28 წელი გავიდა, ბოლო 2 საუკუნის ყველაზე დიდი ქართული ომიდან რუსეთთან აფხაზეთში, რომელიც სოხუმის დაცემით დასრულდა! სოხუმი და აფხაზეთი იქცა ცხინვალთან ერთად, საქართველოს და ჩემი თაობის ბრძოლის, მსხვერპლის, გმირობის, ტრაგედიის და სისხლის სიმბოლოდ!
მადლობა და ბოდიში ამ ბრძოლის ვეტერანებს აქაც და საიქიოშიც!
ქართულ ვენდეტას ვადა არა აქვს და არასოდეს თქვენს სისხლს არ დავივიწყებ!
დიდება საქრთველოს!
სამოთხიდან გაქცეულები
(ფრაგმენტი რომანიდან სოხუმის დაცემა)
13 სექტემბერს, რუსეთმა კიდევ ერთხელ, ვერაგულად დაარღვია საქართველოსთან დადებული 27 ივლისის საზავო ხელშეკრულება და ფაქტიურად განიარაღებულ, მშვიდობიანი ცხოვრებისათვის გამზადებულ სოხუმზე, მორიგი, მოულოდნელი ფართომაშტაბიანი იერიში მიიტანა. აღმოჩნდა რომ აკაკი ბაქრაძეც, რომლიც ამ ხელშეკრულებას ძალიან მტკიცედ და პრინციპულად აპროტესტებდა და ის მეომრებიც, ვინც აღჭურვილობას ტყეში მალავდნე ცამდე მართლები იყვნენ. `მსოფლიო მნიშვნელობის პოლიტიკოსს~ ედუარდ შევარდნაძეს კი მხოლოდ ისღა დარჩენოდა, ჰუსარისგან რამდენჯერმე შეცდენილი გუვერნანტკასავით, მოთქმა დაეწყო: `რუსებმა კიდევ ერთხელ მომატყუესო…~ მის მიერ საკუთარ თავზე აღებული პასუხისმგებლობა იმით დამთავრდა, რომ აფხაზეთის მოსახლეობამ და მებრძოლებმა, მართლა საკუთარი სისხლით და სიცოცხლით აგეს პასუხი, თვითონ კი ამ კატასტროფული მარცხის შემდეგ, კიდევ ათი წელი მორჭმით მართავდა ქვეყანას.
მტერმა, მძიმე შეიარაღების გარეშე, ავტომატებისა და ყუმბარმტყორცნების ანაბარა დარჩენილი ქართველების პოზიციებზე ჰაერიდან, ხმელეთიდან და ზღვიდან შემოტევა წამოიწყო. გუდაუთის რუსული 50–ზე სამხედრო ავიაბაზიდან აფრენილი სუ–27 ტიპის ავიამოიერიშეები სოხუმს ბომბავდნენ, სახმელეთო იერიშებში კი მსუბუქი `ბეემდე~–Aები, ტ–72A ტანკები და საარტილერიო დანადგარი `ნონა–ეს” მონაწილეობდა. `ს–300~ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის გამოყენებით ჩამოაგდეს ქართული მოიერიშე თვითმფრინავები და ვერტმფრენები რომლებიც თავისი სამხედრო შენაერთების დახმარებას ცდილობდნენ. დაიღუპა მფრინავი, ზურაბ იარაჯული რომელმაც კატაპულტირება მოასწრო და მტრის ზურგში ჩავარდნილი ბოლო ტყვიამდე იგერიებდა მტერს და ცოცხალი თავით ტყვედ არ ჩაბარდა. ტყვარჩელიდან და ოჩამჩირედან მოქმედმა აფხაზურმა და ჩრდილოეთ–კავკასიურმა პარტიზანულმა რაზმებმა მდინარე კელასურაზე წითელი ხიდის მისადგომებთან კვლავ გადაკეტეს ოჩამჩირის-სოხუმის გზა და ოჩამჩირიდან ალყის გასარღვევად წამოსული გაფანტული დაჯგუფებები მასირებული ცეცხლით შეაჩერეს. რუსმა ინსტრუქტორებმა კი აქა–იქ შემორჩენილი ჯავშანტექნიკა, ტანკსაწინააღმდეგო სისტემა `ფაგოტით~ გაანადგურეს. სოხუმი, თავისი ღალატით ჩამოტყუებული მშვიდობიანი მოსახლეობით და მებრძოლებით ხაფანგში აღმოჩნდა მომწყვდეული… ქართული შენაერთები კვლავ არაორგანიზებულად, საკუთარი ინიციატივით შეეცადნენ სოხუმში დაბრუნებას და ძმაკაცების, ნათესავების და თანამებრძოლების დახმარებას. გია ყარყარაშვილმა თავისი `თეთრი არწივით~ კელასურზე მტრის ალყა გამორღვია, ოჩამჩირიდან დამხმარე ძალების წამოიყვანა და უკან სოხუმში შებრუნდა. მათ შორის იყვნენ გვარიანად შეთხელებული მხედრიონელებიც. ამის გარდა აფხაზეთზე იერიშის განახლების შემდეგ, სახლში დაბრუნებული მებრძოლების ნაწილმა, თვითმფრინავით მოასწრეს სოხუმში დაბრუნება. გააფთრებული წინააღმდეგობის მიუხედავად რუსეთის არმიამ და მათთან შეკედლებულმა რუსმა კაზაკებმა, ჩეჩნებმა, ყაბარდოელებმა, ბაგრამიანის სახელობის სომხურმა ბატალიონმა და აფხაზებმა, სოხუმის გარეუბნებში –გუმისთაზე, ახალ რაიონში, ჭანბას ქუჩაზე, ცუგუროვკაზე და ფუნიკულიორზე შემოაღწიეს. ისევე როგორც 1993 14_16 მარტის ბრძოლებში, მოწინააღმდეგეებთან დროდადრო ხელჩართულ ბრძოლებზე გადადიოდნენ. რუსეთის თავდაცვის გენერალური შტაბის მეთაურმა კოლესნიკოვმა მოვლენებს ოდნავ გაუსწრო წინ და განაცხადა რომ სოხუმი 19 სექტემბერს დაეცემოდა. სოხუმი განუწყვეტლივ იბომბებოდა, ივლისში დაკავებული კომანისა და შრომის სიმაღლეებიდან და ახლა უკვე სოხუმის ფუნიკელიორიდანაც. საარტილერიო ცეცხლი ბაბუშერას აეროპორტამდე უწევდა. გარდა ამისა, ზღვაზე საზენიტო ქვემეხებით შეიარაღებული სამხედრო კატარღები პატრულირებდნენ, რომლებსაც ფაქტობრივად სოხუმი-ფოთის საზღვაო გზაც გადაჭრეს.
თავად სოხუმში კი გააფთრებული ბრძოლები არ წყდებოდა. თუმცა უკვე ყველა გრძნობდა რომ განწირულები იყვნენ. 21 სექტემბერს თბილისიდან სოხუმისკენ უკანასკელი თვითფრინავი `ტუ–154~ გამოფრინდა ეკიპაჟის 12 წევრითა და 120 მებრძოლით. სოხუმში, ბაბუშერას აეროპორტში დაშვებისას რუსმა სამხედროებმა ზღვიდან `სტრელა–2~ს ესროლეს. პილოტებმა დაზიანებული თვითმფრინავი ჰაერშივე გაასწორეს და ასაფრენ ბილიკზე დასვეს, მაგრამ დაჯდომისას დაიმტვრა და ცეცხლი წაეკიდა. მხოლოდ ოთხმა პილოტმა და თორმეტმა მებრძოლმა მოახერხა ნაწილ–ნაწილ დაშლილი და აალებული თვითმფრინავიდან თავის დაღწევა. დაღუპულების უმრავლესობა, ცეცხლში ჩაიწვა ან კვამლისგან გაიგუდა. თვითმფრინავის ავზები ნახევრად სავსე იყო, რადგან დაჭრილი მებრძოლები და ლტოლვილები უკან თბილისში უნდა გადაეფრინათ. ეს იყო ყველაზე დიდი ავიაკატასტროფა საქართველოს ომების ისტორიაში. ყველაფერი სოხუმის დამცველებისა და აფხაზეთის მოსახლეობის თვალწინ მოხდა, რამაც კიდევ უფრო დათრგუნა ისედაც სასოწარკვეთილი ხალხი. მშვიდობიანი მოქალაქეები ცეცხლის კალოდ ქცეული სოხუმიდან თავის დაღწევას და ზარზეიმით დაბრუნებული ოჯახებისა და ბავშვების გამოყვანას ცდილობდნენ. მებრძოლები უკანსაკნელი ძალებით, ბოლო მჭიდებით იცავდნენ ქალაქს, ერთმანეთს ადერძს უტოვებდნენ, ხელყუმბარებს ინაწილებდნენ. ყველა ძალიან ცუდ ხასიათზე იყო, მათ შორის ტურაც. თითქოს გული უგრძნობდა რომ აქედან ცოცხალი ვეღარ გააღწევდა და უკვე ნანობდა, ივლისში შოთიკოს და თემურას თბილისში რომ არ გაჰყვა. ყოველდღე ახალახალ თანამებრძოლებს და ძმაკაცებს კარგავდა. სახლშიც ვეღარ ასვენებდნენ და ბიჭებს სადაც მოხვდებოდათ იქ კრძალავდნენ. ტურა გრძნობდა რომ ვეღარ უძლებდა. დღისით იბრძოდა, სხვებთან ერთად ჩხუბობდა, `მაინც გვიღალატა და გაგვყიდა ამ ნაბოზვარმა შევარნაძემო~. თან მაინც იმედიანად იყურებოდა აღმოსავლეთისკენ, იქნებ კიდევ მოხდეს სასწაული და რაიმე შეიცვალოსო. ღამე კი კოშმარები ესიზმრებოდა და ბოლომდე შეუხორცებელი ჭრილობები სტეხდა. ამიტომ როცა ჯაბამ და წესრიგამ უთხრეს, ხვალ თვითმფრინავი მიფრინავს სოხუმიდან თბილისში და დაჭრილ ბიჭებს შენ უნდა გაჰყვე, სხვას ვერავის ვანდობთო. დიდად აღარ გაუპროტესტებია. ჯერ ერთი არანაკლები რისკი იყო, სწორედ წინა დღეს ჩამოაგდეს რუსებმა აეროპორტში თბილისიდან გამოფრენილი თვითმფრინავი და მეორეც ეტყობა ჯაბამაც შეატყო რომ ტურა ძალიან გადაიღალა და გამოიფიტა. მეორე დღეს, 23 სექტემბერს ტურამ დილიდანვე დარეკა შოთიკასთან, რომელმაც ზუსტად ნახევარი წუთით გაასწრო და ჯინაზე ყურმილი ქალბქტონმა ლამარამ აიღო. ტურამ ჯერ კინაღამ ტელეფონი დაკიდა, მაგრამ მერე გადაიფიქრა:
–Aლამარა დეიდა გამარჯობათ, მე ვარ, შოთიკო სახლშია?
–Aხმის კანკალით ჰკითხა როგორც მაშინ ბავშვობაში, თან ცდილობდა რაც შეიძლება ზრდილობიანად და გამართულად ესაუბრა.
–Aარა გასულია!
–Aკარგა ხნის პაუზის მერე უპასუხეს.
–Aისა შოთას უთხარით, რომ მოვფრინამ ვსიო! ბიჭები მომყავს, მოვდივარ რა!.. აქ ძალიან ცუდი ამბებია, მორჩა რა ყველაფერი, გაგვყიდა ამ… ამან რა… შოთიკოს უთხარი რო აღარ წამოვიდეს, აზრი აღარა აქ, რომ ჩამოვალ პირდაპირ მანდ ამოვალ რა ლამარა დეიდა… მართლა პატარა ბავშვივით მიაყარა ტურამ
–Aმოდი შვილო, მოდი!
–Aსაკუთარი ხმა ვეღარ იცნო ქალბატონმა ლამარამ და ცრემლები წამოუვიდა
–A`ვა~ გაიფიქრა ქალბატონი ლამარას ხმით გაოგებულმა ტურამ და გაოცებისგან ყურმილი დაკიდა. `ვსო რა, წავედი სახლში, რაც შემეძლო ვქენი და ეხლა, ერთი ამათი დედაც!.. რაღაცას ატრაკებენ ესენი მგონი მართლები არიან პაპიკა და თემურა”
23 სექტემბერს `ტუ–134~ის ეკიპაჟი სანამ ტურა და ტურას დაჭრილ ძმაკაცებში არეული მშვიდობიანი მოქალაქეები, სულ 24 მგზავრი ერთი ყაყანით, ჩხუბით და გინებით თვითმფრინავში სხდებოდნენ, ძრავებს ახურებდნენ, რომ დრო არ დაეკარგათ, აეროპორტს უკვე არტილერია ბომბავდა. როგორც იქნა ჩაბარგდნენ, თვითმფრინავი, დაიძრა მობრუნდა უკვე ასაფრენად გაქანდა და `გრადის~ ჭურვის ნამსხვრევებმა დააფარცხავა. მწყობრიდან გამოსული თვითმფრინავი რაღაც სასწაულით არ აფეთქდა.. ისევ პილოტებმა იყოჩაღეს, იმის მიუხედავად რომ ჭურვის ნამსხვრევმა ერთერთი მფრინავი ადგილზე მოკლა, მაინც არ დაიბნენ და დროულად მოახერხეს, დაჭრილებისა და მგზავრების დაზიანებული თვითმფრინავიდან გამოყვანა. შავტუხა ტურა შიშისგან გაფითრდა, სულ რაღაც ორიოდე დღის წინ სწორედ ამ აეროპორტში ფაქტიურად მის თვალწინ ცოცხლად ჩაიწვნენ ბიჭები თვითმფრინავში, ახლა კი თავად გამოემწყვდა თავისი დაჭრილი თანამაებრძოლებიანად ამ სიკვდილის მილში. უცებ მოეჩვენა რომ თვითმფრინავის სალონი დავიწროვდა და საშინელი ჰაერის უკმარისობა დაეწყო. პირდაღებული ღრმად სუნთქავდა და ჰაერი არ ჰყოფნიდა, თავს ძლივს იკავებდა ყველასთვის არ გადაესწრო, არ გადაეთელა და კართან არ მივარდნილიყო. ტურამ მაინც მოახერხა თავის ხელში აყვანა, მფრინავებთან ერთად ბოლო გამოვიდა აფეთქებული თვითმფრინავიდან და სოხუმელ ბიჭებთან ერთად დაჭრილები და ახლად გარდაცვლილი პილოტიც გადმოასვენა. აეროპორტის ტერიტორიაზე ჭურვები ფეთქდებოდა, მაგრამ ტურას აღარ ენაღვლებოდა, რაკი აფეთქებული თვითმფრინავის დავიწროვებულ სალონს თავი დააღწია, თავს ზემოთ ცას ხედავდა და სუფთა ჰაერს სუნთქავდა. თუმცა მერე, უკვე ცოტა მოგვიანებით, როდესაც დაჭრილი თანამებრძოლები უკან სოხუმის ჰოსპიტალში მიიყვანა და დაბომბილი და დანგრეული ქალაქის ქუჩები გაიარა, ძალიან წაუხდა ხასიათი, ცუდად ენიშნა, სოხუმიდან გაფრენა რომ ვერ მოახერხეს და მტრის არტილერია უკვე აეროპორტსაც სწვდებოდა. ჯაბა იოსელიანი, წესრიგა და დანარჩენი მხედრიონელებიც უგუებოდ დახვდნენ. `ძალიან ცუდადა გვაქვს საქმე, მთელი დღე დავრბივარ და მეომრებს ვამხნევებ მაგრამ აღარ ჩერდებიან, გარბიან უკვეო~ პირდაპირ უთხრა ჯაბამ აეროპორტიდან მობრუნებულ და გადარჩენილ ტურიკას. `იარაღიც აღარა გვაქვს, რითი გინდა რომ გააჩერო.. ბევრს გაუხურებ და ისე არიან გამწარებულები შეიძლება აქეთ გაგაგორონო~ თუმცა ჯაბა მაინც ყოჩაღობდა და მთელი დღეები გარშემო უვლიდა ფრონტს, ზოგან ამხნევებდა, ზოგან შაყირობდა, ზოგან ყვიროდა და ზოგან იცინოდა, მაგრამ თვითონაც გრძნობდა რომ ყველაფერი დამთავრებული იყო. გია ყარყარაშვილიც თავის განთქმულ მანევრებს ატარებდა, მაგრამ უშედეგოდ. აღარაფერი გამოდიოდა.
ტურას თვითმფრინავის აფეთქების მეორე დღეს, 24 ოქტომბერს, როცა სოხუმი უკანასკნელ დღეებს, საათებს და მებრძოლებს ითვლიდა, სენაკის სამხედრო აეროპორტში პრეზიდენტი გამსახურდია ჩამოფრინდა. მისი გამოჩენა იმდენად მოულოდნელი და შოკის მომგვრელი იყო, რომ კარგა ხანს მანქანაც ვერ მონახეს, რომ ზუგდიდში ჩამოეყვანათ. მისი საქართველოში დაბრუნების ამბავი, ელვის უსწრაფესად გავრცელდა და ვიდრე პრეზიდენტი სენაკიდან ზუგდიდში ჩავიდოდა, მთელი საქართველოდან დაიძრნენ მისი მხარდამჭერები. ზუგდიდის ცენტრში 100 000 მდე ადამიანმა მოიყარა თავი. მხარდამჭერების გარდა ზუგდიდში ირაკლი წერეთელიც ჩავიდა, რომელიც გია ჭანტურიასთან ერთად გამსახურდიას ძველი თანამებრძოლი იყო, შემდეგ კი მისი ხელისუფლების დამხობაში აქტიური მონაწილეობა მიიღო. ELწერეთელი ზუგდიდში უძღები შვილივით მიიღეს. პრეზიდენტი გამსახურდია სამხედრო კამუფლაჟში გამოეწყო, მისი მომხრეები დიდ ეიფორიაში იყვნენ და წინასწარ ზეიმობდნენ გამარჯვებას. ამგვარად ალყაში მოქცეული სოხუმის გარდა, ალყაში მოექცა და ზურგის მოეშალა გულრიფშსა და ოჩამჩირესაც. გალიდან სამტრედიამდე და თითქმის ჩოლოქამდე პრეზიდენტ გამსახურდიას მომხრე გვარდიელები აკონტროლებდნენ ვითარებას. გარდა ამისა გამსახურდიას მხარდამჭერი გვარდიელების ნაწილი, რომლებიც აფხაზეთში იბრძოდნენ, ზუგდიდში გაბრუნდნენ და გამსახურდიას დაქვემდებარებაში გადავიდნენ. ამის მიუხედავად პრეზიდენტმა გამსახურდიამ ნათლად განაცხადა რომ ქართულ შეიარაღებულ ფორმირებებს ბოლომდე უნდა ებრძოლათ აფხაზეთში საქართველოს მთლიანობისთვის და ბრძოლას თავად ჩაუდგებოდა სათავეში. ამის შემდეგ ოჩამჩირის სამხედრო შტაბში ასევე მოულოდელად, დაადგა თავზე მეომრებს, რომელთა უმრავლესობა უშუალოდ მონაწილეობდა მისი ხელისუფლების დამხობაში და თავის მხარეზე გადასვლა და აფხაზეთისა და საქართველოსთვის ერთად ბოლომდე ბრძოლა შესთავაზათ. სამხედროები ძალიან გაბრაზებულები და აღრენილები იყვნენ ედუარდ შევარდნაძეზე, განსაკუთრებით 27 ივლისის ხელშეკრულების, რუსეთისადმი მუდმივი დათმობისა და კაპიტულანტური პოლიტიკის გამო, რომელსაც მხოლოდ უკუშედეგი მოჰქონდა. ერთწლიანი ომითა და მსხვერპლით გაბეზრებულებმა ყოყმანი დაიწყეს და თითქოს ჭკუაში დაუჯდათ პრეზიდენტ გამსახურდიას წინადადება. უმეტესობა ახალი თაობის გვარდილები იყვნენ, შევარდნაძის არაფერი ემართათ, უფრო პირიქით და არც ჯაბასავით და მხედრიონივით შეურიგებლად და კატეგორიულად არ იყვნენ გამსახურდიას წინააღმდეგ განწყობილები. ამიტომ მისი სიტყვები: `ახლა ხომ დარწმუნდით რომ შევარდნაძე მოღალატეა და განზრახული აქვს, როგორც გაგრა ჩააბარა, ასევე ჩააბაროს სოხუმი, აფხაზეთი და მთელი საქართველო რუსეთსო.~.. არავის გაუპროტესტებია და არც კითხვები არ გასჩენიათ. თუმცა პრეზიდენტ გამსახურდიას დასავლეთ საქართველოში ჩამოსვლამ, თუნდაც ყველაზე კარგი და კეთილშობილური განზრახვით კიდევ უფრო არია მონასტერი სოხუმსა და აფხზეთში. სამწუხაროდ პოლიტიკაში და მით უმეტეს ომში, მხოლოდ განზრახვა, სურვილი და აღმაფრენა სრულიადაც არ არის საკმარისი მიზნის მისაღწევად და გასამარჯვებლად. უფრო პირიქით, ზედმეტი მოწადინება, რომანტიკა და ლირიკა, ძალიან ხშირად უკუშედეგს იძლევა და პირდაპირი გზაა და კატასტროფული მარცხისაკენ. პოლიტოლოგ მიხეილ ვიგნანსკისა, არ იყოს: «Президент Гамсахурдия очень любил рубить гордиев узел с плеча как Александр Македонский, при эом отнюдь не являясь Александром Македонским!..» გამსახურდიას გამოჩენამ ისედაც არეულ მეომრებში რომლებიც უკვე ლამის კბილებით და ფრჩხილებით იცავდნენ სოხუმის შემოგარენს, კიდევ უფრო მეტი დეზორგანიზაცია შემოიტანა. აფხაზეთის მოსახლეობის და ადგილობრივივ მებრძოლების უმეტესობა გამსახურდიას უფრო თანაუგრძნობდა, მით უფრო მას შემდეგ რაც შევარდნაძე სამეგრელოში და აფხაზეთში შეიჭრა და ამდენი უბედურება დაატრიალა. მთელი ომის განმავლობაში შევარდნაძე სრულიად გაუგებრად მოქმედებდა. რამდენიმე ძალიან ხელსაყრელი ვითარება არ გამოიყენა შეტევაზე გადასასვლელად და ომის დროულად დასამთავრებლად. პირადად ჩაშალა რამდენიმე შეტევა ტყვარჩელზე და 14–16 მარტს სოხუმის ბრძოლების შემდეგ მომზადებული კონტრიერიში, როდესაც მოწინააღმდეგე სრულიად განადგურებული და დემორალიზირებული იყო. ყოველი წარმატებული ოპერაციის შემდეგ თავის შენაერთებს უკან ხევდა და ერთიმეორეზე უფრო წამგებიან ხელშეკრულებას დებდა მტერთან, რომელიც ყოველი ზავის შემდეგ, როგორც კი ძალებს მოიკირებდა დაუყოვნებლივ არღვევდა შეთანხმებას და მოულოდნელ იერიშზე გადმოდიოდა. თანაც ეს რამდენჯერმე განმეორდა. ამ დროს მეომართა ნაწილს გასაკუთრებით კი დასავლეთ საქართველოდან გაუჩნდათ ილუზია რომ პრეზიდენტი გამსახურდია უფრო იპოვიდა ვითარებიდან გამოსავალს. ყოველ შემთხვევაში რუსეთის ჭკუაზე არ ივლიდა. მავე დროს რუსეთმა გასაკუთრებით გააძლიერა სოხუმსა და აფხაზეთზე არა მარტო სამხედრო, არამედ იდეოლოგიური შემოტევაც. გააქტიურდა `ГРУ~ და `ФСБ~–ს აგენტურა, როგორც გუმისთის ფრონტზე ასევე ზურგშიც. გენო ადამიას და სერგო ახალაიას სოხუმის ბრიგადის ბიჭები რომლებიც მთელი ომის განმავლობაში განსაკუთრებული თავზეხელაღებულობით, სიმამაცით და სისასტიკით იბრძოდნენ და იცავდნენ საკუთარ ქალაქს ახლა გუმისთაზე პოზიციებს ტოვებდნენ და ცეცხლწაკიდებული, ალყაშემორტყმული ქალაქიდან ოჯახებისა და ცოლ–შვილის გაყვანას ცდილობდნენ. 14–16 მარტის ბრძოლებში სოხუმელები ტანკებში ცოცხლად იწვებოდნენ და სროლას მაინც არ წყვეტდნენ, მაგრამ როდესაც ოჯახის წევრები სამშვიდობოს, საფრთხეს გარიდებული ჰყავდათ გაცილებით ადვილი იყო ომიც და სიკვდილიც. აქ კი, პირველი სექტემბრისთვის, სპეციალურად ჩამოყვანილი, თეთრ პერანგში გამოწყობილი შვილები ეგულებოდათ, რომლებიც რამდენიმე დღის წინ, წითელი ვარდებით ხელში სკოლაში გაუშვეს და ახლა მტვრიან, ნესტიან სარდაფებში ემალებოდნენ მათ თავზე დაყრილ, სიკვდილის ხმით მოზრიალე ჭურვებს. ძალიან ძნელი იყო პოზიციებზე დგომა, როცა იცოდნენ, რომ წუთში ერთხელ შემზარავი ყმუილით გადავლილ ბომბს შეიძლებოდა მათი სახლ–კარი ანგრევებად ექცია და მერე ამ ნანგრევებში ცოცხლად ჩამარხული ოჯახის წევრები უნდა ამოეთხარათ. ამ სცენას ყოველდღე, დღეში რამდენჯერმე ხედავდნენ. ყოველ დღე ელოდებოდნენ მტრის მშობლიურ ქალაქში შემოჭრას და იცოდნენ რომ ეს არ იყო მტერი რომელიც მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ხელის ხლებას არ იკადრებდა. ეს იყო ყველაზე სისხლისმსმელი და დაუძინებელი მტერი- რუსეთი, რომელიც კი საქართველოს თავის ათასწლოვანი ისტორიის განმვალობაში ჰყოლია, მტერი რომელიც ორი საუკუნის განმავლობაში ელოდებოდა, ერთხელ და სამუდამოდ როდის აყრიდა და გაასახლებდა მათ თავისი მშობლიური მიწა–წყლიდან, რომელიც ძალიან მოსწონდა და თავისთვის უნდოდა, რადგან აქ ძალიან თბილოდა მათი ციმბირისგან განსხვავებით და ახლა რაკი ამის საშუალება მიეცათ, ამ შანსს არავითარ შემთხვევაში ხელიდან არ გაუშვებდა. ეს იყო მტერი, რომელიც ყველაფერზე წავიდოდა: მოკლავდა, აწამებდა, გააუპატიურებდა და მერე მიცვალებულსაც შეუგინებდა. სოხუმელებს კარგად ახსოვდათ გაგრა და რაც გაგრის მშვიდობიან მოსახლეობას უქნეს. უკვე წელიწადზე მეტი იყო რაც ცეცხლის ხაზზე იდგნენ, ზუსტად იცოდნენ რომ `კალაშნიკოვის~ ავტომატისა და რამდენიმე მჭიდის ანაბარა დარჩენილები, რუსეთის არმიის მორიგ მასირებულ შემოტევას ვეღარ მოიგერიებდნენ. აფხაზეთის მთელი ომი გაძლებაზე იყო და აი ახლა თითქოს მოვიდა აღსასრული. წამზომი ჩაირთო და დამარცხების საშინელმა, ამაზრზენმა ნაღმმა, ბოლო თავზარდამცემ და გამანადგურებელ აფეთქებამდე, ნერვების დამწყვეტი წიკწიკი დაიწყო.
25–27 სექტემბერს როდესაც სოხუმი უკანასკნელ წუთებს და საათებს ითვლიდა, ქალაქში ნამდვილი ჯოჯოხეთური ქაოსი ტრიალებდა. მშვიდობიანი მოსახლეობა ქალაქიდან გარბოდა, აეროპორტში სოხუმის საზღვაო პორტში ცოდვის ხილება ტრიალებდა. ადამიანები ტოვებდნენ ათწლეულობით და ასწლეულობით ნაშენებ სახლებს, ქონებას, ბაღ–ვენახებს, ქუჩებს, ქალქას, მშობლებისა და წინაპრების საფლავებს, მთას, ზღვას, ქვეყანას. სოხუმს ტოვებდნენ ქართველები, ბერძნები, ესტონელები, თვით რუსები და აფხაზებიც კი… სახლებდანგრეული ქუჩაში დარჩენილი მოსახლეობა ცდილობდა, თითო ხელი ტანსაცმელი, რაიმე ძვირფასეულობა ან ნივთები მაინც გაეყოლიებინათ ხელს, ზოგი ჩემოდანს მოათრევდა, ზოგს საოჯახო ალბომი ამოეჩარა იღლიაში, საიდანაც შავ–თეთრი და ფერადი ფოტოები ცვიოდა. ცდილობდნენ უკანასკნელ თვითმფრინავში ამ გემში, კატარღაში და თუნდაც ნავში აფოფხებულიყვნენ, რაც დაჭრილი და ევაკუირებისთვის გამზადებული მეომრების გაღიზიანებას იწვევდა. ცალკე სოხუმელი მეომრები ცდილობდნენ თავისი ოჯახები ნებისმიერი საშუალებითა და ხერხით ქალაქიდან გახიზვნას. ყველგან ქართულ–Aმეგრულ–რუსული წყევლა–კრულვა, ჩხუბი, ტირილი, გინება, კივილი და სროლა ისმოდა. ადამიანის სახე დაკარგული ხალხის ბრბო, რაღაც საშინელი სტიქიური უბედურების, უზარმაზარი ხანძრის, წყალდიდობის ან გიგანტური ვულკანის მიერ დამფრთხალი ნადირის ჯოგივით, ბრმად აწყდებოდნენ ერთმანეთს, არაადამიანური, პანიკური შიშით შეპყრობილები ერთმანეთზე გადადიოდნენ, ხელს კრავდნენ, ექაჩებოდნენ, თელავდნენ, ეხვეწებოდნენ, ემუქრებოდნენ, ოღონდ გაეღწიათ, ოღონდ თვითონ გადარჩენილიყვნენ, თავისი შვილი, დედა, ცოლი ან და გადაერჩინათ. თვითონ, თვითონ და თავისი…
მშვიდობიან მოსახლეობაზე უკეთეს დღეში, არც სოხუმში დარჩენილი მებრძოლები იყვნენ… ამ დღეებში ძალიან დიდი იყო დანაკარგი. უამრავი ბიჭი დაიღუპა და დაიჭრა. მთელი ომის განმავლობაში ბატალიონებად, რაზმებად და საძმოებად დაქსაქსული შენაერთები, ახლაც ცალ–ცალკე ცდილობდნენ თავისი გარდაცვლილებისა და დაჭრილების პატრონობას, მათ სახლში გადასვენებას ან სოხუმიდან გაყვანას, რომ ჭირისფლებისთვის თანამებრძოლების ცხედარი და საფლავი მაინც არ დაეკარგათ, დაჭრილები კი როგორმე ცეცხლის ხაზიდან გამოეყვანათ და გადაერჩინათ. აქ არავინ არავის ტოვებდა, რადგან ყოველი შეიარაღებული დაჯგუფება, უმეტეს შემთხვევაში სამეგობროსგან, კლასელებისაგან, უბნელებისგან, სკოლელებისგან და სანათესაოსგან შედგებოდა. ყველა ცდილობდა პირველ რიგში თავის ხალხს მოპატრონებოდა და გაეყვანა. ალყაშემორტყმული სოხუმიდან გაღწევა თითქმის შეუძლებელი გახდა, აეროპორტი ყოველდღიურად იბომბებოდა. საზღვაო პორტში გემები ვეღარ შემოდიოდნენ, რაოდენობა ყოველდღიურად მატულობდა, ევაკუაცია კი სულ უფრო ჭირდა, არეულობაში და ქაოსში ხშირი იყო შეიარაღებული შეტაკებამდე მისული შეხლა–შემოხლა, თუმცა ბოლო წამს მაინც ინდობდნენ, ვერ იმეტებდნენ ერთმანეთს. სოხუმში შემორჩენილი მებრძოლების უმეტესობა, ახალგაზრდა პირშიშველა ბიჭები იყვნენ, რომლებიც ჯერ კიდევ ერთი–ორი წლის წინ, სკოლას ამთავრებდნენ, პირველ ან მეორე კურსზე ირიცხებოდნენ, ძმაკაცებთან ერთად, ჩუმად ეწეოდნენ სიგარეტს, მამებს ან ბიძებს მანქანებს ჰპარავდნენ, გოგოებს დასდევდნენ და ერთმანეთს ატყუებდნენ რომ ქალთან ნამყოფები იყვნენ, ახლა კი ამ ერთი წლის განმავალობაში, საკუთარი ძმაკაცები, ძმები და თანამებრძოლები ჩააკვდათ ხელში, თვალი მიაჩვიეს მტრის ცხედრებს, გულს აღარ ურევდათ გვამის სუნი. ყოველდღიურად ხედავდნენ გადამწვარ სახლებს, ქალაქებს, სოფლებს, გაიჟღინთნენ სისხლის და სიკვდილის სუნით და თან ბოლომდე არც სჯეროდათ რომ ეს ყველაფერი მათ თავს, მათ თვალწინ ხდებოდა, რომ ავტომატი სამარიაჟო კი არა, სასიკვდილო იარაღი იყო. მანამდე იყო 9 აპრილი, თბილისის სამოქალქაო და ცხინვალის ომები, მაგრამ აფხაზეთის ომი, თავისი ხანგრძლივობით, მსხვერპლის რაოდენობით, დრამატიზმით და სისასტიკით ყველაზე გამორჩეული აღმოჩნდა. განსაკუთრებით კი ალყაშემორტყმული სოხუმის უკანასკნელ დღეებში. მეთაურებიდან, რიგით მებრძოლებამდე ყველა გრძნობდა რომ დამარცხდნენ და აფხაზეთთან ერთად თავადაც განწირულები იყვნენ წაგებულ ომში დასაღუპავად. ძალიან უცნაური და შთამბეჭდავი იყო ამდენი ახალგაზრდა, ჯან–ღონით სავსე ლამაზი, შეიარაღებული და სიკვდილისთვის მზადმყოფი ბიჭის ერთად დანახვა. აღსასრულს ყველა სხვადასხვანაირად ხვდებოდა. ზოგი სასოწარკვეთილი თავზეხელაღებულობით, ზოგი არაქათგამოლეულის გულგრილობით, ზოგი ცდილობდა უკანასკნელ წამამდე შეენარჩუნებინა საღი აზრი და სიმშვიდე, ზოგი შურისძიებით აღვსილი, ზოგი მაინც ღიმილით და იმედის ნაპერწკლით! ერთი რაც ამ დაფანტულ უპატრონოდ დარჩენილ ბიჭებს აერთიანებდათ ეს იყო სულისკვეთება, ერთმანეთის წინაშე პასუხისმგებლობა და პირადი ღირსების შეგრძნება. თვითოეული მათგანი ცდილობდა სახეში ჩაფრენილი სიკვდილის პირისპირაც კი ფეხზე, წელში გამართული მგარიყო.
თანამებრძოლებთან ერთად სოხუმში ჩარჩენილი ტურიკა, იმის მიუხედავად რომ ცუდი წინათგრძობა არ ტოვებდა გააფთრებით იბრძოდა. ყოველი შეტაკების შემდეგ, როცა ცოცხალი და საღსალამათი გამოდიოდა, თავიდან უჩნდებოდა გადარჩენის იმედი. ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე ორგანიზმი, როგორც უცხო სხეულს ისე ვერ ეგუებოდა არა მარტო სიკვდილს, სიკვდილზე ფიქრსაც კი, მაგრამ ამდენი დაღუპულის და დასახიჩრებულის ყურებას ვეღარ უძლებდა. დაბომბვის დროს ყოველი ჭურვის აფეთქებაზე დენდარტყმულივით ხტოდა. ვერაფრით იკავებდა თავს. თავიდან უტყდებოდა, მერე დაიკიდა. ერთხელ ღამე საკუთარმა ტირილმა გამოაღვიძა და დაფეთებულმა გაიხედ-გამოიხედა ვინმემ ხო არ გაიგოო. არა, ყველას თავისი გასჭირვებოდა და იარაღს ჩახუტებულები ამ სიკვდილის მეჯლისს ღრმა ძილში ემალებოდნენ.
სოხუმში აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს შენობაში ე.წ. `სოვმინში~, შეფარებულმა და სასოწარკვეთილმა შევარდნაძემ, მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს ჟიული შარტავას, პრეზიდენტ გამსახურდიას თავდაცვის მინისტრ ლოთი ქობალიასთან დაარეკინა. საუბარი შედგა მაგრამ თხოვნა უპასუხოდ დარჩა. ამასობაში სოხუმის გარეუბნებში კამანისა და შრომის მხრიდან, თავად მდინარე გუმისთაზე, ძიძარიას და ჭანბას ქუჩებზე, ფუნიკულიორზე, ჩრდილოეთ კავკასიელი მოხალისეებისან ყაბარდოული და ჩეჩნური ბატალიონები და აფხაზი გვარდიელების დივერსიული ჯგუფები გამოჩნდნენ. ახალი რაიონის მაღალსართულიან კორპუსებში და `პიტომნიკთან~ უკვე რამდენიმე დღის განმავლობაში ჰქონდათ საფარები მოწყობილი და მაღალსართულიანი სახლების სახურავებიდან სნაიპერები სოხუმელებზე ნადირობდნენ. ჩრდილოეთ კავკასიელებს ფაფახებზე ან სახელოებზე გაკრული მწვანე ლენტები გამოარჩევდათ. შრომა–კამანის და ფუნიკულიორის სიმაღლეებზე რუსეთის რეგულარულ არმიის არტილერიის საცეცხლე წერტილები ჰქონდა მოწყობილი. საბრძოლო დაზვერვაზე ან ალყაში და დაჭრილი თანამებრძოლების გამოსახსნელად გასულ მობილურ ჯგუფებს ახლო, კონტაქტური ბრძოლის დროს კარგად ესმოდათ სუფთა, უაქცენტო რუსული `мат~-ის თანხლებით გაცემული ბრძანებები. უკანასკნელ დღეს რუსეთმა ედუარდ შევარდნაძის სოხუმიდან დროულ ევაკუაციაზეც იზრუნა. რუსეთს ამ ეტაპზე მისი შემთხვევითი შეტაკების დროს დაღუპვა ნამდვილად არ აწყობდათ, რადგან მაშინ საქართველოს ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად კანონიერი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია რჩებოდა. მათ კი მაინც თავისი ცეკას მდივანი და საგარეო საქმეთა მინისტრი და თანაც დამარცხებული შევარდნაძე ერჩივნათ, დისიდენტ და დამოუკიდებელი საქართელოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას. თუმცა კრემლში ასეთი `მომხიბლავი~ იდეაც განიხილებოდა: საქართველო ორად გაეყოთ, დასავლეთ საქართველოში კი გამსახურდია დაეტოვებინათ, აღმოსავლეთში კი შევარდნაძე. თანაც, რა თქმა უნდა, დასავლეთ საქართველო აფხაზეთის გარეშე იგულისხმებოდა, აღმოსავლეთ საქართველო კი ცხინვალის გარეშე. თუმცა სიტუაციის განვითარების მსგავს სცენარზე არც გამსახურდია იყო თანახმა და არც თავად შევარდნაძე.
შევარდნაძის ევაკუაციის მიუხედავად აფხაზეთს მთავრობამ ჟიული შარტავას ხელმძღვანელობით და სოხუმის მერმა გურამ გაბესკირიამ ქალაქის დატოვებაზე უარი განაცხადეს. სოხუმის გარეუბნებში და გარშემო სიმაღლეებზე ცალკეული ჯგუფები ალყაში მოექცნენ. გენო ადამიას და სერგო ახალაიას სოხუმის ბრიგადის ბიჭები, გვარდიელები და მხედრიონელები თავგანწირვით ცდილობდნენ თანამებრძოლთა დახმარებას. ჭურვები უკვე `სოვმინის~ შენობასთან სკდებოდა. დოდო გუგეშაშვილი, ჯორჯიაშვილი, შიო კობიძე, გოგა ჭყონია, ტურიკა, სვანი ამირანი და სხვა მხედრიონელები, შრომა–კამანის სიმაღლეებზე ალყაში მოქცეული ბიჭების დასახსნელად გავიდნენ. გააფთრებული სროლების შემდეგ ადგილამდე მივიდნენ, მაგრამ მტრის გრიგალისებურმა ცეცხლმა შეაფერხათ. მხედრიონელ ამირანს, რომელიც კოდორის ხეობის სოფელ საკენიდან იყო, ყუმბარმტყორცის სროლის დროს სნაიპერმა ღვიძლში მოარტყა ტყვია. ამირანა ერთი საათის შემდეგ ფაქტიურად ფეხზე მდგარი გარდაიცვალა და მშობლიური დალის ხეობაში, საკენში, ლტოლვილებით გაძეძგილი სატვირთო მანქანით აასვენეს. დოდო გუგეშაშვილი ამაოდ ცდილობდა რაციით შტაბთან დაკავშირებას და ამ ტყვიების წვიმაში ისე მშვიდად და წყნარად ეჭირა თავი თითქოს სამზარეულოში ყავას იდუღებსო. Dშავტუხა ტურიკა ქაღალდივით იყო გათეთრებული, მაგრამ თვითონ ბრძოლის დროს დაძაბულობა ეხსნებოდა და ახლაც უცნაურად თავისუფლად მოქმედებდა, თითქოს საკუთარი სხეულისგანაც კი გათავისუფლდაო. უკვე ესმოდათ ალყაში მოქცეული ბიჭების ხმა და ერთმანეთს ეძახდნენ. მათ გადაძახილს რუსული არტილერიის და რუსი სპეცრაზმელების ხმა ერთვოდა. «Козёл! Ээ! Козлы! Козёл!» გაცოფებული უკიოდა, დაბალი ბედენაგაკრული, `რეიბანებიანი~ მხედრიონელი რუსებს და ავტომატის ჯერს ჯერზე უშვებდა. `ამანაც რა გაატრაკა ერთი რასა ხარჯამს ტყუილად ტყვიებსო~ გაიფიქრა ტურიკამ მაგრამ ლაპარაკის თავი აღარ ჰქონდა, აგურის სარაიასთან იჯდა და აღმართზე სირბილისგან დაღლილი სულს ძლივს ითქვამდა, დროდადრო აფეთქებისგან დაშლილი შიფერის ნამსხვრევები ეყრებოდა თავზე და ხელით იფერთხავდა. მთელი ჯგუფიდან მხოლოდ შვიდმა თუ რვა კაცმა მიაღწია ადგილამდე. ზოგი გზაში ჩამორჩა, ზოგი დაიჭრა, ამირანა მოუკლეს. მაინც ყველა გამოიყვანეს. ღამის სიბნელეს დაელოდნენ და გახურებული სროლებით გამოაღწიეს თავისებამდე. ოთხი მათგანი უკვე გარდაცვლილი დახვდათ, თითქმის ყველა დაჭრილი იყო, წუხანდელი ღამის შემდეგ მოყვნენ ალყაში. ძირითადად ხელყუმბარებით იგერიებდნენ. Mმტერს, ტყვიებს ზოგავდნენ და როგორღაც გაძლეს. ალყა კი გაარღვიეს მაგრამ პოზიციებს ვეღარ ინარჩუნებდნენ. ახალი რაიონის კორპუსებთან უკვე მერამდენედ გადავიდნენ ხელჩართულ ბრძოლებზე, მაგრამ მტრის შემოტევას ვეღარ უძლებდნენ და უკან იხევდნენ. 27 სექტემბრის დილა თენდებოდა. ბრძოლები უკვე სოხუმის ქუჩებში მიმდინარეობდა. ქალაქს უკანასკნელი მაცხოვრებლები ტოვებდნენ. გია ყარყარაშვილი სოხუმის რკინიგზის ვაგზალთანAA`თეთრი არწივის~ შემორჩენილი გვარდიელებით რამდენჯერმე გადავიდა კონტრშეტევაზე. ღამის რეიდიდან მობრუნებულმა ტურიკამ რამდენიმე მხედრიონელთან ერთად ისევ `სოვმინის~ შეობას შეაფარა თავი. რუსული მძიმე არტილერიის ცეცხლი მთელს ქალაქს აზაზარებდა. 27 სექტემბერს დილის 10 საათზე ჟიული შარტავამ აფხაზეთის მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, `სოვმინის~ შენობაში საგანგებო სხდომა მოიწვია. 11 საათზე და 15 წუთზე ქართველ `ავღანელთა~ ჯგუფმა გურამ ჯანაშვილის მეთაურობით ქალაქი ბრძოლებით გაიარა `სოვმინში~ შეიჭრა და შენობა გაამაგრა. დაახლოებით ერთ საათში მტრის პირველმა მოიერიშე ჯგუფებმა სოხუმის ცენტრამდე მიაღწიეს, თუმცა რუსული არტილერია კვლავ განაგრძობდა, აეროპორტის, საზღვაო პორტის და ქართული შენაერთების პოზიციების დაბომბვას, რომლებიც ცეცხლს არ წყვეტდნენ. ჩრდილო კავკასიელი მოხალისეების, ყაბარდოულმა ბატალიონმა `სოვმინის~ შტურმი დაიწყო. ერთსაათიანი შეტევის შემდეგ `სოვმინს~ ცეცხლი გაუჩნდა. მ,ალე ალი მთელს შენობას მოედო. ყაბარდოელმა დამცველებს დანებება და მოლაპარაკება შესთავაზეს. ცეცხლწაკიდებული `სოვმინის~ სართულებიდან გააფთრებუყლი სროლით უპასუხეს. დაახლოებით ორ საათზე გურამ ჯანაშვილმა თავისი `ავღანელებით~ და `სოვმინში~ გამაგრებული დანარჩენი მებრძოლებით კონტრიერიშზე გადასვლა მოახერხა, ბრძოლით გაჭრა ყაბარდოელების ბატალიონი და ცეცხლწაკიდებული შენობიდან ჟიული შარტავას და აფხაზეთის მთავრობის წევრების ევაკუაცია დაიწყო. თითქმის გააღწიეს სამშვიდობოს და რუსული არტილერიის მიზანმიმართული გრიგალისებული ცეცხლის ქვეშ მოჰყვნენ. სოხუმში დარჩენილი დაქსაქსული რაზმები კიდევ რადენჯერმე შეეცადნენ `სოვმინამდე~ მიღწევას და ჟიული შარტავას და მისი თანამებრძოლების დახსნას, მაგრამ შენობას მჭიდრო საარტილერიო ცეცხლის რკალი ჰქონდა შემორტყმული. გურამ ჯანაშვილი თავისი დაჯგუფებით იძულებული გახდა ისევ ცეცხლწაკიდებული `სოვმინის~ შეობაში შებრუნებულიყო და აფხაზეთის მთავრობის წევრებიც უკან შეიყვანა.
სოხუმი დაეცა. უკანასკნელი ქართული შენაერთები ბრძოლებით იკვლევდნენ გულრიფშსა და ოჩამჩირისკენ გზას. მეომრების და ლტოლვილების ნაწილი კოდორს აუყვნენ წებელდისა და ლათას გავლით, დალის ხეობისკენ. აფხაზი პარტიზანები და ჩრდილოკავკასიელები ფეხდაფეხ მისდევდნენ. კოდორის ხეობელმა ემზარ კვიციანმა სვანური რაზმით და სოხუმის ალყიდან გასულმა მეომრებმა ზემო ლათასთან და გვირაბთან ბრძოლებით შეინარჩუნეს კოდორის ხეობის შესასვლელები და ბევრად მრავალრიცხოვანი მტერი შეაჩერეს.
ქალაქის დაკარგვა განსაკუთრებით სოხუმელმა გვარდიელებმა განიცადეს. სოხუმის ბატალიოის მეთაური გენო ადამია თავისი უკანასკელი თანამებრძოლებით `ნივით~ გამოდიოდა სოხუმიდან. კელასურის ხიდს რომ გასცდნენ უცებ გაჩერდა, თავისი ბიჭები მანქანიდან გადმოსვა –A`თქვენ იარეთ მე მოვბრუნდები და დაგეწევითო~ არავის არაფერი უეჭვია. გენო ადამიამ მანქანა დაატრიალა, 301–ე არაგველივით მარტო შებრუნდა სოხუმში და პირველსავე ტანკს წინ გადაუდგა. ტანკზე ზემოთ უამრავი რუსი, ჩრდილოკავკასიელი და აფხაზი იჯდა და გახარებულები დროშებს აფრიალებდნენ. ტანკმაც დაამუხრუჭა და ადგილზე შექანდა თავისიანი ეგონათ, ვერ წარმოიდგინეს რომმ უკვე აღებულ სოხუმში ვიღაც ქართველი კიდევ წინ გადაუდგებოდათ. გენო ადამიამ მანქანიდან ავტომატი გადმოიღო, გადატენა, ჯერზე დააყენა და ეგრევე მიუშვა ტანკზე მჯდომ მოზეიმე მტერს და გადაცხრილა. თავდასხმით გაოგნებული მოწინააღმდეგე გაოგნდა. დაჭრილი და დაფაცხავებული ჯარისკაცები ყრუ ბრახუნით დაეცნენ ასფალტზე. გენო ადამიამ ბოლო ტყვიამდე მიაცალა და ტანკის მსხვილკალიბრიაი ტყვიამფრქვევის ჯერმა დაგლიჯა. ვერ შეძლო რა თავისი ქალაქის დატოვება. მისი სიმამაცით აღფრთოვანებულმა აფხაზებმა იქვე კელასურის ნაპირას დაკრძალეს და შემდეგ მის ხალხს გადასვენების უფლება მისცეს.
`სოვმინთან~ გააფთრებული ბრძოლები გრძელდებოდა. აზარტში შესულ ყაბარდოელებს თავზეხელაღებული იერიშები მიჰქოდათ ცეცხლის ალში გახვეულ შენობაზე.
აფხაზეთის მთავრობის წევრებთან და `ავღანელებთან~ ერთად ამ რკინა–ბეტონის ცეცხლოვან ხაფანგში გამომწყვდეული ტურიკა უცნაური, სასოწარკვეთილი სიმხნევით იბრძოდა და მთელი სხეულით გრძნობდა სასიკვდილო სიმხურვალეს. გურამ ჯანაშვილი ბრძანებებს იძლეოდა და ცდილობდა შეძლებისდაგვარად მოწესრიგებულად, გარკვეული გათვლებით დაეცვა `სოვმინის~ შენობა, თუმცა ყველამ იცოდა რომ სასიკვდილო განაჩენი გამოტანილი ჰქონდათ. ოფლში გაწურული ტურა, `სოვმინის~ დადუღებულ, გადახურებულ შენობაში, სართულიდან სართულებზე დარბოდა, ყველაზე სახიფათო ადგილებში ვარდებოდა, დაჭრილები და დაღუპულები გამოჰყავდა და ფიქრობდა. არეულად, გამალებით ფიქრობდა: გარეთ დარჩენილ თანამებრძოლებზე, სიკვდილზე, სიცოცხლეზე, სოხუმზე, თბილისზე, სოლოლაკზე, პაპიკა სამველაზე, შოთიკოს სახლის წინ დიდ თუთის ხეზე და ამ გახურებული სროლის დროს ჩუმჩუმად ცრემლებს ყლაპავდა. მაგრად წყდებოდა გული, რომ 23 სექტემბერს უკანასკნელი თვითმფრინავით, ვერ გააღწია და ამ სიკვდილის ქალაქში ჩარჩა. `არაფერში ბედი არ მაქვს რა ბლიად, ბოლო წამს, სულ ბოლო წამს მაარტყეს… ცოტაც, აფრინდებოდა და მერე სუ ცოცხალი ვიქნებოდი. დავახვევდით მე და შოთიკა უკრაინაში~… ბოლო წამის გახსენება განსაკუთრებით ამწარებდა. `ეჰ რას ვიგულავებდი ლუგანსკში ამდენი ხნის ნაწვალები ტოო.~.. ფიქრობდა, სახეზე თვალებში ჩასულ ოფლს მაჯით იწმენდდა და თვალებს სულ უფრო და უფრო ხშირ–ხშირად ახამხამებდა. ისე დაჟინებით ფიქრობდა თბილისზე, სოლოლაკზე, უკრაინაზე, ლუგანსკელ და ხარკოველ ნაშებზე, რომ მერე ცოტა არ იყოს უკვირდა კიდევაც ისევ სოხუმის ცენტრში, `სოვმინის~ კელაპტარივით ანთებულ შენობაში რომ აღმოაჩენდა ხოლმე საკუთარ თავს. ყველაზე მეტად ტყვეობის და წამების ეშინოდა. მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი რომ ცოცხალი არ დანებდებოდა, თავს აიფეთქებდა და მტერსაც თან გაიყოლებდა მაგრამ, რაც უფრო ახლოვდებოდა სროლა და დასასრული, მით უფრო ეზარებოდა სიკვდილი.
ყაბარდოელები `სოვმინის~ პირველ სართულზე შემოიჭრნენ. განუწყვეტელი სროლისგან ყურთასმენა აღარ იყო. კვამლის და დენთის ბოლისგან ერთმანეთს ვეღარ ხედავდნენ. მთელი შენობა გრიალებდა და ზაზარებდა. ტურიკას რამდენჯერმე მოეჩვენა, რომ შენობა იფეთქებდა და ზედ ჩამოემხობოდათ და ყველა ერთად ჩაინთქმებოდნენ ცეცხლმოკიდებულ ნანგრევებში. `სოვმინის~ მცველები სულ უფრო ცოტავდებოდნენ. ბევრი დაეღუპათ, დაჭრილები სისხლისგან იცლებოდნენ და ვერაფერს შველიდნენ. ტურიკას ასეთი რამ ყველაზე საშინელ კოშმარულ სიზმარშიც კი არ უნახავს, ვერც წარმოიდგენდა. ახლა კი ეს უნახავი და შემაძრწუნებელი სიზმარი, უცნაურად, წარმოუდგენლად მარტივად და უბრალოდ უცხადდებოდა. ყაბარდოელებმა კიდევ ერთხელ შესთავაზეს მოლაპარაკება. ჟიული შარტავა ამჯერად დასთანხმდა და თავისი თანაშემწე, ვახტანგ გეგელაშვილი ჩააგზავნა მოლაპარაკებაზე თეთრი დროშით, მაგრამ ვიდრე ვახტანგ გეგელაშვილი ყაბარდოელებამდე ჩააღწევდა, მესამე სართულიდან ვიღაცამ `ПК~ კალაშნიკოვის მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევი დაუშვა პირველ სართულზე შემოჭრილ ყაბარდოელებს –Aორი კაცი მოუკლათ და ოთხიც მძიმედ დაიჭრა. გამწარებულმა ყაბარდოელებმა ყვირილით და მუქარით გაიყვანეს თავისი დაღუპული და დაჭრილები, შენობა დატოვეს, 82 მმ ნაღმსატყორცნები მოიტანეს და `სოვმინის~ დაბომბვა დაიწყეს. თავად ნაღმები თუ ფანჯარაში არ შევარდებოდა, ბევრს ვერაფერს აკლებდა ვერც შენობას, ვერც მის დამცველებს მაგრამ, მაგრამ განუწყვეტელი აფეთქებებისგან დაყრუებულ, კონტუზირებულ ბიჭებზე ფსიქოლოგიურად უკვე ძალიან ცუდად მოქმედებდა, ბევრ მათგანს ყურებიდან და ცხვირიდან სისხლი ჟონავდა. ტურას დამწვარი, დენთისგან საშინლად ეწვოდა ცხვირპირი, ყელი და ფილტვები. აუტანლად სწყუროდა. ერთ წვეთ წყალში მთელს სიცოცხლეს მისცემდა. გარშემო ყველა მის დღეში იყო. დაჭრილებიც სულ წყალს იხვეწებოდნენ, ჭრილობებზე უფრო უწყლობით იტაჯებოდნენ. სოხუმში უკვე მტერი იყო შემოჭრილი, `სოვმინი~ უკანასკნელი ქართული საბრძოლო ციტადელი აღმოჩნდა. კიდევ ერთსაათიანი ბრძოლის შემდეგ, როდესაც ხელყუმბარები საბოლოოდ გაუთავდათ და ტყვიებსაც მართლა თვლით ისროდნენ, ჟიული შარტავამ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და ამჯერად უკვე თავად დაუკავშირდა ყაბარდოელებს მოსალაპარაკებლად. ყაბარდოელებმა ერთადერთი პირობა წამოაყენეს: იარაღის დაყრა და დანებება. სამაგიეროდ ხელშეუხებლობის გარანტიას იძლეოდნენ და პირობას დებდნენ რომ დაჭრილებსაც უმკურნალებდნენ. მოლაპარაკებაზე ყაბარდოელები თავად ამოვიდნენ, ფაფახებზე მწვანე ლენტებით და ხელში თეთრი დროშებით. ფრთხილეად, ფეხაკრეფით, იარაღმომარჯვებულები მიდიოდნენ, რომ კიდევ ვინმეს არ გადაეტარებინა ტყვიამფრქვევის ჯერი. ჟურნალისტი იური სავვა, რომელიც პირადად ესწრებოდა ამ ყველაფერს, იხსენებს რომ ერთერთი მათგანი პირდაპირ მივიდა ჟიული შარტავასთან და გადაეხვია: «Вы не узнаёте меня? Мой брат работал с вами. Не беспокойтесь, всё будет в порядке!..»
არაქათგამოლეული და გამოფიტული ქართველი მებრძოლები დაცლილ, გადახურებულ ავტომატებს ჯახანით ყრიდნენ, ცარიელი გილზებით მოფენილ იატაკზე. ზოგიერთმა მათგანმა რაღაც სასწაულით მოახერხა `სოვმინის~ შენობიდან იარაღიანად გამოპარვა და მტრის შეიარაღებულ რაზმებით სავსე სოხუმის ქუჩებში გასვლა. ვიღაცეები მოგვიანებით დაატყვევეს და მოკლეს, რამდენიმემ საერთო ქაოსში სოჭამდე გააღწია და იქიდან დაბრუნდა სახლში.
უცებ ყველამ ქართველმაც და ყაბარდოელმაც ყურადღება მიაქცია ტურიკას, რომელიც მკვდარივით გადაფითრებული, მთელი სხეულით კანკალებდა და ცალ ხელში `კალიცო~ მოძრობილი ლიმონკა მოემარჯვებინა. ტურას ყაბარდოელები მიუახლოვდნენ…
–AЛадно, не надо, всё, кончилась война. Зря погубишь и себя, и нас, и твоих друзей! И так сколько крови пролито. Я лично даю слово, что никто тебя не тронет! ტურიკას ხელები დაუბუჟდა. ვეღარც ხმის ამოღებას ახერხებდა. მხოლოდ გადიდებული ცარიელი თვალებით უყურებდა ყველას და წამწამებს არ ახამხამებდა. კალიცო ვეღარ იპოვეს. ერთერთმა იქვე გაღუნული ლურსმანი იპოვა, ტურას ხელყუმბარა ძლივს გამოართვა ზედ მიყინული ხელიდან და იმ გაღუნული ლურსმნით ემსა ჩაუკეტა.
–AВсё, всё, мы тоже вояки, воинов мы уважаем! –Aაწყნარებდა ყაბარდოელი ტურას რომელსაც არც ესმოდა რას ელაპარაკებოდნენ. ძლივს გადადგა ნაბიჯი და თავისიანებთან მივიდა. შორიდან ჩაესმოდა ჟიული შარტავას ხმა რომელიც რუსულად, ამ სიტუაციისთვის უჩვეულოდ მშვიდად ელაპარაკებოდა ყაბარდოელებს და აფხაზ ნაცნობს და ცოტა დაწყნარდა.
ჟიული შარტავა, აფხაზეთის მტავრობის წევრები და `სოვმინის~ მცველები რამდენიმე საათიანი ბრძოლის შემდეგ ცეცხლწაკიდებული შენობიდან გამოვიდნენ. ტურიკა ღრმად სუნთქავდა, მთელს სხეულში გამთანგავ სისუსტეს გრძნობდა და გაყინული გული ისე უცემდა წონასწორობას ძლივს ინარჩუნებდა. ცოტა ხანს მოედანზე გაჩერდნენ. კვლავ წყნარად საუბრობდნენ. ყაბარდოელებმა თქვეს რომ მიკროავტობუსს ელოდებოდნენ, რომლითაც გუდაუთაში გადაიყვანდნენ…
ამ საერთო არეულობაში რამდენიმე ქართველმა მებრძოლმა იარაღიანად მოახერხა `სოვმინის` შენობიდან გამოპარვა, მტრის შეიარაღებული რაზმებით სავსე ქუცებში გასვლა და მოწინააღმდეგეებში არევა. ზოგი მათგანი მოგვიანებით დაატყვევეს ან მოკლეს, ზოგმა კი განსაკუთრებით იმათ ვისაც აფხაზი ახლობლები ჰყავდათ, რამდენიმედღიანი მალვის შემდეგ სოჭამდე გადააღწიეს და იქიდან დაბრუნდნენ სახლში.
მოულოდნელად მოედანზე სხვადასხვა ქუჩებიდან შეიარაღებული ბრბო შემოვარდა და ტყვედ ჩავარდნილ ქართველებს თავს დაესხნენ. ყაბარდოელები და აფხაზების ნაწილი, ჟიული შარტავას, მისი თანამშრომლების და მეომრების დაცვას ცდილობდნენ და მომხვდურებს ხელის კვრით და ავტომატის კონდახებით იგერიებდნენ შეძახილებით~მი დალი იმ სლოვა!~ `ა მი ნე დავალი!~ გაისმა პასუხად, პირდაპირ გლეჯდნენ ხელიდან ტყვიებს და იქვე ქოლავდნენ. გასაკუთრებით სასტიკად გაუსწორდნენ აფხაზ რაულ ეშბას. ყაბარდოელები კვლავ ცდილობდნენ მათ მიერ ტყვედ აყვანილი ქართველების განსაკუთრებით ჟიული შარტავას და მისი გარემოცვის დაცვას. სოხუმის მერს გურამ გაბისკირიას ავტომატი დაადეს –A`на колени!~ – ~никогда в жизни!~ – მშვიდად და ზიზღით მიუგდო გურამ გაბისკირიამ და ცხვირწინ გაუქნია ხელი. –A`Вы ещё не знаете, за каких козоёбов заступились, ещё будете жалеть!», -A მიუბრუნდა ყაბარდოელებს. ტურიკა რამდენჯერმე გადავიდა ხელიდან ხელში, წაართმევდნენ ყაბარდოელებს ჩაქოლავდნენ, მაგრამ ტურა ისე იყო გამშრალი ტკივილსაც ვერ გრძნობდა. ხელებსაც კი არ იფარებდა. მათგან ყველაზე გამწარებით ის ესარჩლებოდა ვინც პირველად დაელაპარაკა და ლიმონკა გამოართვა ხელიდან. ბოლოს როგორც იქნა ყველანი `რაფში~ შეტენეს მათ შორის ტურაც, რომ გუდაუთისკენ გაეშვათ. ახლა უფრო გაუადვილდათ `რაფში~ დაბინავებული ტყვების დაცვა. თუმცა ცოტა ხანში მომხვდურებმა ავტომატის კონდახებით დაიწყეს შუშების მსხვრევა. ყაბარდოელებმა სასწრაფოდ გაუშვეს მიკროავტობუსები გუდაუთისკენ და იქაურობას გაარიდეს. ტურიკა მთელი ძალით ცდილობდა კანკალი შეეკავებინა, მაგრამ ვერაფრით ახერხებდა და ვერც მოახერხა, ისე დახვრიტეს დანარჩენებთან ერთად მოსაღამოვებულზე სოხუმი–გუდაუთისAგზის პირას ერთ ჩვეულებრივ ადგილას. აკანკალებდა ვიდრე `კალაშნიკოვის~ ცხრაკალიბრიანმა ოცამდე ცხელმა ტყვიამ არ დაუფლითა სხეული, ღიად არ დაუტოვა შავი ცრემლმიყინული თვალები და გულაღმა არ გაიშალა, ერთ მაღალი, ხმელი, ნაღვლიანთვალებიანი `ავღანელის~ გვერდით, რომელიც პირველად ნახა `სოვმინში~ და მასზე მხოლოდ ის იცოდა რომ კახა ერქვა. თუმცა თემურას რომ დაენახა მყისვე იცნობდა, ცხრა აპრილის ღამეს, ტელევიზიასთან შეხვედრილ ტიპს, რომელიც სალანგის უღელტეხილზე დაღუპულ ბესო ბერიანიძეს მიამგვანა და რომელმაც მისი რკინის არმატურით ტელევიზიის კიბეზე ამოსული რუსების `ბეემპეს~ `გუსენიცა~ გამოუშალა. სოხუმის დაცემის შემდეგ ვლადისლავ არძინბას რუსეთის პრეზიდენტის ელცინის პირადმა წარმომადგენელმა ბორის პასტუხოვმა დაურეკა. განსაკუთრებით ჟიული შარტავას და მამია ალასანიას ბედი აინტერესებდათ. «Всё будет в порядке, их уже везут сюда»… მეორე დღეს კი სოხუმიდან კრემლში ასეთი შინაარსის ტელეგრამა მივიდა: «При не выясненных до конца обстоятельствах убит попавший в плен к абхазцам председатель грузинской части по урегулированию в Абхазии, Жиули Калистратович Шартава! Неизвестна судьба и участь его сотрудников: Рауль Эшба, Гурам Габискирия, Миша Кокая, Саша Берулава, Джумбер Беташвили, Арик Шенгелия, Вахтанг Гегелашвили, Мамиа Аласания, Бадри Багатурия».
კრემლმა ამ ინციდენტის გამოძიება მოითხოვა მაგრამ რა თქმა უნდა არავის არაფერი არ გამოუძიებია. მხოლოდ ის გაირკვა რომ ჟიული შარტავასთან ერთად დანარჩენებიც დახვრიტეს, ერთადერთი სოხუმელი ჟურნალისტი საშა ბერულავა ითვლება დღემდე უგზო–უკვლოდ დაკარგულად.
ოცდაშვიდიდან ოცდაათ სექტემბრამდე რუსეთმა მთელი აფხაზეთი დაიკავა. დეზორგანიზებული და დაშლილი ქართული შეიარაღებული ფორმირებები, ამხელა დანაკარგის შემდეგ ფაქტიურად აღარ არსებობდნენ. სოხუმის ქუჩებში გაფანტული ქართველი მეომრების ცხედრები სოხუმში ჩარჩენილ დაფეთებულ და დაზაფრულ მშვიდობიან მაცხოვრებლებს მოაგროვებინეს და სააპიროზე, ბულვარზე ექსკავატორით ამოთხრილ ორმოში ჩაყარეს. მერე ზედ ჯერ ასფალტი დააგეს, შემდეგ კი პალმები ჩარგეს. ამის შემდეგ დაუნდობლად ამოწყვიტეს უპატრონოდ დარჩენილი ადგილობრივი ქართველობა. მათი ნაწილი თავისმა აფხაზმა ნათესავებმა შეიფარა და გადაარჩინა. ნაწილი ჭუბერის უღელტეხილზე გადმოვიდა, სადაც ნაადრევმა ყინვებმა და თოვლმა მოუსწრო და უმრავი მშვიდობიანი მაცხოვრებელი, ქალი, ბავშვი, მოხუცი გაიყინა და დაიღუპა. მსხვერპლი გაცილებით დიდი იქნებოდა უკრაინელი მფრინავების ვერტმფრენებით რომ არ გადაეყვანათ ლტოლვილები სამშვიდობოს. ძალიან ბევრი ადამიანი გადაარჩინეს ზალიკო ქიქოძემ და სხვა ალპინისტებმა. ბევრი ადამიანი იხსნეს ეცერელმა აფრასიძეებმაც. აფხაზეთის ომი საქართველოს ისტორიის ერთერთი უდიდესი ეროვნული, სამხედრო და პოლიტიკური მარცხი იყო. ქვეყანაში სრული ქაოსი და სიბნელე სუფევდა. უდიდესი მსხვერპლის გარდა აფხაზეთი 300 000 ქართველმა დატოვა. ქალაქები და სოფლები უსახლკაროდ დარჩენილი, ბარგაკიდებული ლტოლვილებითა და დამარცხებული, სისხლდადენილი, გაბოროტებული და ნახევრად ჭკუიდან შეშლილი იარაღიანი მებრძოლებით გაივსო.