ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკი - ნამდვილად, რუსეთის ომი უკრაინისა და საღი აზრის წინააღმდეგ უნდა დასრულდეს - უკრაინა პირველივე წუთიდან მშვიდობისკენ ისწრაფვის

ვოლოდიმირ ზელენსკი - ნამდვილად, რუსეთის ომი უკრაინისა და საღი აზრის წინააღმდეგ უნდა დასრულდეს - უკრაინა პირველივე წუთიდან მშვიდობისკენ ისწრაფვის

ნამდვილად, რუსეთის ომი უკრაინისა და საღი აზრის წინააღმდეგ უნდა დასრულდეს , - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება.

„ამ ომის ყოველი ახალი კვირა, რომ აღარაფერი ვთქვათ ყოველ ახალ წელზე, სულ უფრო მეტ პრობლემას ქმნის. უკრაინა პირველივე წუთიდან მშვიდობისკენ ისწრაფვის. ჩვენ არაერთი დიპლომატიური წინადადება წარვადგინეთ. ახლა, პრეზიდენტ ტრამპთან და ამერიკასთან დიალოგს ვაწარმოებთ. განიხილება იდეები, რომლებიც მშვიდობასთან დაგვაახლოებს და რომელიც დეესკალაციისკენ ნაბიჯების გადადგმით უნდა დაიწყოს. უკრაინის ენერგეტიკული სექტორი, კრიტიკული ინფრასტრუქტურა და ჩვენი სურსათის ექსპორტი რუსეთის სამიზნე აღარ უნდა იყოს და ეს ჩვენი მხრიდან დეესკალაციისკენ გადადგმულ საპასუხო ნაბიჯებს გამოიწვევს. გადაწყვეტის პოვნა შესაძლებელია. მზად ვართ, ამისთვის ვიმუშაოთ და ამას ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში პარტნიორებთან განვიხილავთ. არ იქნება ის შემთხვევა, როდესაც მხოლოდ თავდასხმის ქვეშ მყოფი ქვეყანა იტანჯება. ახლა ომის ბუნება ისეთია, რომ აგრესორიც დაიტანჯება. ტექნოლოგია ამის შესაძლებლობას ქმნის. ქვეყნების ხელმძღვანელობას შეუძლია დეესკალაცია, უსაფრთხოება და მშვიდობა უზრუნველყოს“, - აცხადებს ზელენსკი.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთმა უკრაინასთან ომის გამო, დიზელის საწვავზე კონტროლი დაკარგა და ომი უნდა დასრულდეს.

„მათი დიზელის გადამამუშავებელი ქარხნების დიდი ნაწილი აფეთქებულია და, სულ მცირე, დროებით, მწყობრიდან არის გამოსული. უკრაინასთან ეს უაზრო და გაუთავებელი ომი უნდა დასრულდეს“, - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 სექტემბერი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.