არქივი25 სექტემბერი, 2026, 16:51
ვოლოდიმირ ზელენსკი - დონალდ ტრამპმა მითხრა: „საბოლოოდ გადავწყვიტე, უკრაინა Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიებს მიიღებს“

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ნიუ-იორკში აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრისას დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება უკრაინას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის რაკეტების წარმოების ლიცენზია მიანიჭოს.
„არსებობს კონკრეტული შეთანხმებები. პრეზიდენტმა ტრამპმა ჩემთან ბოლო შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნა: „დიახ, საბოლოო გადაწყვეტილება მივიღე: უკრაინა Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიებს მიიღებს”, - განაცხადა ზელენსკიმ ჟურნალისტებთან ონლაინ შეხვედრის დროს.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 სექტემბერი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.