ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკი - დონალდ ტრამპს ვესაუბრე, შევთანხმდით ნიუ-იორკში შეხვედრაზე, რასაც ბევრი რამის შეცვლა შეუძლია

ვოლოდიმირ ზელენსკი - დონალდ ტრამპს ვესაუბრე, შევთანხმდით ნიუ-იორკში შეხვედრაზე, რასაც ბევრი რამის შეცვლა შეუძლია

უკრაინის პრეზიდენტი ვილოდიმირ ზელენსკი აშშ-ს პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ესაუბრა.

ზელენსკის თქმით, შეთანხმდნენ შეხვედრაზე.

უკრაინის პრეზიდენტმა, ასევე, აღნიშნა, რომ აღნიშნულ შეხვედრას ბევრის შეცვლა შეუძლია და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მშვიდობის მიღწევის გზა უკრაინის უმთავრესი პრიორიტეტია.

"ახლახან ვესაუბრე პრეზიდენტ დონალდ ტრამპს. ეს იყო მნიშვნელოვანი საუბარი, რა დროსაც ბევრი საკითხი განვიხილეთ. შევთანხმდით ნიუ-იორკში შეხვედრაზე; ამ შეხვედრას ბევრი რამის შეცვლა შეუძლია. დიპლომატიური პროცესი აქტიურ ფაზაშია.

მადლობა გადავუხადე პრეზიდენტს სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის კიევში ვიზიტისთვის. ჩვენ დეტალურად განვიხილეთ მთავარი საკითხები და მათ უკრაინაში არსებული ვითარება საკუთარი თვალით იხილეს. მშვიდობის მიღწევის გზა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია", - წერს უკრაინის პრეზიდენტი.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 სექტემბერი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.