ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთი 47 ქვეყნის მოქალაქეებს იყენებს – ცოტა ხნის წინ ორი ჩრდილოეთ კორეელი ომის ტყვე გადავეცით კორეის რესპუბლიკას

უკრაინამ სამხრეთ კორეას ორი ჩრდილოეთ კორეელი ომის ტყვე გადასცა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

,,ცოტა ხნის წინ ორი ჩრდილოეთ კორეელი ომის ტყვე გადავეცით კორეის რესპუბლიკას. მათი ცოცხლად დაჭერა მარტივი არ არის. ერთ-ერთმა მათგანმა, როდესაც გაიაზრა, რომ ტყვედ ვარდებოდა, თვითმკვლელობა სცადა და ის გაოცებული იყო, რომ ბედმა საშუალება არ მისცა მომკვდარიყო. ასე ზრდიან ხალხს ჩრდილეთში [კორეაში], ეს რეალობაა. თავისუფლებას ართმევენ, არჩევანის შესაძლებლობას ართმევენ და თავში უნერგავენ, რომ რაც არ უნდა იყოს – უნდა მოკვდნენ”, – განაცხადა ზელენსკიმ.

მან აღნიშნა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთი 47 ქვეყნის მოქალაქეებს იყენებს, მათ შორის განის, ნეპალის, ტაჯიკეთის, ინდოეთის, იემენის, კენიის, ზიმბაბვეს, კუბას, ბელარუსის, სუდანის, სამხრეთ აფრიკისა და სხვების.

,,მსურს, უშუალოდ მივმართო ამ 47 ქვეყნის ყოველ წარმომადგენელს: თქვენ იცით, რას აკეთებს რუსეთი თქვენი ადამიანებით. ეს თქვენი მოქალაქეებია. იზრუნეთ მათზე და უცხო ფრონტზე აღმოჩენის საშუალება არ მისცეთ. საშუალება არ მისცეთ პუტინს ამ ომში ჩაგითრიოთ. საშუალება არ მისცეთ რუსეთს თქვენი ხალხის სიცოცხლეებით აქროს თავისი ხანძრები, ფაროს თავისი სირცხვილი და იხდიდეს თავისი სიგიჟისთვის”, – განაცხადა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება