ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კაია კალასი: ...ეს კარგი ამბავია უკრაინისთვის და ცუდი რუსეთისთვის

კაია კალასი: ...ეს კარგი ამბავია უკრაინისთვის და ცუდი რუსეთისთვის

ევროკავშირის ქვეყნები უკრაინისთვის 6.6 მილიარდი ევროს გამოყოფაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

“ევროკავშირის წევრი ქვეყნები უკრაინისთვის “ევროპული მშვიდობის ფონდიდან” 6.6 მილიარდი ევროს გამოყოფისთვის პირობებზე შეთანხმდნენ.

ეს კარგი ამბავია უკრაინისთვის და ცუდი რუსეთისთვის.

900 მილიონი ევრო განკუთვნილია უკრაინისთვის ევროკავშირის სამხედრო დახმარების მისიისთვის. 1 მილიარდი ევრო მოხმარდება აღჭურვილობის ერთობლივ შესყიდვას. 4.7 მილიარდი ევრო კი წევრ ქვეყნებს ხარჯებს აუნაზღაურებს, და ზოგიერთმა მათგანმა უკვე განაცხადა, რომ საკუთარ წილა უკრაინას გადასცემენ.

მოსკოვის ჰიბრიდული თავდასხმები მიზნად ისახავს ევროპის დაშინებას, რათა მათ უკრაინის მხარდაჭერა შეამციროს. ევროპა საპირისპიროს აკეთებს,” - წერს კალასი.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 სექტემბერი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.