ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კახა ჯაფარიძე: კიევში შემზარავი კადრები ვრცელდება... ალმოდებული შენობიდან ადამიანები ფანჯრებიდან ცდილობენ გადმოხტომას (ვიდეო)

კახა ჯაფარიძე: კიევში შემზარავი კადრები ვრცელდება... ალმოდებული შენობიდან ადამიანები ფანჯრებიდან ცდილობენ გადმოხტომას (ვიდეო)
სამოქალაქო აქტივისტი კახა ჯაფარიძე:  
კიევში შემზარავი კადრები ვრცელდება: რუსულმა რეაქტიულმა დრონებმა უკრაინის მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას დაარტყეს. ალმოდებული შენობიდან ადამიანები ფანჯრებიდან ცდილობენ გადმოხტომას. ​საბავშვო ბაღებისა და სკოლების შემდეგ, რუსეთმა ახლა პირდაპირ მეცნიერების ბომბვა დაიწყო.
​ეს თავდასხმა კიდევ ერთი თვალსაჩინო დადასტურებაა იმისა, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი პროგრესის, განვითარების და ცივილიზაციის წინააღმდეგ არის მიმართული. რუსეთში შეიძლება იყოს ყველაფერი, მათ შორის ბუნებრივი რესურსები, იარაღი, ტერიტორია... ყველაფერი, გარდა მთავარი- ცივილიზაციისა.
​აქ მკაფიოდ ჩანს ორი სრულიად განსხვავებული სამყაროს დაპირისპირება:
​ერთ მხარესაა უკრაინა, რომელიც ომში ურტყამს რუსეთის სტრატეგიულ სამხედრო ობიექტებს, ოკუპანტის ეკონომიკას - ანუ მიზანმიმართულად ანადგურებს აგრესორის საბრძოლო მანქანას და არ იყენებს ტერორისტულ მეთოდებს.
​მეორე მხარესაა რუსეთი, რომელიც ურტყამს მეცნიერებას, სკოლებს, საავადმყოფოებს, ეკლესიებსა და მშვიდობიან მოსახლეობას.
ამ განსხვავების ვერ დანახვა, ან ნეიტრალიტეტის მიღმა დამალვა, უბრალოდ დანაშაულია.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 სექტემბერი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.