უცნობმა ობიექტმა რუმინეთის საჰაერო სივრცე დაარღვია, თავდაცვის უწყებამ ავიაცია გაააქტიურა

რუმინეთის საჰაერო სივრცე 26 სექტემბრის ღამეს უცნობმა სამიზნემ დაარღვია, რის გამოც მოკავშირეთა გამანადგურებლები აფრინდნენ, - ამის შესახებ რუმინეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება.
თავდაცვის სამინისტროს სარადარო სამეთვალყურეო სისტემამ საჰაერო სამიზნე დააფიქსირა, რომელიც სოფელ კილია-ვეკესთან ახლოს, უკრაინასთან მდინარის საზღვართან ახლოს მოძრაობდა.
სიტუაციის მონიტორინგისთვის აფრინდნენ ესპანეთის საჰაერო ძალების F-18 ტიპის ორი თვითმფრინავი და რუმინეთის საჰაერო ძალების IAR-330 SOCAT ტიპის ვერტმფრენი.
სამიზნე რუმინეთის საჰაერო სივრცეში რამდენიმე წუთის განმავლობაში დარჩა და თითქმის მდინარე კილიას პარალელურ ტრაექტორიაზე დაფრინავდა. ობიექტიდან წამოსული რადიოლოკაციური სიგნალი პარდინასთან გაქრა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 სექტემბერი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.