მიხეილ სააკაშვილი – 2007 წლის ნოემბერში საგანგებო მდგომარეობა გამოვაცხადე, რამდენიმე დღით დავხურეთ პატარკაციშვილის „იმედი“, მაშინ არცერთი კანონი არ დარღვეულა და მთლიანობაში სწორად ვმოქმედებდით
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, 2007 წლის ნოემბერში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებითა და ტელეკომპანია „იმედის“ დახურვით კანონი არ დარღვეულა და ხელისუფლება სწორად მოქმედებდა. ექსპრეზიდენტი ამტკიცებს, რომ მაშინდელი მოვლენები რუსეთის მიერ „აბაროტის აღება“ და გადატრიალების მცდელობა იყო.