ლევან მაჭავარიანი საკონსტიტუციო სარჩელზე: აბსოლუტურ უსუსურობაში იმყოფებიან, ვერაფერს უპირისპირებენ ჩვენს მტკიცებულებებს
ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ოპოზიცია „აბსოლუტურ უსუსურობაშია“ და საკონსტიტუციო სასამართლოში მტკიცებულებებს ვერაფერს უპირისპირებს, რის გამოც „ნაციონალური მოძრაობა“ ასაკრძალად არის განწირული.

აბსოლუტურ უსუსურობაში იმყოფებიან, ვერაფერს უპირისპირებენ ჩვენს ფაქტებსა და მტკიცებულებებს, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით.
მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ სასამართლო „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვის გადაწყვეტილებას მიიღებს.
„გუშინ ქალბატონმა წითლიძემ აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი თურმე სიმბოლურად იკავებდა თავმჯდომარის პოზიციას ამ პარტიაში და ზურაბ ადეიშვილი და ვანო მერაბიშვილი ნაციონალურ მოძრაობას საერთოდ არ წარმოადგენენ. აბსოლუტურ უსუსურობაში იმყოფებიან, ვერაფერს უპირისპირებენ ჩვენს ფაქტებსა და მტკიცებულებებს, შესაბამისად დარწმუნებულები ვართ, რომ ეს პარტია განწირულია აკრძალვისთვის“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.
ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის განხილვა დღეს 12:00 საათიდან განახლდება.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…