პოლიტიკური პასუხისმგებლობისგან გაქცევის მცდელობა - საკონსტიტუციო სასამართლოს დარბაზში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ხელისუფლებაში ყოფნის დროს სისტემური დანაშაულები უარყვეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საკონსტიტუციო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ხელისუფლებაში ყოფნის დროინდელი სისტემური დანაშაულები უარყვეს და ყოფილი ლიდერების მემკვიდრეობისგან დისტანცირება სცადეს.

პოლიტიკური წარსულისა და ყოფილი ლიდერებისგან გამიჯვნის მცდელობა - საკონსტიტუციო სარჩელის განხილვის მორიგ სხდომაზე, მოსამართლეთა კითხვებს ოპოზიცია პასუხობდა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა მიხეილ სააკაშვილის, ზურაბ ადეიშვილისა და ვანო მერაბიშვილის პოლიტიკური მემკვიდრეობისგან დისტანცირება სცადეს და ეჭვქვეშ დააყენეს როგორც საგამოძიებო კომისიის დასკვნა, ისე ქართული მართლმსაჯულების განაჩენები.
მიუხედავად იმისა, რომ სტრასბურგის სასამართლოს 2004-2012 წლების პერიოდზე ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის 227 ფაქტი აქვს დადგენილი, მოპასუხე მხარემ სისტემურ დანაშაულად არც გახმაურებული მკვლელობები და არც 7 ნოემბერს ტელეკომპანია „იმედის“ დარბევა არ აღიარა.
ნინი გოგიშვილის რეპორტაჟი.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…