პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ის არგუმენტები, რომლებიც ჩვენ წარვადგინეთ, ეჭვქვეშ ვერ დადგება, რადგან ყველაფერი ეფუძნება რეალობას, სიმართლეს, ფაქტებს და იმ წლებს, რომლებმაც ჩვენს წინ გაიარა - ლევან მაჭავარიანი საკონსტიტუციო სარჩელზე

საკონსტიტუციო სასამართლონაციონალური მოძრაობაქართული ოცნებასაქართველოს პარლამენტი

ლევან მაჭავარიანი ამტკიცებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციის წინააღმდეგ წარდგენილი სარჩელის მტკიცებულებები მყარია და მოპასუხეებს თავის მართლების შანსი არ აქვთ.

ის არგუმენტები, რომლებიც ჩვენ წარვადგინეთ, ეჭვქვეშ ვერ დადგება, რადგან ყველაფერი ეფუძნება რეალობას, სიმართლეს, ფაქტებს და იმ წლებს, რომლებმაც ჩვენს წინ გაიარა - ლევან მაჭავარიანი საკონსტიტუციო სარჩელზე
რუსთავი 2

საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომები ორშაბათს განახლდება. 5 ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ წარდგენილი სარჩელის განხილვა მთელი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. გუშინ, რიგით მე-17 სხდომაზე კითხვებს ძირითადად მოპასუხე მხარე სვამდა, თუმცა მათი უმეტესობა მოიხსნა, რადგან პლენუმის განცხადებით, ფაქტობრივი მსჯელობის ნაცვლად, პარტიები სასამართლო ტრიბუნას პოლიტიკური განცხადებებისთვის იყენებდნენ.

"ნაციონალურ მოძრაობას" აინტერესებდა, რა მტკიცებულებები არსებობს მათ წინააღმდეგ. მოისმინა, რომ ბევრ სხვა ფაქტთან ერთად სარჩელში დევს სტრასბურგის სასამართლოს 227 გამამტყუნებელი განაჩენი. თუმცა სააკაშვილის თანაგუნდელებმა არცერთ ამ დანაშაულზე პასუხისმგებლობა ისევ არ აიღეს.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები აბსოლუტურად უმწეო მდგომარეობაში არიან.

"რაც მეტს ლაპარაკობენ, უფრო მეტად ამყარებენ ჩვენს სარჩელს. ისეთ აბსურდებამდე დავიდნენ, რომ წითლიძემ თქვა, თითქოს სააკაშვილი არ იღებდა გადაწყვეტილებებს "ნაციონალურ მოძრაობაში" და თითქოს ვანო მერაბიშვილი და ბატონი ადეიშვილი არ ბრძანდებოდნენ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები. ასეთ აბსურდებამდე არიან დასულები.

ის მტკიცებულებები, რომელიც მოსარჩელის, ანუ ჩვენს მხარეს არის, რა თქმა უნდა, ძალიან მყარია. ის არგუმენტები, რომლებიც ჩვენ წარვადგინეთ, ეჭვქვეშ ვერ დადგება იქიდან გამომდინარე, რომ ყველაფერი ეფუძნება რეალობას, სიმართლეს, ფაქტებს და იმ წლებს, რომლებმაც ჩვენს წინ გაიარა. შესაბამისად, აბსოლუტურად უმწეო მდგომარეობაში არიან და აბსოლუტურად არანაირი თავის მართლების შანსი არ გააჩნიათ", - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.

მმართველმა გუნდმა დაასახელა ოპოზიციური პარტიების ლიდერების კონკრეტული განცხადებებიც, რომლითაც, მათი თქმით, მოპასუხე მხარის ანტიკონსტიტუციური და ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯები დასტურდება.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ლევან მაჭავარიანი საკონსტიტუციო სარჩელზე: სარჩელში წარმოდგენილია ბრალდებები, რომელიც მიესადაგება ინდივიდუალურად პარტიებსაც, კოლექტიურად პარტიებსაც თუმცა ჩვენ ვამტკიცებთ სასამართლოში იმას, რომ ეს არის კოლექტიური ძალა, რომელსაც ერთი გარე ხელმძღვანელი ჰყავს, იმართებიან ერთი და იგივე ვერტიკალით. შესაბამისად, ისინი თანამოზიარეები უნდა იყვნენ იმ ყველა დანაშაულებისაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები