პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თენგიზ შარმანაშვილი – „ნაციონალური მოძრაობისგან“ ისეთი საოცრებები მოვისმინეთ, არ გამიკვირდება, სააკაშვილს მითიურ პერსონაჟად თუ გამოაცხადებენ და იტყვიან, ასეთი კაცი არ არსებობსო

ნაციონალური მოძრაობა

თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ თავის დაძვრენას ცდილობს და არ გაუკვირდება, სააკაშვილი მითიურ პერსონაჟად გამოაცხადონ. დეპუტატის თქმით, პარტიას სინანულის გრძნობა არ აქვს და პოლიტიკაში დარჩენის შემთხვევაში წარსულის შეცდომებს გაიმეორებს.

თენგიზ შარმანაშვილი – „ნაციონალური მოძრაობისგან“ ისეთი საოცრებები მოვისმინეთ, არ გამიკვირდება, სააკაშვილს მითიურ პერსონაჟად თუ გამოაცხადებენ და იტყვიან, ასეთი კაცი არ არსებობსო
პირველი არხი

„ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, თავი დაიძვრინოს. ისეთი საოცრებები მოვისმინეთ, რომ გაკვირვებული ვართ. თურმე, პრეზიდენტობის დროს სააკაშვილი „ნაციონალურ მოძრაობაში“ არაფერს წარმოადგენდა, არც ადეიშვილი, არც ვანო მერაბიშვილი. არ გამიკვირდება, სააკაშვილს მითიურ პერსონაჟად თუ გამოაცხადებენ და იტყვიან, ასეთი კაცი საერთოდ არ არსებობს, მითიური პერსონაჟი არისო, – ამის შესახებ თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ამას ხომ ყველა უყურებს და საკონსტიტუციოს მოსამართლეებიც ისმენენ.

„როგორ შეიძლება, მათი რომელიმე ნათქვამი მოსამართლემ სერიოზულად აღიქვას და მერე გაუკვირდათ, როცა შესაბამისი შედეგი დადგება. ყველაზე ცუდი ისაა, რომ არანაირი სინანულის გრძნობა არ აქვთ. ამბობენ, რომ არაფერი მომხდარა. წითლიძემ საგამოძიებო კომისიის რაღაც ჩვენება აიჩემა და თქვა, დამაჯერებელი არ არისო. სასამართლოს მიერ დადასტურებული ათობით სისხლის სამართლის განაჩენი რომ დევს, იმას რას უშვება და რას ამბობ? გირგვლიანის საქმეზე სტრასბურგი წერდა, რომ გამაოგნებელი იყო როგორ შეხმატკბილებულად მოქმედებდნენ და გამოძიებაში შეთქმულებას აწარმოებდნენ. ამათმა პრეზიდენტი არაფერ შუაში იყოო. არადა, სტრასბურგის უამრავ გადაწყვეტილებაშია ნათქვამი, რომ ეს იყო სისტემატური დანაშაული. ეს არ არის ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში ნახსენები. გინდათ, ამ ყველაფერს ამნეზია დაარქვით და რაც გინდათ, ის. ფაქტია, რომ

არანაირი არგუმენტი არ აქვთ, არც შეიძლება, ჰქონდეთ. ერთადერთი, რაც შეიძლებოდა, დაგვენახა, სინანულია. ასე მინდოდა, მაგრამ არ გამოვიდა, ზედმეტი მომივიდა, შემეშალა, ეთქვათ. მსგავს ვერაფერს დაინახავთ და მოისმენთ. ეს ეს ხალხი თუ პოლიტიკაში დარჩა, ამას გაიმეორებენ. ადამიანს, რომელსაც თავისი დანაშაული არ ესმის, ის ამას აუცილებლად გაიმეორებს“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურითენგიზ შარმანაშვილი - ერთადერთი, რაც შეიძლებოდა „ნაცმოძრაობისგან“ დაგვენახა, სინანულია, თუმცა მსგავსი ვერაფერი მოვისმინეთ - არ გამიკვირდება, თუ სააკაშვილს მითურ პერსონაჟად გამოაცხადებენ და იტყვიან, რომ ასეთი კაცი საერთოდ არ არსებობს
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
თენგიზ შარმანაშვილი - ერთადერთი, რაც შეიძლებოდა „ნაცმოძრაობისგან“ დაგვენახა, სინანულია, თუმცა მსგავსი ვერაფერი მოვისმინეთ - არ გამიკვირდება, თუ სააკაშვილს მითურ პერსონაჟად გამოაცხადებენ და იტყვიან, რომ ასეთი კაცი საერთოდ არ არსებობსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები