პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ლევან მაჭავარიანი საკონსტიტუციო სარჩელის მოპასუხე მხარეზე: უსუსურ მდგომარეობაში არიან, მათი პოზიციები ძალიან სუსტია, რაც უფრო მეტ საუბრობენ, კიდევ უფრო მყარდება ჩვენი სარჩელი

ქართული ოცნებასაკონსტიტუციო სასამართლონაციონალური მოძრაობა

ლევან მაჭავარიანის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში მოპასუხე მხარე უსუსურ მდგომარეობაშია და რაც უფრო მეტს საუბრობენ, მმართველი გუნდის სარჩელი კიდევ უფრო მყარდება.

ლევან მაჭავარიანი საკონსტიტუციო სარჩელის მოპასუხე მხარეზე: უსუსურ მდგომარეობაში არიან, მათი პოზიციები ძალიან სუსტია, რაც უფრო მეტ საუბრობენ, კიდევ უფრო მყარდება ჩვენი სარჩელი
იმედინიუსი

რაც უფრო მეტ საუბრობენ [მოპასუხე მხარე], კიდევ უფრო მყარდება ჩვენი სარჩელი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე საუბრისას.

მისივე თქმით, საზოგადოება საკუთარი თვალით ხედავს რა უსუსურ მდგომარეობაშია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“.

„ქალბატონმა წითლიძემ რამდენიმე დღის წინ სრული სერიოზულობით განაცხადა სასამართლო სხდომაზე, რომ თითქოს მიხეილ სააკაშვილი არ იღებდა არანაირ გადაწყვეტილებებს პარტიაში. ასევე მან ახსენა, რომ თურმე ვანო მერაბიშვილი და ადეიშვილი არ იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები. აბსურდის თეატრია. ქალბატონი წითლიძე სამარცხვინოდ საუბრობდა, რომ თურმე ბატონი შავაძის საქმე არაფერი არ არის, თურმე ბატონი თეთრაძე არ უწამებიათ. უსუსურ მდგომარეობაში არიან, მათი პოზიციები ძალიან სუსტია, რაც უფრო მეტ საუბრობენ, კიდევ უფრო მყარდება ჩვენი სარჩელი“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ლევან მაჭავარიანი საკონსტიტუციო სარჩელის განხილვაზე: პროცესმა დაგვანახა, რამდენად უსუსურ მდგომარეობაშია აგენტურაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები