პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მიმდინარე861 ჩანაწერისაკონსტიტუციო სასამართლო: ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმემოსამართლე ხუჭუა სადავოდ ხდის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის წესს861 ჩანაწერი · 13 მედია

თორნიკე ჭეიშვილი საკონსტიტუციო სარჩელის განხილვაზე: ქართული პოზიციები და ეროვნული საქმე მათთვის აბსოლუტურად მიუღებელია - ეს არის ის, რაზეც მწვავე პოლიტიკური კონვულსიები ემართებათ

საკონსტიტუციო სასამართლონაციონალური მოძრაობაქართული ოცნებასაქართველოს პარლამენტი

თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, ოპოზიციის პოზიცია უსუსური თავის მართლებაა, ხოლო „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის პრორუსულად მოხსენიება 1 120 000 მოქალაქის უმძიმესი შეურაცხყოფაა.

თორნიკე ჭეიშვილი საკონსტიტუციო სარჩელის განხილვაზე: ქართული პოზიციები და ეროვნული საქმე მათთვის აბსოლუტურად მიუღებელია - ეს არის ის, რაზეც მწვავე პოლიტიკური კონვულსიები ემართებათ
რუსთავი 2

საკონსტიტუციო სასამართლოში, 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე არსებითი განხილვა გრძელდება. სასამართლო შეკითხვების ეტაპზე რჩება. კითხვებს ამჯერად მოპასუხე მხარის წარმომადგენლებს უსვამენ.

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა სხდომაზე თქვეს, რომ ყოფილი მაღალჩინოსნების, მათ შორის ზურაბ ადეიშვილის, ვანო მერაბიშვილის და მიხეილ სააკაშვილის საქმეები პარტიას არ უნდა მიეწეროს. სამართლებრივი ნონსენსი - ასეთია "ქართული ოცნების" შეფასება, სადაც დღეს ისიც თქვეს, რომ მალე "ნაციონალური მოძრაობა" სააკაშვილსაც გაემიჯნება.

მათივე შეფასებით, ოპოზიციას არაფერი აქვს სათქმელი ფაქტებზე, რომელიც ადასტურებს სისტემურად ადამიანის უფლებათა დარღვევებს, დამოუკიდებლობის ხელყოფას და ტერიტორიული მთლიანობისთვის საფრთხის შექმნას.

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, ქართული პოზიციები და ეროვნული საქმე ეს არის მათთვის აბსოლუტურად მიუღებელი და ეს არის, რაზეც მათ მწვავე პოლიტიკური კონვულსიები ემართებათ.

"ეს არის აბსოლუტურად უსუსური, უსუსტესი, ვითომდა თავის მართლების მცდელობა, რაც, ფაქტია, რომ არ გამოსდით და ამავდროულად კადრულობენ აბსოლუტურად უტიფარ განცხადებებს იმასთან მიმართებით, რომ თითქოს "ქართულ ოცნებას" ჰყოლია, მაგალითად, პრორუსული ამომრჩეველი, რაც არის უმძიმესი შეურაცხყოფა, სულ მცირე, 1 120 000 ადამიანისა და ეს კიდევ ერთხელ მკაფიოდ და ნათლად წარმოაჩენს ამ კოლექტიური "ნაცმოძრაობის" სახეს, როდესაც ისინი იმაზე კი არ საუბრობენ, საქართველოში მიიღებოდეს გადაწყვეტილებები და აქ, ადგილზე წყდებოდეს ქვეყნის ბედი, არამედ ისევ და ისევ გარეთ იყურებიან, რომელი მიმართულებითაც არ უნდა იყოს. აქ ხაზგასმით და მკაფიოდ ჩვენ უნდა განვაცხადოთ, და ეს დაფიქსირდა კიდეც სასამართლო სხდომის დარბაზში, რომ "ქართულ ოცნებას", რა თქმა უნდა, ჰყავს პროქართული ამომრჩეველი, სწორედ ეს აშინებთ, მათ, იმიტომ, რომ ქართული პოზიციები, ეროვნული საქმე არის მათთვის აბსოლუტურად მიუღებელი და ეს არის ის, რაზეც მათ მწვავე პოლიტიკური კონვულსიები ემართებათ", - აცხადებს თორნიკე ჭეიშვილი.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
თორნიკე ჭეიშვილი - კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მხრიდან გუშინაც მცდელობა იყო, რომ პროცესი პოლიტიკურ შოუში გადაეზარდათ, შეურაცხმყოფელ კომენტარების გაკეთებასაც არ ერიდებიან - მომდევნო ეტაპზეც მოლოდინია, რომ ყველა დაინახავს, სად არის სიმართლეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები