მედიის ადვოკატირების კოალიცია: სოლიდარობა სანაიას და ფორმულას გუნდს
მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. „მედიის ადვოკატირების კოალიცია“ გადაწყვეტილებას გამოხატვის თავისუფლებაზე ზეწოლად და კრიტიკული მედიის დევნად აფასებს.