ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მედიის ადვოკატირების კოალიცია: სოლიდარობა სანაიას და ფორმულას გუნდს

ქართული ოცნება

მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. „მედიის ადვოკატირების კოალიცია“ გადაწყვეტილებას გამოხატვის თავისუფლებაზე ზეწოლად და კრიტიკული მედიის დევნად აფასებს.

მედიის ადვოკატირების კოალიცია: სოლიდარობა სანაიას და ფორმულას გუნდს
მედიის ადვოკატირების კოალიცია: სოლიდარობა სანაიას და ფორმულას გუნდსფორმულა

"მედიის ადვოკატირების კოალიცია" ეხმიანება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანის მიერ "ფორმულას" წამყვანისა და ჟურნალისტის, ვახო სანაიას მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლითაც მას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.

"მედიის ადვოკატირების კოალიცია" აღნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება წარმოადგენს ჟურნალისტურ საქმიანობასა და გამოხატვის თავისუფლებაზე განხორციელებული ზეწოლის მორიგ საგანგაშო მაგალითს.

"ვახო სანაიას წინააღმდეგ აღძრულია უკვე მესამე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო, რაც წინა შემთხვევებში შეფარდებული 14-დღიანი პატიმრობისა და 6000-ლარიანი ჯარიმის ფონზე, ნათლად მიუთითებს კრიტიკული მედიისა და განსხვავებული აზრის დევნის, სახიფათო ტენდენციაზე

მართლმსაჯულების სისტემის გამოყენება კრიტიკული ხმის ჩასახშობად და ჟურნალისტების დასასჯელად ლახავს დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს და პირდაპირ საფრთხეს უქმნის ქვეყანაში სიტყვისა და პრესის თავისუფლებას.

მედიის ადვოკატირების კოალიცია სრულ სოლიდარობას უცხადებს ვახო სანაიას, „ფორმულას“ გუნდს და თითოეულ ჟურნალისტს, რომელიც მზარდი ზეწოლისა და რეპრესიული მეთოდების მიუხედავად, საზოგადოების ერთგულად მსახურებას აგრძელებს", - ნათქვამია განცხადებაში.

ვახო სანაიას მოსამართლე თორნიკე ქოჩქინმა 30 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა, "ქართული ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილისა და ვლადიმერ ბოჟაძის სიტყვიერი შეურაცხყოფის საბაბით, შეუფარდა. ივლისში, ვახო სანაიამ დროებითი მოთავსების იზოლატორში 14 დღე გაატარა, რაც ასევე ფეისბუქ-სტატუსს უკავშირდებოდა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ვახო სანაიას წინააღმდეგ აღძრულია უკვე მესამე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო, რაც წინა შემთხვევებში შეფარდებული 14-დღიანი პატიმრობისა და 6000-ლარიანი ჯარიმის ფონზე, ნათლად მიუთითებს კრიტიკული მედიისა და განსხვავებული აზრის დევნის, სახიფათო ტენდენციაზე მართლმსაჯულების სისტემის გამოყენება კრიტიკული ხმის ჩასახშობად და ჟურნალისტების დასასჯელად ლახავს დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს და პირდაპირ საფრთხეს უქმნის ქვეყანაში სიტყვისა და პრესის თავისუფლებას. მედიის ადვოკატირების კოალიცია სრულ სოლიდარობას უცხადებს ვახო სანაიას, „ფორმულას“ გუნდს და თითოეულ ჟურნალისტს, რომელიც მზარდი ზეწოლისა და რეპრესიული მეთოდების მიუხედავად, საზოგადოების ერთგულად მსახურებას აგრძელებს“
მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ქარტია გმობს ჟურნალისტ ვახო სანაიას დაკავებასწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები