ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

DRI ვახო სანაიაზე: აზრის გამოხატვისთვის დაკავება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას

ქართული ოცნება

DRI-ის განცხადებით, ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო 30-დღიანი პატიმრობის შეფარდება კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. ორგანიზაცია მიუთითებს, რომ აზრის გამოხატვისთვის თავისუფლების შეზღუდვა და იზოლატორის მძიმე პირობები ადამიანის უფლებებს არღვევს.

DRI ვახო სანაიაზე: აზრის გამოხატვისთვის დაკავება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას
DRI ვახო სანაიაზე: აზრის გამოხატვისთვის დაკავება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციასფორმულა

"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი "ტვ ფორმულას" წამყვანისა და ჟურნალისტის, ვახო სანაიას დაკავებას ეხმაურება სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება წარმოადგენს იმ მანკიერი პრაქტიკის გაგრძელებას, რაც ბოლო პერიოდში მიზნად ისახავს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების სრულად უგულებელყოფას და აღნიშნულის ნორმალიზებას.

განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება (ისევე როგორც, მსგავს საქმეებზე მიღებული სხვა გადაწყვეტილებები) განსაკუთრებით საყურადღებოა ორი მიმართებით - პირველი, რამდენად პროპორციულად იზღუდება ადამიანის გამოხატვის უფლება და მეორე - რამდენადაა დაცული ადამიანის უფლებები დროებითი მოთავსების იზოლატორებში, სადაც პირები ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შემდეგ გადაჰყავთ.

"გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა. აზრის გამოხატვისთვის, ადამიანისთვის თუნდაც მინიმალური ვადით თავისუფლების შეზღუდვა კი ეწინააღმდეგება, როგორც საქართველოს კონსტიტუციას (მუხლი 17), ისე - ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას (მუხლი 10).

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, (LINGENS V AUSTRIA) გამოხატვის თავისუფლება იცავს არა მხოლოდ ისეთ მოსაზრებებს, რომლებიც მისაღები ან უწყინარია, არამედ ისეთ განცხადებებსაც, რომლებმაც შეიძლება გააღიზიანოს, შოკში ჩააგდოს ან შეურაცხყოს პირი.

მოცემულ შემთხვევაში, განსაკუთრებით შემაშფოთებელია ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, მათ შორის, წვრილმანი ხულიგნობისთვის გაზრდილი საპატიმრო სანქცია (60 დღემდე ვადით), არაპროპორციულია დროებითი მოთავსების იზოლატორებში არსებულ პირობებთან და დამატებით იწვევს, ადამიანის სხვა მნიშვნელოვანი უფლებების დარღვევას.

დროებითი მოთავსების იზოლატორი არ არის ხანგრძლივი პატიმრობისთვის განკუთვნილი სივრცე. იქ არსებული პირობები, მათ შორის, არასათანადო ჰიგიენა, სანიტარული მდგომარეობა და სათანადო კვების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული პრობლემები (რასაც იზოლატორში მყოფი პირები აღნიშნავენ), განსაკუთრებით მძიმეა ხანგრძლივი პერიოდით მოთავსებული პირებისთვის.

ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა და პირობები უნდა შეესაბამებოდეს ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტს. არასათანადო პირობებში ხანგრძლივმა მოთავსებამ კი, შესაძლოა, წარმოშვას ადამიანის ღირსების, პატივისცემისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვის, ასევე ჯანმრთელობის უფლების დარღვევის რისკები (საქართველოს კონსტიტუციის მე-9 და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლი)", - ნათქვამია განცხადებაში.

ვახო სანაიას მოსამართლე თორნიკე ქოჩქინმა 30 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა, "ქართული ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილისა და ვლადიმერ ბოჟაძის სიტყვიერი შეურაცხყოფის საბაბით, შეუფარდა. ივლისში, ვახო სანაიამ დროებითი მოთავსების იზოლატორში 14 დღე გაატარა, რაც ასევე ფეისბუქ-სტატუსს უკავშირდებოდა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა. აზრის გამოხატვისთვის, ადამიანისთვის თუნდაც მინიმალური ვადით თავისუფლების შეზღუდვა კი ეწინააღმდეგება, როგორც საქართველოს კონსტიტუციას (მუხლი 17), ისე - ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას (მუხლი 10). ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, (LINGENS V AUSTRIA) გამოხატვის თავისუფლება იცავს არა მხოლოდ ისეთ მოსაზრებებს, რომლებიც მისაღები ან უწყინარია, არამედ ისეთ განცხადებებსაც, რომლებმაც შეიძლება გააღიზიანოს, შოკში ჩააგდოს ან შეურაცხყოს პირი. მოცემულ შემთხვევაში, განსაკუთრებით შემაშფოთებელია ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, მათ შორის, წვრილმანი ხულიგნობისთვის გაზრდილი საპატიმრო სანქცია (60 დღემდე ვადით), არაპროპორციულია დროებითი მოთავსების იზოლატორებში არსებულ პირობებთან და დამატებით იწვევს, ადამიანის სხვა მნიშვნელოვანი უფლებების დარღვევას. დროებითი მოთავსების იზოლატორი არ არის ხანგრძლივი პატიმრობისთვის განკუთვნილი სივრცე. იქ არსებული პირობები, მათ შორის, არასათანადო ჰიგიენა, სანიტარული მდგომარეობა და სათანადო კვების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული პრობლემები (რასაც იზოლატორში მყოფი პირები აღნიშნავენ), განსაკუთრებით მძიმეა ხანგრძლივი პერიოდით მოთავსებული პირებისთვის. ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა და პირობები უნდა შეესაბამებოდეს ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტს. არასათანადო პირობებში ხანგრძლივმა მოთავსებამ კი, შესაძლოა, წარმოშვას ადამიანის ღირსების, პატივისცემისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვის, ასევე ჯანმრთელობის უფლების დარღვევის რისკები (საქართველოს კონსტიტუციის მე-9 და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლი)“
მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ქარტია გმობს ჟურნალისტ ვახო სანაიას დაკავებასწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები