პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

“მარტივად გეტყვით, რატომ ზის დღეს ვახო სანაია ციხეში” – პაპუაშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლოშინაგან საქმეთა სამინისტრო

შალვა პაპუაშვილის მტკიცებით, ევროკომისიის ანგარიშში ნახსენები „თვითნებურად დაკავებულები“ ტყუილია და ვახო სანაიას ციხეში ყოფნა მართლმსაჯულების გადაწყვეტილებას ეფუძნება.

“მარტივად გეტყვით, რატომ ზის დღეს ვახო სანაია ციხეში” – პაპუაშვილი
ალია

შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ ვერ მიხვდა ვის გულისხმობს ევროკომისია ანგარიშში, როდესაც “თვითნებურად დაკავებულებზე” საუბრობს და ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ვახო სანაიას დაჭერას ეხება, ასე პასუხობს:

ანგარიში და გვერდები არ ნიშნავს სიმართლეს და ეს არ არის ავტორიტეტი. მოეშვით ამ კდემას ბრიუსელის მიმართ, რომ რახან ბრიუსელმა თქვა, ამიტომ ეს არის ჭეშმარიტება. ბრიუსელმაც შეიძლება თქვას ტყუილი. ახლა ავიღოთ ეს დოკუმენტი და ჩავხედოთ შიგნით – როცა საუბრობენ თვითნებურად დაკავებულებზე, ხომ მარტივი ტყუილია ბრიუსელის მხრიდან – ვეკითხებით, ვინ არის და ვერ გვპასუხობენ, ამიტომ რა არის ჩვენი დასკვნა, თქვენი დასკვნა რა იქნებოდა?

მარტივად გეტყვით, რატომ ზის დღეს ვახო სანაია ციხეში – ყველაფერზე არის მართლმსაჯულების გადაწყვეტილება, თქვენ გაიხედეთ აბა, რატომ ისჯებიან გერმანიაში, ბრიტანეთში. 1800 საჩივარი აქვს შეტანილი გერმანიის კანცლერს მის წინააღმდეგ შეურაცხყოფის გამო.

სურთ დაამკვიდრონ უხამსობა, გინება, დედის გინება, უნდათ დაამკვიდრონ, როგორც პოლიტიკური დისკუსიის ნაწილი. თქვენ ამის მომხრე ხართ?

შეგახსენებთ იმასაც, რომ ჟურნალისტი ვახო სანაია უკვე იყო 14-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობაში. ის საკუთარ საცხოვრებელ სახლთან 22 ივლისს დააკავეს. მაშინ, ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს პოსტზე სამართლებრივი რეაგირებისთვის შს სამინისტროში შექმნილმა, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ მიმართა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
ოპოზიციური 2ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიშალვა პაპუაშვილი ვახო სანაიაზე - ის თავისი უხამსობის გამოა დაკავებული - მე საერთოდ არაფერ შუაში ვარ
  2. TV პირველიოპოზიციურითავისი უხამსობის გამოა დაკავებული - პაპუაშვილი ჟურნალისტ ვახო სანაიაზე
  3. ნეტგაზეთიოპოზიციურიარაფერ შუაში ვარ – პაპუაშვილი სანაიას პატიმრობაზე
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შალვა პაპუაშვილი ვახო სანაიაზე - ის თავისი უხამსობის გამოა დაკავებული - მე საერთოდ არაფერ შუაში ვარწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები