ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შსს-ს წარმომადგენელი ვახო სანაიას პატიმრობაზე: შეფარვით ცდილობს პასუხისმგებლობისაგან თავის არიდებას - კონტექსტი აშკარად შეურაცხმყოფელია

თბილისის საქალაქო სასამართლოშინაგან საქმეთა სამინისტრო

თბილისის საქალაქო სასამართლომ ვახო სანაიას შალვა პაპუაშვილისა და ვლადიმერ ბოჟაძის შეურაცხყოფისთვის 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. შსს-ს წარმომადგენლის მტკიცებით, სანაია შეფარვით ცდილობს პასუხისმგებლობის არიდებას და მისი პოსტების კონტექსტი შეურაცხმყოფელია.

ვახო სანაიას 30 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. სხდომას სანაია არ დასწრებია.

სიძულვილის ენის ბრძოლის წინააღმდეგ სამმართველო სანაიას სოციალურ ქსელში პოლიტიკური თანამდებობის პირების შეურაცხყოფას ედავებოდა.

სანაიამ შეურაცხყოფა შალვა პაპუაშვილსა და ვლადიმერ ბოჟაძეს მიაყენა.

ის ადმინისტრაციულ პატიმრობაში ერთხელ უკვე იმყოფებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენლის, მარიამ კერესელიძის განმარტებით, ვინაიდან პირველი ორი შემთხვევისას ჯარიმის, ხოლო მესამეზე პატიმრობის შეფარდების მიუხედავად სანაიამ ქმედება კვლავ გაიმეორა, სახეზეა პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მცდელობა და არა გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობა.

"ეს არის ბატონ ვახტანგ სანაიას მიმართ მეოთხე სამართალდარღვევის საქმე.

პირველ ორ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სახდელის სახით იშუამდგომლა ჯარიმა და ჯარიმის მაქსიმალური ოდენობის გამოყენება. რაც შეეხება მესამე ფაქტს, მესამე ფაქტზე უკვე იყო შუამდგომლობა პატიმრობის გამოყენების.

დღევანდელ დღეს, როდესაც ბატონი ვახტანგ სანაია სახდელდადებულია უკვე სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფისათვის, მან გაიმეორა ისევ აღნიშნული ქმედება. ის მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირ არ ცდილობს თითქოს შეურაცხყოფის მიყენება ფარავს თავისი კონკრეტული კითხვის ნიშნებით, მესამე პირის საუბრებით თითქოს, ანუ შეფარვით ცდილობს რეალურად პასუხისმგებლობისაგან თავის არიდებას.

რეალურად მისი მიზანი არ არის გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობა, ვინაიდან მისი პოსტის კონტექსტი აშკარად არის შეურაცხმყოფელი.“ - აცხადებს მარიამ კერესელიძე.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პოლიციამ ვახო სანაია საკუთარ სახლთან დააკავაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები