პარლამენტში პროექტის "ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით" დასკვნითი ღონისძიება გაიმართა
საქართველოს პარლამენტში პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც დეპუტატები და უნივერსიტეტების სტუდენტები მონაწილეობდნენ. ექვსთვიანი ინიციატივა ახალგაზრდული დიპლომატიის ხელშეწყობასა და მშვიდობის მშენებლობაში სტუდენტების ჩართვას ისახავდა მიზნად.
საქართველოს პარლამენტში პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდები“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა, პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ, ვლადიმერ ბოჟაძემ და პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წევრმა, ზურაბ ქადაგიძემ.
ღონისძიებას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი, პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით” ავტორი თამარ ჩიბურდანიძე და ახალგაზრდობის სააგენტოს პროექტების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო ყარალაშვილი ესწრებოდნენ.
პროექტი „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ მიზნად ისახავდა ახალგაზრდული დიპლომატიის ხელშეწყობას, მშვიდობის დამყარების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის წახალისებასა და შიდა კონფლიქტებთან დაკავშირებული საკითხების გადაჭრაში მათი როლის გაზრდას. ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით განხორციელებული პროექტი ექვსი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში საქართველოს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების სტუდენტები მონაწილეობდნენ.
პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა საგანმანათლებლო ტრენინგი, შეხვედრა და აქტივობა გაიმართა. პროექტის მთავარი გზავნილი იყო: „დიალოგი - ურთიერთგაგება - მშვიდობა!“
ღონისძიების დასასრულს, პროექტის მონაწილე ახალგაზრდებს დიპლომები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.