პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქართველომ დაკარის ოლიმპიადაზე პირველი მედალი მოიპოვა

საქართველოს პარლამენტი

დავით მძევაშვილმა ქვიშის ჭიდაობაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და დაკარის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე საქართველოს პირველი ჯილდო მოუტანა.

ქვიშის ჭიდაობაში დაკარის ახალგაზრდული ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორია დავით მძევაშვილი (60 კგ). ქართველმა სპორტსმენმა ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში სენეგალელი ბაბაკარ მბაიე დაამარცხა და საქართველოს დაკარის ოლიმპიადაზე პირველი მედალი მოუპოვა.

ჯგუფურ ეტაპზე დავით მძევაშვილმა სამიდან ორი შეხვედრა მოიგო. ნახევარფინალი კი ირანელ ამირალი დომირკოლაესთან დათმო.

ქართველი სპორტსმენის ასპარეზობას სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე, პარლამენტის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე და საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ხელმძღვანელი, სეოკ-ის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი ესწრებოდნენ. მათ დავითს ბრინჯაოს მედლის მოპოვება მიულოცეს.

ოლიმპიადის მეოთხედფინალში იასპარეზებს ქართველი მოკრივე ემილ ისმაილოვი (55 კგ); მან პირველ შეხვედრაში დომინიკელი მაიკლ რეიესი ანგარიშით 4:1 დაამარცხა.

ნახევარფინალის საგზურისთვის ის ლიბანელ რამზი ჰილალს 9 ნოემბერს დაუპირისპირდება.

საქართველოს დელეგაციიდან ოლიმპიადაზე ასპარეზობა დაასრულა მშვილდოსანმა დავით ბასილაძემ; მან კანადელ იაშვირ ბეინსთან მეთექვსმეტედფინალი ანგარიშით 5:6 დათმო. მოჭიდავეებიდან ოლიმპიადას გამოეთიშა ბოგდან კვანტალიანი (80 კგ), ქვიშის ჭიდაობაში მან ჯგუფური ეტაპის დაძლევა ვერ შეძლო.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
ზაფხულის მეოთხე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები „დაკარი 2026“ საზეიმოდ გაიხსნაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები