პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ჟურნალისტმა ვახო სანაიამ იზოლატორი დატოვა

შინაგან საქმეთა სამინისტროთბილისის საქალაქო სასამართლო

ჟურნალისტმა ვახო სანაიამ 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის მოხდის შემდეგ იზოლატორი დატოვა. შსს მას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების გამო პოლიტიკური თანამდებობის პირების შეურაცხყოფას ედავებოდა.

ჟურნალისტმა ვახო სანაიამ იზოლატორი დატოვა
ინტერპრესნიუსი

ჟურნალისტმა, ვახო სანაიამ იზოლატორი დატოვა. მას 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.

შინაგან საქმეთა სამინისტრო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო პოლიტიკური თანამდებობის პირების შეურაცხყოფას ედავებოდა.

მცხეთა-მთიანეთის დროებითი მოთავსების იზოლატორთან ვახო სანაიას ოჯახის წევრები და კოლეგები დახვდნენ.

შეგახსენებთ, ჟურნალისტი ვახო სანაია ასევე იყო 14-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობაში. ის საკუთარ საცხოვრებელ სახლთან 22 ივლისს დააკავეს. მაშინ, ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს პოსტზე სამართლებრივი რეაგირებისთვის შს სამინისტროში შექმნილმა, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ მიმართა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. TV პირველიოპოზიციურიერთთვიანი პატიმრობის შემდეგ, ვახო სანაიამ მცხეთის იზოლატორი დატოვა
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიჟურნალისტმა ვახო სანაიამ საპატიმრო დატოვა
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ჟურნალისტმა ვახო სანაიამ საპატიმრო დატოვაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები