პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

დიმიტრი პესკოვი - კიევს 60-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა არა არჩევნების ჩასატარებლად, არამედ ძალების მოსაკრებად და ომის გასაგრძელებლად სჭირდება

დიმიტრი პესკოვის განცხადებით, კიევს 60-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა არა არჩევნებისთვის, არამედ ძალების მოსაკრებად და ომის გასაგრძელებლად სჭირდება. მანამდე ვოლოდიმირ ზელენსკიმ არჩევნების ჩატარების პირობად ვლადიმერ პუტინის მხრიდან 60-დღიანი ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმება დაასახელა.

დიმიტრი პესკოვი - კიევს 60-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა არა არჩევნების ჩასატარებლად, არამედ ძალების მოსაკრებად და ომის გასაგრძელებლად სჭირდება
ინტერპრესნიუსი

კიევს 60-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა არა არჩევნების ჩასატარებლად, არამედ ჭრილობების მოსაშუშებლად და ომის გასაგრძელებლად სჭირდება, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„კიევს სინამდვილეში არჩევნების ჩატარება არ სურს, ეს სრულიად აშკარაა და მათ 60-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა სჭირდებათ არა არჩევნებისთვის, არამედ ძალების მოსაკრებად, ჭრილობების მოსაშუშებლად და ომის გასაგრძელებლად“, - განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დროა, უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს. საპასუხოდ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა არჩევნებს ჩაატარებს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 2
  1. ბათუმელებიოპოზიციურიკრემლი აცხადებს, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას მხოლოდ 1 დღით დათანხმდება
  2. ფორმულაოპოზიციურიპესკოვის თქმით, კიევს 60-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა ომის გასაგრძელებლად სჭირდება
  3. იმედინიუსისამთავრობოპესკოვი აცხადებს, რომ პუტინი მზადაა, უკრაინაზე დარტყმები მხოლოდ არჩევნების დღეს შეწყვიტოს
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ზელენსკი: თუ რუსეთი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდება, უკრაინა არჩევნებს ჩაატარებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები