გურამ მაჭარაშვილი: არც ერთ ევრობიუროკრატს არ დაუგმია ის, რაც საფრანგეთში ხდება - ნურავის ჰგონია, რომ ქართული, ევროპული და ფრანგული საზოგადოება ვერ შეამჩნევს ამ ორმაგ სტანდარტს
„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ არცერთ ევრობიუროკრატს არ დაუგმია საფრანგეთში მომიტინგეებზე პოლიციის ფიზიკური ძალადობა, რაც მისი თქმით, მიუღებელი ორმაგი სტანდარტია.

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, გურამ მაჭარაშვილი, საფრანგეთში საპროტესტო აქციებზე განვითარებულ მოვლენებს მედიასთან აფასებს.
დეპუტატის თქმით, არც ერთ ევრობიუროკრატს არ დაუგმია ის ფაქტი, რომ პოლიცია მომიტინგეებს ფიზიკურად უსწორდება. ეს კი ის ორმაგი სტანდარტია, რაც მიუღებელია.
„არც ერთი ევრობიუროკრატი არ გამოხმაურებია საფრანგეთში მიმდინარე პროცესებს, როდესაც პოლიციელებმა აქციის მონაწილეებს თავ-ყბა დაულეწეს. მათ შორის, ამ საკითხს არც საქართველოში გამოხმაურებია არავინ. ნურავის ჰგონია, რომ ამ ორმაგ სტანდარტს ქართული, ევროპული და ფრანგული საზოგადოება ვერ შეამჩნევს - ყველა ყველაფერს კარგად ხედავს. როდესაც ევრობიუროკრატს აწყობს, მაშინ შეიძლება პოლიციელებზე თავდასხმა, ხოლო როცა მათ ინტერესებში ეს არ შედის, პირიქით, აქციის მონაწილეებზე პოლიციელების თავდასხმაა გამართლებული. ეს ის ორმაგი სტანდარტია, რომელი ყოველთვის მიუღებელია“, - აღნიშნავს გურამ მაჭარაშვილი.
ციტატები სტატიიდან
„არც ერთი ევრობიუროკრატი არ გამოხმაურებია საფრანგეთში მიმდინარე პროცესებს, როდესაც პოლიციელებმა აქციის მონაწილეებს თავ-ყბა დაულეწეს. მათ შორის, ამ საკითხს არც საქართველოში გამოხმაურებია არავინ. ნურავის ჰგონია, რომ ამ ორმაგ სტანდარტს ქართული, ევროპული და ფრანგული საზოგადოება ვერ შეამჩნევს - ყველა ყველაფერს კარგად ხედავს. როდესაც ევრობიუროკრატს აწყობს, მაშინ შეიძლება პოლიციელებზე თავდასხმა, ხოლო როცა მათ ინტერესებში ეს არ შედის, პირიქით, აქციის მონაწილეებზე პოლიციელების თავდასხმაა გამართლებული. ეს ის ორმაგი სტანდარტია, რომელი ყოველთვის მიუღებელია“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.