პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

უკრაინამ სამარის ოლქში დაარტყა ქარხანა "ტოლიატიკაუჩუკს"

უკრაინულმა ძალებმა სამარის ოლქში მდებარე საწარმო „ტოლიატიკაუჩუკზე“ იერიში მიიტანეს, რაც რეგიონის გუბერნატორმაც დაადასტურა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კი ამტკიცებს, რომ ღამით 1000-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

უკრაინამ სამარის ოლქში დაარტყა ქარხანა "ტოლიატიკაუჩუკს"
რადიო თავისუფლება

28-29 ნოემბრის ღამეს უკრაინელმა სამხედროებმა სამარის ოლქს შეუტიეს. ამის შესახებ სამონიტორინგო არხებმა გაავრცელეს ინფორმაცია, თავდასხმა დაადასტურა რეგიონის გუბერნატორმა ვიაჩესლავ ფედორიშჩევმა. მისი თქმით, დარტყმა განხორციელდა სამრეწველო საწარმოებზე, დაშავებულები არ არიან.

უკრაინული არხები და გამოცემა Astra ქსელში გავრცელებულ კადრებზე დაყრდნობით ამტკიცებენ, რომ დაარტყეს ქალაქ ტოლიატიში მდებარე საწარმო „ტოლიატიკაუჩუკს“. ეს სინთეზური კაუჩუკების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი საწარმოა, რომელიც, სხვა პროდუქციასთან ერთად, მყარი სარაკეტო საწვავის კომპონენტებსაც აწარმოებს. მანამდე საწარმოზე არაერთხელ განხორციელდა უკრაინის შეტევები.

უპილოტო საფრენი აპარატების დარტყმების ან ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად დაშავებულები არიან ვორონეჟისა და პენზის ოლქებშიც, ამის შესახებ ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ წუხელ რუსეთის საჰაერო თავდაცვის საშუალებებმა 1000-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს ან ჩაახშეს ათზე მეტი რეგიონის თავზე. მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის მტკიცებით, მათგან 500-ზე მეტი მოსკოვის ოლქის მიმართულებით მიფრინავდა, უმეტესობა შორეულ მისადგომებზე ჩამოაგდეს, 105 კი - „მოსკოვთან მოახლოებისას“. დამოუკიდებელი მონაცემები არ მოიპოვება.

მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
უკრაინის დრონებმა კვლავ შეუტიეს საწარმოებს როსტოვის ოლქშიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები