დავით მათიკაშვილი: საფრანგეთში აშკარად ძალადობრივ აქციებს ვხედავთ, ევრობიუროკრატია კი დუმს - მაშინ კი, როდესაც საქართველოში ძალადობრივი აქციები მიმდინარეობდა ისინი ამ ყველაფერს მშვიდობიან აქციად აფასებდნენ
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რომ ევრობიუროკრატია ორმაგი სტანდარტით მოქმედებს, რადგან საფრანგეთში მიმდინარე ძალადობრივ აქციებზე და პოლიციის ძალის გადამეტებაზე დუმს, ხოლო საქართველოში ძალადობრივ პროტესტს მშვიდობიანად აფასებდა.

დუმილი ბრიუსელიდან მორიგ ძალადობაზე - 15 წლის მოზარდი, რომელმაც მტევანი დაკარგა. 16 წლის ახალგაზრდა, რომელიც რეზინის ტყვიის მოხვედრის შედეგად თვალის გარეშე დარჩა. 14 წლის მოსწავლე, რომელსაც გაზის კაფსულამ ყბა მოტეხა. ეს ყველაფერი საფრანგეთში ხდება, სადაც მოსწავლეების პროტესტის ჩახშობას ამ დრომდე ცდილობს სპეცდანიშნულების რაზმი. თბილისში კი ჩნდება კითხვა - რატომ არ გმობს ძალოვნების სისასტიკეს ევრობიუროკრატია.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დავით მათიკაშვილის განცხადებით, ევრობიუროკრატიის მხრიდან საქართველოს მიმართ ორმაგი სტანდარტი ცალსახაა, ვინაიდან, როდესაც საქართველოში ძალადობრივი აქციები მიმდინარეობდა ევრობიუროკრატია ამ ყველაფერს აფასებდა როგორც მშვიდობიან აქციას და პირიქით - მომიტინგეებს ახალისებდა:
"ცალსახაა ევრობიუროკრატიის მხრიდან საქართველოს მიმართ ორმაგი სტანდარტი. მაშინ, როდესაც საქართველოში მიდიოდა გამოცხადებულად ძალადობრივი აქციები, სურდათ ხელისუფლების დამხობა და ამას ღიად აცხადებდნენ, ევრობიუროკრატია ამ ყველაფერს აფასებდა როგორც მშვიდობიან აქციას და პირიქით - ახალისებდა მომიტინგეებს.
დღეს, როდესაც ჩვენ საფრანგეთში ვხედავთ აშკარად ძალადობრივ აქციებს, პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებას არასრულწლოვანთა მიმართ, 7000-ზე მეტი პირია დაკავებული საფრანგეთში, აქედან უმეტესობა გახლავთ არასრულწლოვანი, ევრობიუროკრატია კი დუმს. ამას აქვთ თავისი ახსნა, მათ გააჩნიათ ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტი, ის, რაც დასაშვებია საფრანგეთისთვის, საფრანგეთის პოლიციისთვის, დაუშვებელია საქართველოში და პირიქით - საქართველოში ძალადობრივ აქციას მომიტინგეთა მხრიდან ნათლავენ როგორც მშვიდობიანს, ხოლო საფრანგეთში და არა მხოლოდ საფრანგეთში პოლიციის მხრიდან გამოვლენილი ძალადობის მიმართ გააჩნიათ აბსოლუტურად სრული დუმილი. არის თუ არა ეს აშკარა და ხაზგასმული ორმაგი სტანდარტი საქართველოზე, ჩვენს სახელმწიფოებრიობაზე და ჩვენ ქვეყანაში ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლების შეცვლის მცდელობა ყველა დასაშვები გზით ასევე, გამართლება და წახალისება ძალადობის, რაც ყველაზე უფრო მძიმე აღსაქმელი და მოსასმენია ქართველი ხალხისთვის,"- აცხადებს დავით მათიკაშვილი.
ციტატები სტატიიდან
„ცალსახაა ევრობიუროკრატიის მხრიდან საქართველოს მიმართ ორმაგი სტანდარტი. მაშინ, როდესაც საქართველოში მიდიოდა გამოცხადებულად ძალადობრივი აქციები, სურდათ ხელისუფლების დამხობა და ამას ღიად აცხადებდნენ, ევრობიუროკრატია ამ ყველაფერს აფასებდა როგორც მშვიდობიან აქციას და პირიქით - ახალისებდა მომიტინგეებს. დღეს, როდესაც ჩვენ საფრანგეთში ვხედავთ აშკარად ძალადობრივ აქციებს, პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებას არასრულწლოვანთა მიმართ, 7000-ზე მეტი პირია დაკავებული საფრანგეთში, აქედან უმეტესობა გახლავთ არასრულწლოვანი, ევრობიუროკრატია კი დუმს. ამას აქვთ თავისი ახსნა, მათ გააჩნიათ ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტი, ის, რაც დასაშვებია საფრანგეთისთვის, საფრანგეთის პოლიციისთვის, დაუშვებელია საქართველოში და პირიქით - საქართველოში ძალადობრივ აქციას მომიტინგეთა მხრიდან ნათლავენ როგორც მშვიდობიანს, ხოლო საფრანგეთში და არა მხოლოდ საფრანგეთში პოლიციის მხრიდან გამოვლენილი ძალადობის მიმართ გააჩნიათ აბსოლუტურად სრული დუმილი. არის თუ არა ეს აშკარა და ხაზგასმული ორმაგი სტანდარტი საქართველოზე, ჩვენს სახელმწიფოებრიობაზე და ჩვენ ქვეყანაში ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლების შეცვლის მცდელობა ყველა დასაშვები გზით ასევე, გამართლება და წახალისება ძალადობის, რაც ყველაზე უფრო მძიმე აღსაქმელი და მოსასმენია ქართველი ხალხისთვის,“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.