ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ლევან მაჭავარიანი: „საფრანგეთში აქციები მიმდინარეობს, სადაც პოლიციელების მხრიდან ძალადობის არნახულ მასშტაბებს ვხედავთ – ერთი კომენტარიც არ გაუკეთებიათ იმ ევრობიუროკრატებს, რომლებიც ჩვენთან პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობას მშვიდობიან აქციას უწოდებენ“

ქართული ოცნება

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში ეხმაურება საფრანგეთში მიმდინარე აქციებს და ევრობიუროკრატებს ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებს. მისი თქმით, ევროპელი ჩინოვნიკები საფრანგეთში პოლიციის ძალადობაზე დუმან, ხოლო საქართველოში ძალადობრივი აქციებისა და შტურმების აღკვეთას უარყოფითად აფასებენ.

ლევან მაჭავარიანი: „საფრანგეთში აქციები მიმდინარეობს, სადაც პოლიციელების მხრიდან ძალადობის არნახულ მასშტაბებს ვხედავთ – ერთი კომენტარიც არ გაუკეთებიათ იმ ევრობიუროკრატებს, რომლებიც ჩვენთან პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობას მშვიდობიან აქციას უწოდებენ“
ლევან მაჭავარიანი: „საფრანგეთში აქციები მიმდინარეობს, სადაც პოლიციელების მხრიდან ძალადობის არნახულ მასშტაბებს ვხედავთ – ერთი კომენტარიც არ გაუკეთებიათ იმ ევრობიუროკრატებს, რომლებიც ჩვენთან პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობას მშვიდობიან აქციას უწოდებენ“POSTV

„როდესაც ჩვენი გუნდი ევრობიუროკრატებს ორმაგ სტანდარტში, სიცრუისა და დეზინფორმაციის გავრცელებაში ამხელს, ეს ყოველთვის კონკრეტულ ფაქტებსა და არგუმენტებს ეფუძნება“, – წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი და აქვეყნებს საფრანგეთში მიმდინარე აქციებისას სამართალდამცველების მხრიდან მომიტინგეებზე განხორციელებული ძალადობის ამსახველ კადრებს.

„2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში, ბრიუსელის მხრიდან დაფინანსებული ძალადობრივი დემონსტრაციების დროს, რომლებიც მიზნად ხელისუფლების დამხობას ისახავდა, სპეციალური დანიშნულების რაზმის ცალკეული წევრების მხრიდან ძალის გადამეტების მხოლოდ ერთეული შემთხვევები ვიხილეთ. მიუხედავად იმისა, რომ სპეცრაზმელებზე ათასამდე დატრენინგებული ადამიანი ძალადობდა, მხოლოდ რამდენიმე მათგანმა გადაამეტა უფლებამოსილებას. სახელმწიფოს მხრიდან მოხდა ამ შემთხვევებზე რეაგირება და დამნაშავენი კანონის შესაბამისად დაისაჯნენ.

როდესაც ბრიუსელის მხრიდან ოფიციალურად წახალისებული რევოლუციის სცენარი 4 ოქტომბერს ვითარდებოდა, ვიხილეთ ასობით მოძალადე დემონსტრანტის შტურმი პრეზიდენტის სასახლეზე. ამ შემთხვევაში, ჩვენმა სამართალდამცველებმა იუველირული სიზუსტით ჩატარებული ღონისძიებით ისე აღკვეთეს სახელმწიფოზე მიტანილი ეს იერიში, რომ თმის ღერიც კი არავის ჩამოვარდნია.

ამ ყველაფრის მიუხედავად, ევრობიუროკრატები ძალადობას, პოლიციისა და პარლამენტის დაწვასა და პრეზიდენტის სასახლის შტურმით აღების მცდელობას მშვიდობიან აქციად ასაღებდნენ, ხოლო შტურმის მოგერიებისთვის, სისტემური ძალადობის დარქმევას ცდილობენ.

დაახლოებით ორი კვირაა, რაც საფრანგეთში სასწავლო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით აქციები მიმდინარეობს. საინფორმაციო სივრცე გადაჭედილია ვიდეოებით, რომლებშიც პოლიციელების მხრიდან ძალადობის არნახულ მასშტაბებს ვხედავთ. ხშირ შემთხვევაში ეს ძალადობა ბავშვებისა და ქალების წინააღმდეგ ხორციელდება.

მთელი ამ ხნის განმავლობაში, ერთი კომენტარიც არ გაუკეთებიათ იმ ევრობიუროკრატებს, რომლებიც ჩვენთან პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობას მშვიდობიან აქციას უწოდებენ. მცირედი განცხადებაც კი არ დაუწერიათ იმ ევროპარლამენტარებს, რომლებმაც ძალოვანი უწყებების მხრიდან სახელმწიფოზე მიტანილი იერიშის მოგერიება სისტემურ ძალადობად შეგვიფასეს. ფაქტობრივად, პოლიტიკური დევნა გამოუცხადეს ჩვენს ხელისუფლებას საქართველოში ძალადობრივი რევოლუციების აღკვეთის გამო.

ყველაზე ტრაგიკული კი ის არის, რომ ევრობიუროკრატები ამ „დანაშაულებრივი“ დუმილის პარალელურად, კრიმინალ სააკაშვილს მორიგ, უკვე მე-9 რეზოლუციაშიც პოლიტიკურ დევნილად მოიხსენიებენ.

როგორც აშშ-ის დღევანდელი ადმინისტაცია თავის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის დოკუმენტში აღნიშნავს – „ბრიუსელი ევროკავშირს ცივილიზაციური უფსკრულისკენ მიაქანებს“, – წერს მაჭავარიანი.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„როდესაც ჩვენი გუნდი ევრობიუროკრატებს ორმაგ სტანდარტში, სიცრუისა და დეზინფორმაციის გავრცელებაში ამხელს, ეს ყოველთვის კონკრეტულ ფაქტებსა და არგუმენტებს ეფუძნება“
ლევან მაჭავარიანი
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

პირველი რეაქცია შენი იყოს