ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიმსოფლიოსტატია

როდესაც შენ გაწყობს, მაშინ შეიძლება პოლიციელებზე თავდასხმა და როცა არ გაწყობს, პირიქით, პოლიციელების თავდასხმა შეიძლება აქციის მონაწილეებზე, ეს არის ორმაგი სტანდარტი - გურამ მაჭარაშვილი

ხალხის ძალაქართული ოცნება

დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი ევროპულ სტრუქტურებს საფრანგეთსა და ბელგიაში პოლიციის ძალადობაზე რეაგირების არქონის გამო ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებს. საპარლამენტო უმრავლესობა კი ამტკიცებს, რომ ბრიუსელი თბილისში ძალადობრივ აქციებს თავად ახალისებდა.

როდესაც შენ გაწყობს, მაშინ შეიძლება პოლიციელებზე თავდასხმა და როცა არ გაწყობს, პირიქით, პოლიციელების თავდასხმა შეიძლება აქციის მონაწილეებზე, ეს არის ორმაგი სტანდარტი - გურამ მაჭარაშვილი
როდესაც შენ გაწყობს, მაშინ შეიძლება პოლიციელებზე თავდასხმა და როცა არ გაწყობს, პირიქით, პოლიციელების თავდასხმა შეიძლება აქციის მონაწილეებზე, ეს არის ორმაგი სტანდარტი - გურამ მაჭარაშვილირუსთავი 2

რატომ არ გმობს ევრობიუროკრატია საფრანგეთსა და ბელგიაში განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებს და ძალოვნების სისასტიკეს? - თემასთან დაკავშირებით ქართულ პოლიტიკურ სპექტრში შეფასებები კეთდება.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილის, გურამ მაჭარაშვილის შეფასებით, ევროპული სტრუქტურებისა და პოლიტიკოსების მხრიდან საფრანგეთსა და ბელგიაში მიმდინარე მოვლენებზე რეაგირების არარსებობა ორმაგი სტანდარტის მკაფიო გამოვლინებაა.

"არც ევრობიუროკრატს, მაღალი თანამდებობის პირს თუ დაბალი თანამდებობის პირს, მათ შორის არც საქართველოში, არავის არ შეუმჩნევია ეს, რომ პოლიციელებმა იქ თავყბა დაამტვრიეს აქციის მონაწილეებს. შესაბამისად, ეს ორმაგი სტანდარტები, როგორც გონია ახლა საზოგადოებას, რომ ვერ იქნება დანახული ქართული საზოგადოების მხრიდან და, ასევე, ფრანგული საზოგადოების მხრიდან და ევროპული საზოგადოების მხრიდან?! - ამას ყველა ძალიან კარგად ხედავს, როდესაც შენ გაწყობს, მაშინ შეიძლება პოლიციელებზე თავდასხმა და როცა შენ არ გაწყობს, მაშინ პირიქით, პოლიციელების თავდასხმა შეიძლება აქციის მონაწილეებზე. აი, ეს არის ის ორმაგი სტანდარტი, რაც არის ყოველთვის მიუღებელი," - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

ბრიუსელის ორმაგი სტანდარტი - საქართველოს ხელისუფლების შეკითხვის მთავარი ადრესატი ის ევროპელი პოლიტიკოსები არიან, ვისაც ამ დრომდე არაფერი უთქვამთ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებზე.

ამ თემაზე კითხვა ჟურნალისტებმა პაველ ჰერჩინსკისაც დაუსვეს, თუმცა ევროკავშირის ელჩმა კონკრეტულ პასუხს თავი აარიდა.

ბრიუსელის დუმილი თბილისისთვის ორმაგი სტანდარტისა და უსამართლო დამოკიდებულების მორიგი დადასტურებაა. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ევროპელი ლიდერები, ევროპაში მიმდინარე პროცესებსა და საქართველოში განვითარებულ მოვლენებს განსხვავებული სტანდარტით აფასებენ. მეტიც - საპარლამენტო უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ სწორედ ბრიუსელი ახალისებდა ძალადობრივ აქციებს დედაქალაქის ცენტრში.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„არც ევრობიუროკრატს, მაღალი თანამდებობის პირს თუ დაბალი თანამდებობის პირს, მათ შორის არც საქართველოში, არავის არ შეუმჩნევია ეს, რომ პოლიციელებმა იქ თავყბა დაამტვრიეს აქციის მონაწილეებს. შესაბამისად, ეს ორმაგი სტანდარტები, როგორც გონია ახლა საზოგადოებას, რომ ვერ იქნება დანახული ქართული საზოგადოების მხრიდან და, ასევე, ფრანგული საზოგადოების მხრიდან და ევროპული საზოგადოების მხრიდან?! - ამას ყველა ძალიან კარგად ხედავს, როდესაც შენ გაწყობს, მაშინ შეიძლება პოლიციელებზე თავდასხმა და როცა შენ არ გაწყობს, მაშინ პირიქით, პოლიციელების თავდასხმა შეიძლება აქციის მონაწილეებზე. აი, ეს არის ის ორმაგი სტანდარტი, რაც არის ყოველთვის მიუღებელი,“
გურამ მაჭარაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?