პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

„ვოიაჯერ-1“-მა სამეცნიერო და ტექნიკური მონაცემების გადაცემა შეწყვიტა - კოსმოსური აპარატი დედამიწას ერთი სინათლის დღის მანძილით დაშორდა

NASA-ს ცნობით, კოსმოსურმა აპარატმა „ვოიაჯერ-1“-მა დედამიწაზე სამეცნიერო და ტექნიკური მონაცემების გადაცემა შეწყვიტა და მხოლოდ „ცარიელ“ რადიოსიგნალს აგზავნის, მაშინ როცა ზონდი დედამიწას ერთი სინათლის დღის მანძილით დაშორდა.

„ვოიაჯერ-1“-მა სამეცნიერო და ტექნიკური მონაცემების გადაცემა შეწყვიტა - კოსმოსური აპარატი დედამიწას ერთი სინათლის დღის მანძილით დაშორდა
იმედინიუსი

კოსმოსური აპარატი „ვოიაჯერ-1“ დედამიწაზე სამეცნიერო და ტექნიკურ მონაცემებს აღარ გადმოსცემს და მხოლოდ „ცარიელ“ რადიოსიგნალს აგზავნის. NASA-ში განმარტავენ, რომ მონაცემთა გადაცემა 14 ნოემბერს შეწყდა - სულ რამდენიმე დღით ადრე, სანამ ზონდი დედამიწიდან ერთი სინათლის დღის მანძილს მიაღწევდა.

NASA-ს ინჟინრები რადიოსიგნალს კვლავ იღებენ, თუმცა ის ბორტის ხელსაწყოების არანაირ მონაცემს არ შეიცავს. სწორედ ამ ცარიელი სიგნალისა და ფრენის ტრაექტორიის საფუძველზე მეცნიერებმა შეძლეს დაედასტურებინათ, რომ „ვოიაჯერ-1“ დედამიწას ერთი სინათლის დღე-ღამით დაშორდა.

სიგნალის არსებობა იმაზე მიუთითებს, რომ აპარატის ანტენა კვლავ დედამიწისკენ არის მომართული, გაუმართაობა კი შესაძლოა ბორტის კომპიუტერის მუშაობაში წარმოიშვა. „ვოიაჯერის“ გუნდი პრობლემის აღმოფხვრაზე მუშაობს, თუმცა უზარმაზარი მანძილის გამო აპარატამდე გაგზავნილი და იქიდან წამოსული ნებისმიერი სიგნალის გადაცემას 24 საათი სჭირდება, რაც პროცესს ანელებს.

„ვოიაჯერ-1“ 1977 წლის სექტემბერში იუპიტერისა და სატურნის შესასწავლად გაუშვეს. ვარაუდობდნენ, რომ მისი მისია მხოლოდ ხუთ წელს გაგრძელდებოდა, თუმცა აპარატმა გაცილებით დიდხანს შეძლო მუშაობა. ენერგიის დაზოგვის მიზნით ინჟინრებმა ბორტზე არსებული სამეცნიერო ხელსაწყოების უმეტესობა გამორთეს - ათიდან მუშაობას მხოლოდ ორი განაგრძობს.

ამჟამად „ვოიაჯერ-1“ დაახლოებით 61 ათასი კილომეტრი საათში სიჩქარით მიფრინავს ვარსკვლავ გლიზე 445-ის მიმართულებით, რომელიც პატარა დათვის თანავარსკვლავედში, დედამიწიდან დაახლოებით 17 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს. მოსალოდნელია, რომ მასთან კავშირი 2036 წლისთვის შეწყდება.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
„ვოიაჯერ-1“ დედამიწას ერთი სინათლის დღე-ღამის მანძილზე დაშორდა, რაც კოსმოსური აპარატებისთვის რეკორდიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები