პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ირინა სარიშვილი ჩერგოლეიშვილზე: სააკაშვილის ნათქვამი თუ არ მოეწონა, ლამის საგანგებო სხდომა მოიწვიოს მიშას დასაგმობად. გაატარეთო ვინც გვირჩევთ - ოპოზიციური ალიანსიც გავატაროთ ჩერგოლეიშვილთან ერთად?! ალიანსს მივმართავ, ამოიღებთ ხმას თუ მოგწონთ რაც ხდება

ნაციონალური მოძრაობაფედერალისტებისაქართველოს პროკურატურა

ირინა სარიშვილი თამარ ჩერგოლეიშვილს ოპოზიციის ერთობის დარღვევასა და პროვოკაციებში ადანაშაულებს და ოპოზიციურ ალიანსს მიმართავს, ამოიღონ ხმა მის ქმედებებზე.

ირინა სარიშვილი ჩერგოლეიშვილზე: სააკაშვილის ნათქვამი თუ არ მოეწონა, ლამის საგანგებო სხდომა მოიწვიოს მიშას დასაგმობად. გაატარეთო ვინც გვირჩევთ - ოპოზიციური ალიანსიც გავატაროთ ჩერგოლეიშვილთან ერთად?! ალიანსს მივმართავ, ამოიღებთ ხმას თუ მოგწონთ რაც ხდება
რუსთავი 2

ჩერგოლეიშვილი ოპოზიციური ალიანსის წევრია, თუ ლიდერი არა და ოპოზიციური ალიანსი ამ ყველაფერზე დუმს, მაშინ, როცა ციხიდან მიხეილ სააკაშვილის ნათქვამი თუ არ მოეწონა, ლამის საგანგებო სხდომა მოიწვიოს მიშას დასაგმობად, თქვენ გეკითხებით, გაატარეთო ვინც გვირჩევთ - ოპოზიციური ალიანსიც გავატაროთ ჩერგოლეიშვილთან ერთად?! - წერს ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, თამარ ჩერგოლეიშვილს ოპოზიციური ალიანსის ერთ-ერთი ლიდერის სტატუსი რომ არ ჰქონდეს, კომიქსების ანჩხლი პერსონაჟი იქნებოდა. თუმცა, როგორც სარიშვილი აღნიშნავს, ჩერგოლეიშვილის მავნებლობების ჩამონათვალი არასრულია.

"თამარ ჩერგოლეიშვილი გიჟია, არ ავყვეთ და გავატაროთ - ასე ვინც ფიქრობს, იმათთვის ვწერ:

როცა ყველა მსგავსი პროვოკაციის უკან ჩერგოლეიშვილია;

როცა მიკროფონთან ვინ მივა, ჩერგოლეიშვილი წყვეტს;

როცა უკვე რამდენჯერ ერთობის დარღვევას ჩერგოლეიშვილის ბინძური თავდასხმები უდევს საფუძვლად;

როცა ისედაც კედელთან მიყენებულ მედიას ჩერგოლეიშვილი პერმანენტულად ესხმის თავს რიგით ქოცებს რომ შეშურდებათ ისეთი ბინძური ბრალდებებით;

როცა ხელისუფლება 9წლიანი მუხლით ბრალდებით ციხეში უშვებს ადამიანს, რომლის წინააღმდეგ გამონათქვამების ავტორი და პროკურატურის ერთადერთი მოწმე ჩერგოლეიშვილია...

და როცა ეს ჩერგოლეიშვილი ოპოზიციური ალიანსის წევრია, თუ ლიდერი არა და ოპოზიციური ალიანსი ამ ყველაფერზე დუმს, მაშინ როცა ციხიდან მიხეილ სააკაშვილის ნათქვამი თუ არ მოეწონა, ლამის საგანგებო სხდომა მოიწვიოს მიშას დასაგმობად, თქვენ გეკითხებით, გაატარეთო ვინც გვირჩევთ - ოპოზიციური ალიანსიც გავატაროთ ჩერგოლეიშვილთან ერთად?! გეთანხმებით რომ ცალკე აღებული ჩერგოლეიშვილი კომიქსების ანჩხლი პერსონაჟი იქნებოდა, მაგრამ იმ სტატუსით, რითაც დღესაა, რასაც აღწევს ვერ ხედავთ?! თავიდან წაიკითხეთ მაშინ მავნებლობების ის არასრული ჩამონათვალი, რაც ზემოთ მიწერია. და ეს ყველაფერი რომ გავატაროთ, რისთვის ვიბრძვით მაშინ - ბიძინა ივანიშვილის სპეცოპერაციის წარმატებით დასრულებისთვის?!

ოპოზიციურ ალიანსს მივმართავ - ამოიღებთ ხმას თუ მოგწონთ რაც ხდება?!

გელოდებით", - წერს სარიშვილი.

28 ნოემბერს ოპოზიციის აქციაზე დაპირისპირება მოხდა, ერთმანეთს "ნაციონალური მოძრაობის" და "ფედერალისტების" წევრები დაუპირისპირდნენ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოირინა სარიშვილი ჩერგოლეიშვილზე: ციხიდან სააკაშვილის ნათქვამი თუ არ მოეწონა, ლამის საგანგებო სხდომა მოიწვიოს მიშას დასაგმობად, თქვენ გეკითხებით, გაატარეთო ვინც გვირჩევთ - ოპოზიციური ალიანსიც გავატაროთ ჩერგოლეიშვილთან ერთად?! ოპოზიციურ ალიანსს მივმართავ - ამოიღებთ ხმას თუ მოგწონთ რაც ხდება?!
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
თამარ ჩერგოლეიშვილი – პროტესტი არის მშვიდობიანი, ერთმანეთს დავინახავთ, რამდენი ვართ, ერთიანი მარშით მივალთ თავისუფლების მოედანზე, ჰიმნს დავაგუგუნებთ და წავალთ სახლშიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები