ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ლევან მაჭავარიანი: როცა ჩვენთან "დიფ სთეითის" მორჩილებაში მყოფი ქვეყნებიდან დაფინანსებული ძალადობრივი დემონსტრაციები ვიხილეთ, "დემოკრატიად" გვისაღებდნენ. როცა ასეთივე "დემოკრატიული" მიტინგები თავად მიიღეს, უკვე რეალური სახელი, ძალადობრივი აქციები დაარქვეს

ქართული ოცნება

„ქართული ოცნების“ დეპუტატ ლევან მაჭავარიანის მტკიცებით, ბრიუსელი და ევროკავშირის ქვეყნები საქართველოში ხელისუფლების დასამხობად ძალადობრივ აქციებს აფინანსებდნენ და „დემოკრატიად“ ასაღებდნენ, საკუთარ ქვეყნებში კი მსგავს პროტესტს რეალური სახელი – ძალადობრივი აქციები დაარქვეს.

ლევან მაჭავარიანი: როცა ჩვენთან "დიფ სთეითის" მორჩილებაში მყოფი ქვეყნებიდან დაფინანსებული ძალადობრივი დემონსტრაციები ვიხილეთ, "დემოკრატიად" გვისაღებდნენ. როცა ასეთივე "დემოკრატიული" მიტინგები თავად მიიღეს, უკვე რეალური სახელი, ძალადობრივი აქციები დაარქვეს
ლევან მაჭავარიანი: როცა ჩვენთან "დიფ სთეითის" მორჩილებაში მყოფი ქვეყნებიდან დაფინანსებული ძალადობრივი დემონსტრაციები ვიხილეთ, "დემოკრატიად" გვისაღებდნენ. როცა ასეთივე "დემოკრატიული" მიტინგები თავად მიიღეს, უკვე რეალური სახელი, ძალადობრივი აქციები დაარქვესრუსთავი 2

ევროპაში მიმდინარე მასშტაბური არეულობებისა და ანტისამთავრობო აქციების ფონზე, მმართველი გუნდი კიდევ ერთხელ საუბრობს დასავლეთის მხრიდან ორმაგ სტანდარტებზე. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ როცა საფრანგეთის, ბელგიისა და იტალიის ქალაქების მსგავსი მოვლენები თბილისის ცენტრში ვითარდებოდა, საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯები ევრობიუროკრატიამ ანტიდემოკრატიულად შეაფასა, თუმცა ახლა საკუთარ თავზე გამოცადა მომიტინგეების მხრიდან ძალადობა და ანტიდემოკრატიულ ქმედებას აღარავინ ახსენებს.

უფრო მეტიც, ევროკომისია ალბანეთში მიმდინარე მოვლენებს საგანგებო განცხადებით ეხმაურება. ბრიუსელი გმობს სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმას, ცეცხლის წაკიდებასა და საჯარო თუ კერძო ქონების განადგურებას.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ევროპაში მიმდინარე საპროტესტო აქციები იმ პოლიტიკის წინააღმდეგ მიმართულ უკმაყოფილებას ასახავს, რომელსაც, მისი შეფასებით, ბრიუსელი და ევროკავშირის ცალკეული ქვეყნები ატარებენ.

"როდესაც ჩვენს ქვეყანაში "დიფ სთეითის" მორჩილებაში მყოფი ბრიუსელისა და ევროკავშირის ცალკეული ქვეყნების მხრიდან დაფინანსებული და მხარდაჭერილი ძალადობრივი დემონსტრაციები ვიხილეთ, ისინი ამას "დემოკრატიად" გვისაღებდნენ. მათი მიზანი ხელისუფლების დამხობა და აგენტურის მმართველობაში მოყვანა იყო.

ხოლო როდესაც ასეთივე "დემოკრატიული" მიტინგები თავად მიიღეს, ამას უკვე თავისი რეალური სახელი - ძალადობრივი აქციები დაარქვეს. ბრიუსელი და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც, სადაც, ბატონი ტრამპის თქმით, ასევე "დიფ სთეითის" ჭარბი გავლენები იყო, მილიარდებს ხარჯავდნენ სხვადასხვა ქვეყანაში არეულობებისა და რევოლუციების მოსაწყობად. ამაზე ბატონი ვენსი და ბატონი რუბიო ღიად საუბრობენ. დღეს კი ასეთ არეულობებს უკვე თავად ევროპულ ქვეყნებში ვხედავთ.

გაჩნდა ფრთხილი ოპტიმიზმი, რომ ევროპელი ხალხი იწყებს გამოღვიძებასა და ბრიუსელის პოლიტიკური დღის წესრიგისთვის უარის თქმას. ევროკავშირის წამყვანი ქვეყნების ლიდერების რეიტინგები ისტორიულ მინიმუმზეა. ისლანდიამ უარი განაცხადა არათუ ევროკავშირის წევრობაზე, არამედ მოლაპარაკებების განახლებაზეც კი. გერმანელმა ხალხმა სასტიკი უარი უთხრა ბრიუსელის მიერ მართული ელიტის პოლიტიკას. ამ ყველაფერს მასობრივი დემონსტრაციებიც დაემატა, რომლებსაც კონკრეტული მოთხოვნები აქვს.

ევროპელი ხალხის დაკვეთა არ არის იაფ ენერგორესურსებზე უარის თქმა. ევროპელი ხალხის დაკვეთა არ არის ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გავრცელება. LGBT პროპაგანდა, რომლის დღის წესრიგიც დღეს უკვე არამხოლოდ ორიენტაციის შეცვლას, არამედ სქესის შეცვლასაც ეფუძნება, ევროპელი ხალხის დაკვეთა არ არის უკონტროლო, არალეგალური მიგრაცია. ჭარბმა მიგრაციამ ევროპის წამყვან ქვეყნებში კრიმინალის მკვეთრი ზრდა გამოიწვია.

ევროპელი ხალხის დაკვეთა არ არის რუსეთ-უკრაინის ომის "ბოლო უკრაინელამდე" დაფინანსება. ევროპელი ხალხის დაკვეთა არ არის ათწლეულების განმავლობაში თავის ყველაზე მჭიდრო პარტნიორთან - აშშ-სთან ურთიერთობების ასე გაფუჭება", - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„როდესაც ჩვენს ქვეყანაში "დიფ სთეითის" მორჩილებაში მყოფი ბრიუსელისა და ევროკავშირის ცალკეული ქვეყნების მხრიდან დაფინანსებული და მხარდაჭერილი ძალადობრივი დემონსტრაციები ვიხილეთ, ისინი ამას "დემოკრატიად" გვისაღებდნენ. მათი მიზანი ხელისუფლების დამხობა და აგენტურის მმართველობაში მოყვანა იყო. ხოლო როდესაც ასეთივე "დემოკრატიული" მიტინგები თავად მიიღეს, ამას უკვე თავისი რეალური სახელი - ძალადობრივი აქციები დაარქვეს. ბრიუსელი და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც, სადაც, ბატონი ტრამპის თქმით, ასევე "დიფ სთეითის" ჭარბი გავლენები იყო, მილიარდებს ხარჯავდნენ სხვადასხვა ქვეყანაში არეულობებისა და რევოლუციების მოსაწყობად. ამაზე ბატონი ვენსი და ბატონი რუბიო ღიად საუბრობენ. დღეს კი ასეთ არეულობებს უკვე თავად ევროპულ ქვეყნებში ვხედავთ. გაჩნდა ფრთხილი ოპტიმიზმი, რომ ევროპელი ხალხი იწყებს გამოღვიძებასა და ბრიუსელის პოლიტიკური დღის წესრიგისთვის უარის თქმას. ევროკავშირის წამყვანი ქვეყნების ლიდერების რეიტინგები ისტორიულ მინიმუმზეა. ისლანდიამ უარი განაცხადა არათუ ევროკავშირის წევრობაზე, არამედ მოლაპარაკებების განახლებაზეც კი. გერმანელმა ხალხმა სასტიკი უარი უთხრა ბრიუსელის მიერ მართული ელიტის პოლიტიკას. ამ ყველაფერს მასობრივი დემონსტრაციებიც დაემატა, რომლებსაც კონკრეტული მოთხოვნები აქვს. ევროპელი ხალხის დაკვეთა არ არის იაფ ენერგორესურსებზე უარის თქმა. ევროპელი ხალხის დაკვეთა არ არის ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გავრცელება. LGBT პროპაგანდა, რომლის დღის წესრიგიც დღეს უკვე არამხოლოდ ორიენტაციის შეცვლას, არამედ სქესის შეცვლასაც ეფუძნება, ევროპელი ხალხის დაკვეთა არ არის უკონტროლო, არალეგალური მიგრაცია. ჭარბმა მიგრაციამ ევროპის წამყვან ქვეყნებში კრიმინალის მკვეთრი ზრდა გამოიწვია. ევროპელი ხალხის დაკვეთა არ არის რუსეთ-უკრაინის ომის "ბოლო უკრაინელამდე" დაფინანსება. ევროპელი ხალხის დაკვეთა არ არის ათწლეულების განმავლობაში თავის ყველაზე მჭიდრო პარტნიორთან - აშშ-სთან ურთიერთობების ასე გაფუჭება“
ლევან მაჭავარიანი
„დაფინანსება. ევროპელი ხალხის დაკვეთა არ არის ათწლეულების განმავლობაში თავის ყველაზე მჭიდრო პარტნიორთან - აშშ-სთან ურთიერთობების ასე გაფუჭება“
ლევან მაჭავარიანი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ლევან მაჭავარიანი: როდესაც ჩვენს ქვეყანაში „დიფ სთეითის“ მორჩილებაში მყოფი ბრიუსელისა და ევროკავშირის ცალკეული ქვეყნების მხრიდან დაფინანსებული და მხარდაჭერილი ძალადობრივი დემონსტრაციები ვიხილეთ, ისინი ამას „დემოკრატიად“ გვისაღებდნენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები