ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ბრიუსელის ორმაგი სტანდარტი - მმართველი გუნდის განცხადებით, ევრობიუროკრატები პარიზში სამართალდამცველების მხრიდან ძალადობაზე თვალს ხუჭავენ, საქართველოში კი რევოლუციის მცდელობას მშვიდობიან აქციად აფასებდნენ

ქართული ოცნება

მმართველი გუნდის განცხადებით, ევრობიუროკრატები ორმაგი სტანდარტით მოქმედებენ, რადგან პარიზში სამართალდამცველების ძალადობაზე თვალს ხუჭავენ, ხოლო საქართველოში რევოლუციურ მცდელობებსა და ძალადობრივ აქციებს მშვიდობიან დემონსტრაციებად აფასებენ.

ბრიუსელის ორმაგი სტანდარტი - მმართველი გუნდის განცხადებით, ევრობიუროკრატები პარიზში სამართალდამცველების მხრიდან ძალადობაზე თვალს ხუჭავენ, საქართველოში კი რევოლუციის მცდელობას მშვიდობიან აქციად აფასებდნენ
ბრიუსელის ორმაგი სტანდარტი - მმართველი გუნდის განცხადებით, ევრობიუროკრატები პარიზში სამართალდამცველების მხრიდან ძალადობაზე თვალს ხუჭავენ, საქართველოში კი რევოლუციის მცდელობას მშვიდობიან აქციად აფასებდნენრუსთავი 2

ბრიუსელის ორმაგი სტანდარტის, უსამართლო მიდგომისა და არაობიექტური დამოკიდებულების მორიგი მხილება - ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს, სადაც დეტალურად საუბრობს ევრობიუროკრატების მხრიდან სიცრუისა და დეზინფორმაციის გავრცელებაზე. წერილს ვიდეოს ურთავს, რომელშიც საფრანგეთში მიმდინარე პროტესტის კადრებია, როგორ უსწორდებიან სამართალდამცველები მშვიდობიან დემონსტრანტებს, ამის მიუხედავად, არც ერთ ევრობიუროკრატს მაჭავარიანის თქმით, ოფიციალური პარიზის მიმართ კრიტიკა არ გაუჟღერებია.

კადრები გასული ორი წლის განმავლობაში თბილისში მიმდინარე აქციებიდან - თავდასხმა პარლამენტის შენობაზე, ფოიერვერკებისა და ე. წ მოლოტოვის კოქტეილების გამოყენება სამართალდამცველების წინააღმდეგ და პრეზიდენტის რეზიდენციის შტურმით აღების მცდელობა - ლევან მაჭავარიანის თქმით, ამ ძალადობრივ პროცესებს კონკრეტული ევრობიუროკრატები მშვიდობიან დემონსტრაციას უწოდებდნენ.

პასუხისმგებლობისგან თავის არიდება და ოფიციალური წერილების უპასუხოდ დატოვება ევროკავშირისა და მისი წარმომადგენლის მხრიდან, მმართველი გუნდისთვის სიახლე არ არის. თუმცა ხანგრძლივი დუმილი დღეს პაველ ჰერჩინსკიმ დაარღვია. რატომ ახალისებს ევროკავშირი საქართველოში ძალადობრივ პროცესებს და არ ემიჯნება მას, ან რატომ დუმს ევრობიუროკრატია საფრანგეთში მიმდინარე პროცესებზე? კონკრეტული შეკითხვებისგან თავის არიდება, ჰერჩინსკიმ ტრადიციულად ზოგადი პასუხებით სცადა.

ევროკავშირისგან წახალისებული ძალადობრივი აქციების მთავარი მიზანი, პრემიერ-მინისტრის თქმით, პოლიტიკური რეალობის შეცვლა იყო. მთავრობის მეთაურისთვის ორმაგი სტანდარტის დადასტურებაა, როცა ევრობიუროკრატები პარიზში სამართალდამცველების მხრიდან ძალადობაზე თვალს ხუჭავენ, საქართველოში კი რევოლუციის მცდელობას მშვიდობიან აქციად აფასებდნენ.

ევროკავშირის კრიტიკას გაურბიან ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტები ევრობიუროკრატების მხრიდან ვერც ორმაგ სტანდარტს და ვერც ძალადობის წახალისებას ხედავენ.

ის, რაც დასაშვებია სხვა ქვეყნისთვის დაუშვებელია საქართველოსთვის - ამ სტანდარტით ხელმძღვანელობს მმართველი გუნდისთვის დღევანდელი ევრობიუროკრატია. "ქართული ოცნების" თქმით, ბრიუსელის მთავარი მიზანი წარსულშიც და დღესაც საქართველოში დაპირისპირების, არეულობის და დესტაბილიზაციის შექმნაა.

ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლების, ძალადობრივი გზით შეცვლა - უცხოელი ევრობიუროკრატებისა და ქართულო ოპოზიციის ეს მიზანი, მმართველი გუნდის შეფასებით, წარსულში რევოლუციის არაერთი ჩავარდნილი სცენარით უკვე დასრულდა.

ავტორი: ნანა გოგატაძე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ლევან მაჭავარიანი: როცა ჩვენთან "დიფ სთეითის" მორჩილებაში მყოფი ქვეყნებიდან დაფინანსებული ძალადობრივი დემონსტრაციები ვიხილეთ, "დემოკრატიად" გვისაღებდნენ. როცა ასეთივე "დემოკრატიული" მიტინგები თავად მიიღეს, უკვე რეალური სახელი, ძალადობრივი აქციები დაარქვესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები