ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

დავით მათიკაშვილი – ევრობიუროკრატიისთვის ის, რაც დასაშვებია საფრანგეთის პოლიციისთვის, დაუშვებელია საქართველოში, საქართველოს მიმართ ორმაგი სტანდარტი ცალსახაა

ქართული ოცნება

„ქართული ოცნების“ წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, ევრობიუროკრატია ორმაგი სტანდარტით მოქმედებს, რადგან საქართველოში ძალადობრივ აქციებს მშვიდობიანად აფასებდა, ხოლო საფრანგეთში პოლიციის ძალადობასა და დაკავებებზე დუმს.

დავით მათიკაშვილი – ევრობიუროკრატიისთვის ის, რაც დასაშვებია საფრანგეთის პოლიციისთვის, დაუშვებელია საქართველოში, საქართველოს მიმართ ორმაგი სტანდარტი ცალსახაა
დავით მათიკაშვილი – ევრობიუროკრატიისთვის ის, რაც დასაშვებია საფრანგეთის პოლიციისთვის, დაუშვებელია საქართველოში, საქართველოს მიმართ ორმაგი სტანდარტი ცალსახააპირველი არხი

ცალსახაა ევრობიუროკრატიის მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში ორმაგი სტანდარტი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მაშინ, როდესაც საქართველოში იმართებოდა ძალადობრივი აქციები, სურდათ ხელისუფლების დამხობა და ამას ღიად აცხადებდნენ, ევრობიუროკრატები ამ ყველაფერს აფასებდნენ, როგორც მშვიდობიან აქციას და პირიქით ახალისებდნენ მომიტინგეებს.

„დღეს, როდესაც ჩვენ საფრანგეთში ვხედავთ აშკარად ძალადობრივ აქციას, პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებას ხშირ შემთხვევაში არასრულწლოვანთა მიმართ, 7 000-ზე მეტი პირია დაკავებული საფრანგეთში, აქედან უმეტესობა გახლავთ არასრულწლოვანი, ევრობიუროკრატია დუმს. ამას აქვს თავისი ახსნა, მათ გააჩნიათ ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტი. ის, რაც დასაშვებია საფრანგეთისთვის, საფრანგეთის პოლიციისთვის, დაუშვებელია საქართველოში და პირიქით, საქართველოში ძალადობრივ აქციას მომიტინგეთა მხრიდან ნათლავენ როგორც მშვიდობიანს, ხოლო საფრანგეთში და არა მხოლოდ საფრანგეთში, პოლიციის მხრიდან გამოვლენილი ძალადობის მიმართ გააჩნიათ, აბსოლუტური სრული დუმილი. არის თუ არა ეს აშკარა და ხაზგასმითი თავდასხმა საქართველოზე, ჩვენს სახელმწიფოებრიობაზე?! ეს არის მცდელობა ჩვენს ქვეყანაში ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლების შეცვლისა ყველა დასაშვები გზით და გამართლება, წახალისება ძალადობის, რაც ყველაზე უფრო მძიმე აღსაქმელი და მოსასმენია ქართველი ხალხისთვის“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„დღეს, როდესაც ჩვენ საფრანგეთში ვხედავთ აშკარად ძალადობრივ აქციას, პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებას ხშირ შემთხვევაში არასრულწლოვანთა მიმართ, 7 000-ზე მეტი პირია დაკავებული საფრანგეთში, აქედან უმეტესობა გახლავთ არასრულწლოვანი, ევრობიუროკრატია დუმს. ამას აქვს თავისი ახსნა, მათ გააჩნიათ ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტი. ის, რაც დასაშვებია საფრანგეთისთვის, საფრანგეთის პოლიციისთვის, დაუშვებელია საქართველოში და პირიქით, საქართველოში ძალადობრივ აქციას მომიტინგეთა მხრიდან ნათლავენ როგორც მშვიდობიანს, ხოლო საფრანგეთში და არა მხოლოდ საფრანგეთში, პოლიციის მხრიდან გამოვლენილი ძალადობის მიმართ გააჩნიათ, აბსოლუტური სრული დუმილი. არის თუ არა ეს აშკარა და ხაზგასმითი თავდასხმა საქართველოზე, ჩვენს სახელმწიფოებრიობაზე?! ეს არის მცდელობა ჩვენს ქვეყანაში ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლების შეცვლისა ყველა დასაშვები გზით და გამართლება, წახალისება ძალადობის, რაც ყველაზე უფრო მძიმე აღსაქმელი და მოსასმენია ქართველი ხალხისთვის“
დავით მათიკაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.