პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დავით მათიკაშვილი: თუკი ვინმეს სურს ქართველი ხალხი დააშოროს თავის ისტორიულ არჩევანს - ევროპას, ეს არის ევრობიუროკრატია

ქართული ოცნება

დავით მათიკაშვილის განცხადებით, თუ ვინმეს ქართველი ხალხის ევროპასთან დაშორება სურს, ეს ევრობიუროკრატიაა, რომელიც „ორმაგი სტანდარტით“ მოქმედებს და აღქმებზე დაყრდნობით ცდილობს მსოფლიო საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლაში დაარწმუნოს.

დავით მათიკაშვილი: თუკი ვინმეს სურს ქართველი ხალხი დააშოროს თავის ისტორიულ არჩევანს - ევროპას, ეს არის ევრობიუროკრატია
იმედინიუსი

თუკი ვინმეს სურს ქართველი ხალხი დააშოროს თავის ისტორიულ არჩევანს - ევროპას, ეს არის ევრობიუროკრატია, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა. საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ევრობიუროკრატია სუბიექტურ და მხოლოდ „აღქმებზე დაფუძნებულ“ პოლიტიკას ეყრდნობა, როდესაც მსოფლიოს საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლაში დარწმუნებას ცდილობს.

„ევრობიუროკრატია თავისი პოლიტიკით, რომელიც არ ეფუძნება ობიექტურ მდგენელს, აღქმების დონეზე ცდილობს მსოფლიო დაარწმუნოს, რომ საქართველოში არის დემოკრატიული უკუსვლა. ჩვენი ისტორიული არჩევანი არის ევროპა, თუმცა სამართლიან, თანასწორ ურთიერთობაში და არა პატრონსა და დაქვემდებარებულს შორის, რაც პრაქტიკულად სურს კიდეც ევრობიუროკრატიას და სწორედ ამის გამომხატველია ის ორმაგი სტანდარტი, რაც დღემდე მოქმედებს საქართველოსა და ქართველ ხალხთან მიმართებით.

ევროკავშირის ცალკეული სახელმწიფოების წარმომადგენლებმა ღიად და დაუფარავად დააფიქსირეს საქართველოსთან დიალოგის გაღრმავების აუცილებლობა. ეს არის ის სწორი, პრაგმატული პოლიტიკის შედეგი, რომელსაც ჩვენი სახელმწიფო, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება საგარეო მიმართულებით ახორციელებს“, - აცხადებს მათიკაშვილი.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
დავით მათიკაშვილი: ევრობიუროკრატია ცდილობს გაამართლოს ყველა ორმაგი სტანდარტით გათვალისწინებული ქმედება, რომელიც თვითონ ევროკავშირის ქვეყნებში მიმდინარეობსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები