პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ევროკავშირშიც ხდება "მოლოტოვის კოქტეილის" სროლა, ამ შემთხვევაში მას კონკრეტულ დანაშაულს, ადამიანის მკვლელობის მცდელობას უწოდებენ, სავსებით სამართლიანად - დავით მათიკაშვილი

საქართველოს პარლამენტი

დეპუტატი დავით მათიკაშვილი ევროკავშირს ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ევროპაში „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლას სამართლიანად უწოდებენ მკვლელობის მცდელობას, მაშინ როცა საქართველოში ანალოგიური ქმედებები მშვიდობიან აქციად მოინათლა.

დემონსტრაციების მორიგი ტალღა ევროპაში - მასობრივი არეულობებია ლონდონში, პარიზში, ფრანკფურტსა და ციურიხში. საფრანგეთში საპროტესტო აქციებზე პოლიციამ კიდევ 800-მდე პირი დააკავა. პარიზში, პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს. აფეთქების შედეგად ერთ-ერთ ჟანდარმს ცეცხლი წაეკიდა. ფაქტზე გამოძიება დაიწყო. მომხდარს ხელისუფლებამ მკვლელობის მცდელობა უწოდა.

თბილისში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ორმაგ სტანდარტზე საუბრობენ, იხსენებენ როგორ აპროტესტებდნენ "მოლოტოვის კოქტეილს" სროლისთვის ლაზარე გრიგორიადისის დაკავებას ელჩები, როგორ მიმდინარეობდა მათი მხარდაჭერით კამპანია "მე ვისროლე" და რა განცხადებებს აკეთებდნენ ევროპის ლიდერები საქართველოში პროტესტის დროს და ახლა, როდესაც ძალადობრივი ქმედებები უკვე მათ ქალაქებში ხდება.

"თბილისში მიმდინარე აქციები, რომელმაც შედეგად კინაღამ პარლამენტის დაწვა გამოიწვია, იყო პირდაპირ ეთერში ნაჩვენები "მოლოტოვის კოქტეილის" სროლის ფაქტი და პოლიციის დაწვის მცდელობა, ეს ყველაფერი ევრობიუროკრატიიდან ამ რადიკალიზმის წამახალისებელი ძალებისგან იყო მონათლული როგორც მშვიდობიანი აქცია და მთელი კამპანია იწარმოა ევროფონდების დაფინანსებით, რომელიც "მოლოტოვის კოქტეილის" სროლის რომანტიზებას და გაიდეალიზებას ემსახურებოდა.

აბსოლუტურად საპირისპიროა დღეს ევროკავშირში - იქაც ხდება "მოლოტოვის კოქტეილის" სროლა, მაგრამ მას კონკრეტულ დანაშაულს, ადამიანის მკვლელობის მცდელობას უწოდებენ სავსებით სამართლიანად, მაგრამ უსამართლობა აქ ის არის, რასაც ჩვენ ვხედავთ საქართველოსთან მიმართებით: ის ორმაგი სტანდარტი, წახალისება რადიკალიზმის და მცდელობა - სიმართლე პრაქტიკულად გადასხვაფერებული, სხვა კონტექსტით წარმოადგინონ, როგორც ადგილობრივი ჩვენი საზოგადოებისთვის, ისევე მსოფლიო თანამედროვეობისთვის", - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
როდესაც ძალადობა მათივე ქვეყნების ქუჩებში ხდება, შეფასებებიც რადიკალურად განსხვავებულია - ნინო წილოსანი ევროპელი პოლიტიკოსების ორმაგ სტანდარტზე საუბრობსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები