ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ის მტკიცებულებები, რომელიც გამოვიკვლიეთ, ადასტურებს გრიგოლ ლილუაშვილის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენას, ოთხივე ეპიზოდში" - პროკურორი

თბილისის საქალაქო სასამართლოში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე განაჩენი დღეს უნდა გამოცხადდეს. პროკურატურა აცხადებს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები ოთხივე ეპიზოდში, მათ შორის საბავშვო ბაღებისა და ე.წ. ქოლ ცენტრების საქმეებზე, სრულად ადასტურებს ბრალდებულის ბრალეულობას. თავის მხრივ, დაცვის მხარე გამამართლებელ განაჩენს ელოდება.

"ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ის მტკიცებულებები, რომელიც გამოვიკვლიეთ, ადასტურებს გრიგოლ ლილუაშვილის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენას, ოთხივე ეპიზოდში" - პროკურორი
"ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ის მტკიცებულებები, რომელიც გამოვიკვლიეთ, ადასტურებს გრიგოლ ლილუაშვილის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენას, ოთხივე ეპიზოდში" - პროკურორირუსთავი 2

თბილისის საქალაქო სასამართლოში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება. სხდომაზე მხარეები რეპლიკების უფლებით ისარგებლებენ, რის შემდეგაც შესაძლოა ბრალდებულმა საბოლოო სიტყვაც წარმოთქვას.

დაცვის მხარე პროცესზე გამამართლებელი განაჩენის გამოტანას ელოდება. გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატის, ლანა ცერცვაძის განცხადებით, ბრალდებულმა დასკვნითი სიტყვით უკვე ისარგებლა, თუმცა უცნობია, გამოიყენებს თუ არა ის საბოლოო სიტყვის უფლებას.

"ბუნებრივია, გვაქვს მოლოდინი, რომ იქნება გამამართლებელი განაჩენი. ბატონ გრიგოლ ლილუაშვილს უკვე გუშინდელ პროცესზე დასკვნითი სიტყვით სარგებლობის უფლება მიეცა და მან ისარგებლა ამ უფლებით. საბოლოო სიტყვით ისარგებლებს თუ არა, ეს მისი უფლებაა და ზუსტად ვერ გეტყვით, წინასწარად გამოიყენებს თუ არა იგი ამ უფლებას," - აცხადებს ლანა ცერცვაძე.

პროკურატურა კი მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები და დაკითხულ პირთა ჩვენებები ყოფილი მაღალჩინოსნის ბრალეულობას სრულად ადასტურებს. საქმის პროკურორის, მარიამ ბერძენიშვილის თქმით, გამოძიების მიერ მოპოვებული მასალები ოთხივე ეპიზოდს, მათ შორის საბავშვო ბაღებისა და ე.წ. "ქოლ ცენტრების" საქმეებს, უტყუარად ამტკიცებს.

"ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ის მტკიცებულებები, რაც ჩვენ გამოვიკვლიეთ ამ პერიოდის განმავლობაში, არის ის მტკიცებულებები, რაც ადასტურებს გრიგოლ ლილუაშვილის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენას, ოთხივე ეპიზოდს ვგულისხმობ, ბუნებრივია. ჩვენ ბრალად გვაქვს წარდგენილი ე.წ. ბაღების ეპიზოდი, რომელიც გულისხმობს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელთან და მათ თანამშრომლებთან ერთად ქრთამის აღების ფაქტს. იცით, რომ გვანცელაძე არის მიმალვაში და მისი წარმოდგენა სასამართლოს წინაშე ვერ მოხერხდა და როგორც ბრალდებულს, ძებნილის სტატუსი აქვს, თუმცა ბაგა-ბაღების სხვა თანამშრომლები დავკითხეთ, რომლებმაც დაადასტურეს გრიგოლ ლილუაშვილის მიერ ქრთამის აღების ფაქტი.

ასევე, ე.წ. "ქოლ ცენტრების" მფარველობის ეპიზოდზე დავკითხეთ ის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ მართავდნენ და ხელმძღვანელობდნენ იმ "ქოლ ცენტრებს", რომელსაც ანდრია და გრიგოლ ლილუაშვილები მფარველობდნენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლები, რომლებმაც დაადასტურეს ის ფაქტი, რომ გრიგოლ ლილუაშვილის მეშვეობით ხდებოდა "ქოლ ცენტრების" მფარველობა. რაც შეეხება ბიზნესმენებისაგან ქრთამის აღებას, რომეო მიქაუტაძე არის დაკითხული ამ საქმეზე. იცით, რომ მან პირდაპირ დაადასტურა, რომ გადასცა კონკრეტული ქრთამი გრიგოლ ლილუაშვილს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში," - აცხადებს მარიამ ბერძენიშვილი.

ცნობისთვის: გრიგოლ ლილუაშვილს ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება, რაც 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სასამართლო პროცესი დღეს, 14:00 საათზე დაიწყო.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები