ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

სასამართლო განაჩენის გასაჯაროებას უკრძალავს ქალს, რომლის გაუპატიურებაში ბრალდებული კაციც გაათავისუფლა

თბილისის საქალაქო სასამართლოსაქართველოს პროკურატურა

ადვოკატი ანა თავხელიძე აცხადებს, რომ სასამართლომ მას 20 წლის ფეხბურთელი ქალის გაუპატიურებაში ბრალდებული მეჰმეთ უიარის გამამართლებელი განაჩენის გასაჯაროება აუკრძალა. ადვოკატის თქმით, მას ხელწერილი მოთხოვეს, თუმცა ის ამ ვალდებულებაზე უარს ამბობს და განაჩენზე საუბარს აპირებს.

სასამართლო განაჩენის გასაჯაროებას უკრძალავს ქალს, რომლის გაუპატიურებაში ბრალდებული კაციც გაათავისუფლა
სასამართლო განაჩენის გასაჯაროებას უკრძალავს ქალს, რომლის გაუპატიურებაში ბრალდებული კაციც გაათავისუფლანეტგაზეთი

ადვოკატი ანა თავხელიძე, რომელიც წარმომადგენელია 20 წლის ფეხბურთელი ქალისა, რომლის გაუპატიურებაში ბრალდებული უცხო ქვეყნის მოქალაქე სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს, წერს, რომ სასამართლო ავალდებულებს, განაჩენი არ გაამჟღავნოს.

„მნიშვნელოვანი ინფორმაცია 20 წლის ფეხბურთელის საქმეზე

გუშინ განაჩენი ჩავიბარე. ჩაბარების დასადასტურებლად მომიტანეს წინასწარ დაბეჭდილი ხელწერილი, რომელშიც, ჩემს პრაქტიკაში პირველად, ასეთი ჩანაწერიც იყო:

„ამასთან, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-13¹ მუხლის თანახმად, ვიღებ ვალდებულებას არ გავამჟღავნო გადმოცემულ სასამართლო გადაწყვეტილებაში (განაჩენში) არსებული ინფორმაცია, ვინაიდან მოცემული სისხლის სამართლის საქმე განიხილებოდა დახურულ სასამართლო სხდომაზე.”

მარტივად რომ ვთქვა: ამ ხელწერილით მეკისრებოდა ვალდებულება, განაჩენის შინაარსზე არ მესაუბრა“, — წერს ადვოკატი.

ანა თავხელიძე აზუსტებს, რომ ამ ვალდებულების აღებაზე უარს ამბობს და განაჩენზე საუბარსაც აპირებს, თუმცა უწევს დაელოდოს სასამართლოს პასუხს, რომელსაც ასევე წერილობით შეატყობინა თავისი პოზიცია.

ადვოკატი განმარტავს სამართლებრივ საფუძველს, რაც მისი გადაწყვეტილების უკან დგას:

ეს მუხლი [რომელზე მითითებითაც სასამართლომ განაჩენზე დუმილი მოსთხოვა] მხოლოდ სხდომის აუდიო- და ვიდეოჩანაწერებს ეხება და არა განაჩენს;

ეს მუხლი პროცესის მხარეებს ეხება და არა დაზარალებულს.

დაზარალებული სასამართლოში მხარედ არ ითვლება. მხარეებს ამ საქმის განხილვისას წარმოადგენდნენ პროკურატურა და ბრალდებული, თურქი ბიზნესმენი, მეჰმეთ უიარი მისი ადვოკატით.

„აღსანიშნავია, რომ იმავე მოსამართლემ სხდომის ოქმები არ გადმომცა სწორედ იმ საფუძვლით, რომ მხარე არ ვარ: ოქმებზე წვდომის უფლება მხოლოდ მხარეებს აქვთო.

სასამართლოს ორი რამ მოვთხოვე:

მიმითითოს სამართლებრივი საფუძველი, რომლითაც მიზღუდავს განაჩენში არსებულ ინფორმაციაზე საუბარს (ეს ინფორმაცია მოსამართლის მსჯელობასაც მოიცავს);

განმიმარტოს, რა სამართლებრივი შედეგი დადგება ჩემთვის და რომელი ნორმით შეიძლება დამეკისროს პასუხისმგებლობა, თუ განაჩენზე მაინც ვისაუბრებ.

განაჩენზე საუბარს ვაპირებ. ველოდები სასამართლოს პასუხს“, — წერს ადვოკატი ანა თავხელიძე.

მეჰმეთ უიარი არაერთი კომპანიის მფლობელია, მათ შორის, ქალთა საფეხბურთო კლუბის საქართველოში, სადაც დაზარალებული ქალი თამაშობს.

მეჰმეთ უიარის გამამართლებელი გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი არევაძემ გამოიტანა 22 სექტემბერს. უიარი დარბაზიდან გათავისუფლდა. დაზარალებული ქალი კი, რომელიც სხდომას ესწრებოდა, ცუდად გახდა და სასამართლოდან სასწრაფომ გადაიყვანა.

საქმის განხილვა შემდეგ ინსტანციაში გაგრძელდება.

ადვოკატ ანა თავხელიძის კომენტარი, როგორ ცდილობდა იუარი და მისი წარმომადგენლები დაზარალებული ქალზე ზეწოლას და ფულით გაჩუმებას, წაიკითხეთ აქ:

ქართველი ფეხბურთელი ქალის გაუპატიურებაში ბრალდებული ბიზნესმენი სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.

ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.

დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.

წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მნიშვნელოვანი ინფორმაცია 20 წლის ფეხბურთელის საქმეზე გუშინ განაჩენი ჩავიბარე. ჩაბარების დასადასტურებლად მომიტანეს წინასწარ დაბეჭდილი ხელწერილი, რომელშიც, ჩემს პრაქტიკაში პირველად, ასეთი ჩანაწერიც იყო: „ამასთან, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-13¹ მუხლის თანახმად, ვიღებ ვალდებულებას არ გავამჟღავნო გადმოცემულ სასამართლო გადაწყვეტილებაში (განაჩენში) არსებული ინფორმაცია, ვინაიდან მოცემული სისხლის სამართლის საქმე განიხილებოდა დახურულ სასამართლო სხდომაზე.” მარტივად რომ ვთქვა: ამ ხელწერილით მეკისრებოდა ვალდებულება, განაჩენის შინაარსზე არ მესაუბრა“
ანა თავხელიძე
„აღსანიშნავია, რომ იმავე მოსამართლემ სხდომის ოქმები არ გადმომცა სწორედ იმ საფუძვლით, რომ მხარე არ ვარ: ოქმებზე წვდომის უფლება მხოლოდ მხარეებს აქვთო. სასამართლოს ორი რამ მოვთხოვე: მიმითითოს სამართლებრივი საფუძველი, რომლითაც მიზღუდავს განაჩენში არსებულ ინფორმაციაზე საუბარს (ეს ინფორმაცია მოსამართლის მსჯელობასაც მოიცავს); განმიმარტოს, რა სამართლებრივი შედეგი დადგება ჩემთვის და რომელი ნორმით შეიძლება დამეკისროს პასუხისმგებლობა, თუ განაჩენზე მაინც ვისაუბრებ. განაჩენზე საუბარს ვაპირებ. ველოდები სასამართლოს პასუხს“
ანა თავხელიძე
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.