ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

ადვოკატი აცხადებს, რომ სასამართლო 20 წლის ფეხბურთელის გაუპატიურების საქმეზე განაჩენის დასაბუთების გასაჯაროებას უკრძალავს

თბილისის საქალაქო სასამართლო

ადვოკატი ანა თავხელიძე აცხადებს, რომ სასამართლომ ფეხბურთელის გაუპატიურების საქმეზე გამოტანილი განაჩენის დასაბუთების გასაჯაროება აუკრძალა. მისი თქმით, მას ხელწერილი მოსთხოვეს, სადაც ვალდებულებას იღებდა, გადაწყვეტილებაზე არ ესაუბრა, თუმცა მან ეს მოთხოვნა გაასაჩივრა და განაჩენზე საუბარს გეგმავს.

ადვოკატი აცხადებს, რომ სასამართლო 20 წლის ფეხბურთელის გაუპატიურების საქმეზე განაჩენის დასაბუთების გასაჯაროებას უკრძალავს
ადვოკატი აცხადებს, რომ სასამართლო 20 წლის ფეხბურთელის გაუპატიურების საქმეზე განაჩენის დასაბუთების გასაჯაროებას უკრძალავსინტერპრესნიუსი

ადვოკატი ანა თავხელიძე აცხადებს, რომ სასამართლო 20 წლის ფეხბურთელის გაუპატიურების საქმეზე განაჩენის დასაბუთების გასაჯაროებას უკრძალავს.

მისი თქმით, სასამართლოს მიერ გაგზავნილი ხელწერილით ეკისრება ვალდებულება, განაჩენის შინაარსზე არ ისაუბროს, თუმცა მან დააფიქსირა პოზიცია,რომ ამ ვალდებულებას უარყოფს და არ იღებს.

შესაბამისად, ადვოკატი დასძენს, რომ განაჩენზე საუბარს გეგმავს და ელოდება სასამართლოს პასუხს.

„მნიშვნელოვანი ინფორმაცია 20 წლის ფეხბურთელის საქმეზე.

გუშინ განაჩენი ჩავიბარე. ჩაბარების დასადასტურებლად მომიტანეს წინასწარ დაბეჭდილი ხელწერილი, რომელშიც, ჩემს პრაქტიკაში პირველად, ასეთი ჩანაწერიც იყო:

„ამასთან, „საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-13¹ მუხლის თანახმად, ვიღებ ვალდებულებას არ გავამჟღავნო გადმოცემულ სასამართლო გადაწყვეტილებაში (განაჩენში) არსებული ინფორმაცია, ვინაიდან, მოცემული სისხლის სამართლის საქმე განიხილებოდა დახურულ სასამართლო სხდომაზე.”

მარტივად რომ ვთქვა: ამ ხელწერილით მეკისრებოდა ვალდებულება, განაჩენის შინაარსზე არ მესაუბრა.

ამ ვალდებულებას არ ვიღებ და ეს მოსამართლეს წერილობით მკაფიოდ დავუფიქსირე. მიზეზი ორია:

ეს მუხლი მხოლოდ სხდომის აუდიო- და ვიდეოჩანაწერებს ეხება და არა განაჩენს;

ეს მუხლი პროცესის მხარეებს ეხება და არა დაზარალებულს.

აღსანიშნავია, რომ იმავე მოსამართლემ სხდომის ოქმები არ გადმომცა სწორედ იმ საფუძვლით, რომ მხარე არ ვარ: ოქმებზე წვდომის უფლება მხოლოდ მხარეებს აქვთო.

სასამართლოს ორი რამ მოვთხოვე:

მიმითითოს სამართლებრივი საფუძველი, რომლითაც მიზღუდავს განაჩენში არსებულ ინფორმაციაზე საუბარს (ეს ინფორმაცია მოსამართლის მსჯელობასაც მოიცავს);

განმიმარტოს, რა სამართლებრივი შედეგი დადგება ჩემთვის და რომელი ნორმით შეიძლება დამეკისროს პასუხისმგებლობა, თუ განაჩენზე მაინც ვისაუბრებ.

განაჩენზე საუბარს ვაპირებ. ველოდები სასამართლოს პასუხს”, - წერს ადვოკატი.

ცნობისთვის, „ნიკე ლუსოს“ ყოფილი პრეზიდენტი, მეჰმეთ უიარი 9-თვიანი პატიმრობის შემდეგ საქალაქო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის შემდეგ დარბაზიდან გათავისუფლდა. მას გამოძიება კლუბ „ნიკე ლუსოს“ ფეხბურთელი გოგოს მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულს ედავებოდა.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.