დღეს სუს-ის ახალი შეფი 6 წლით აირჩიეს - ძველი ციხეში 13 წლით გაუშვეს
პარლამენტმა სუს-ის ახალ უფროსად თამაზ ბორაშვილი 6 წლით აირჩია, ხოლო ყოფილი შეფი გრიგოლ ლილუაშვილი სასამართლომ 13 წლით პატიმრობაში გაუშვა.

პარლამენტმა დღეს სუს-ის ახალი უფროსი, თამაზ ბორაშვილი 6 წლით დაამტკიცა, ყოფილი შეფი, გრიგოლ ლილუაშვილი კი ცოტა ხნსი წინ სასამართლომ 13 წლიან პატიმრობაში გაუშვა.
მოსამართლე ნინო თარაშვილის განაჩენის თანახმად, გრიგოლ ლილუაშვილი ციხეში 2038 წლამდე უნდა იჯდეს - თუ ყოფილ მაღალჩინოსანის განაჩენი შემდგომ ინსტანციებში არ გადაიხედება, გამოდის, რომ ლილუასვილის ციხეს 62 წლის ასაკში დატოვებს.
სუს-ის ყოფილი შეფი დამნაშავედ იქნა ცნობილი ოთხივე ეპიზოდზე.
რას ედავებოდნენ ლილუაშვილს?
ქარის ელექტროსადგურების მშენებლობის ლობირებისთვის თურქ ინვესტორ ჩაღათაი ულქერისგან $1 მლნ-ის აღებას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის იმჟამინდელი პირველი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის მეშვეობით;
გაზიფიკაციის ტენდერებში დახმარების სანაცვლოდ, კომპანია „ექსპრესსერვისი 2008-ის“ დამფუძნებელ გიორგი ხაჟალიასგან 1,5 მლნ ლარის აღებას რომეო მიქაუტაძის მეშვეობით;
2021-2023 წლებში დანაშაულებრივი „ქოლცენტრების“ მფარველობას, საიდანაც ბრალდების ინფორმაციით, ლილუაშვილმა მიიღო $1 365 000;
პროკურატურა ამბობს, რომ ლილუაშვილი ქრთამის სანაცვლოდ მფარველობდა თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახა გვანცელაძეს, რომელიც გამოძიების ინფორმაციით, ბაღების შესყიდვებიდან „ატკატებს“ იღებდა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…