პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„საქსტატი“ - 2025 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა მედიანური ხელფასი გასულ წელთან შედარებით 14.9%-ით გაიზარდა და 1 531 ლარი შეადგინა

საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა მედიანური ხელფასი 14.9%-ით გაიზარდა და 1 531 ლარი შეადგინა.

„საქსტატი“ - 2025 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა მედიანური ხელფასი გასულ წელთან შედარებით 14.9%-ით გაიზარდა და 1 531 ლარი შეადგინა
ინტერპრესნიუსი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2025 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა მედიანური ხელფასი გასულ წელთან შედარებით 14.9%-ით გაიზარდა და 1 531 ლარი შეადგინა.

როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 2025 წელს მედიანური ხელფასი საშუალო თვიურ ხელფასზე 29.3%-ით ნაკლები იყო.

„საქმიანობის სახეების მიხედვით, 2025 წელს, ყველაზე მაღალი მედიანური ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება - 2 501 ლარი; მშენებლობა - 2 328 ლარი; სამთო მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება - 2 264 ლარი; ინფორმაცია და კომუნიკაცია - 2 250 ლარი; საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები - 2 211 ლარი.

2025 წლის მონაცემებით, მედიანური ხელფასი საშუალო თვიურ ხელფასს ყველა სექტორში ჩამორჩება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
ოპოზიციური 3
  1. BM.GEოპოზიციურიგასულ წელს, საქართველოში საშუალო ხელფასი 2 165 ლარი იყო | საქსტატი
  2. BM.GEოპოზიციურიმედიანური ხელფასი საშუალო თვიურ ხელფასს 29.3%-ით ჩამორჩება - საქსტატი
  3. TV პირველიოპოზიციურისაქასტატის ინფორმაციით, საქართველოში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 2 165.2 ლარია
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
საქსტატის ცნობით საქართველოში საშუალო ხელფასი 2 389 ლარიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები